Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული ფოტო ვრცელდება

აგვისტოს 20, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო (1, 2, 3, 4) (დაარქივებული ბმული), რომელშიც ევროპელი ლიდერები ჩანან. ისინი თავდახრილი ელოდებიან ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრას. რეალურად, ფოტო ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის შექმნილი.

აღნიშნული ფოტო საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავრცელდა. მაგალითად, აღნიშნულ ფოტოს ბერძნული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა ELLINIKA HOAXES-იც გამოეხმაურა.

პირველ რიგში, ფოტოზე ემანუელ მაკრონის გარდა, სხვა გამოსახული პირიდან არც ერთი ევროპელ ლიდერს არ ჰგავს. თანაც, აშშ-ში ვიზიტით ორი ქალი- ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი იმყოფებოდნენ, ფოტოზე არც ერთი ქალი მათ არ ჰგავს.

ფოტო რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, რამდენიმე დეტალი ცხადყოფს. პირველ რიგში, ემანუელ მაკრონსა და მის გვერდით მჯდომ ქალს შორის ფეხსაცმელები ჩანს,  ზემოთ კი ადამიანის გამოსახულება გამქრალია (იხილეთ ფოტო).

აგრეთვე, ფოტოზე ჩანს ერთ-ერთი პირის ფეხსაცმელი, რომელზეც შეცდომით ხალიჩის ნაწილია დატანილი, ხოლო ერთ-ერთი ქალის ფეხები ერთმანეთშია შერწყმული (იხილეთ ფოტო)

 

გარდა ამისა, როგორც ევროპელი ლიდერების შეხვედრის რეალურ ვიდეოებსა და ფოტოებში ჩანს, მათი ტანსაცმელი განსხვავდება გავრცელებულ ფოტოზე ნაჩვენები ტანსაცმლისგან (იხილეთ ფოტოები).

წყარო: Scavino47

წყარო: ZelenskyyUa/X

 

ამასთანავე, ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოს Hive Moderation-ის მიხედვით, ფოტო 89%-იანი ალბათობით შეიცავს ხელოვნური ინტელექტის ან დიფფეიქის კვალს. კიდევ ერთი ხელსაწყოს Decopy.ai-ს მიხედვით, იმის ალბათობა, რომ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, 99%-ზე მეტია (იხილეთ ფოტოები ქვემოთ).

ფოტოს X პლატფორმაზე   OSINTdefender გამოეხმაურა. პლატფორმა ღია წყაროების სადაზვერვო ანალიზს ახორციელებს. პოსტში აღნიშნულია, რომ  ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო სინადვილეში ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.