Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი მანიპულაციურად ვრცელდება

აგვისტოს 19, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context
Share

სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბერდია სიჭინავას ინტერვიუდან მონაკვეთი ვრცელდება (დაარქივებული ბმული). ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობს: „ძაღლი მართლა შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“.  ვიდეოში ჩასმულია გიორგი გახარიას კადრი, რამაც შესაძლოა მომხმარებლებს აფიქრებინოს, რომ სიჭინავა გახარიაზე საუბრობს. Facebook-ანგარიში ვიდეოს აღწერაშიც წერს: „გახარიაზე ამბობს ალბათ“.

რეალურად, ტვ „პირველთან“ ინტერვიუში ბერდია სიჭინავა არა გიორგი გახარიაზე, არამედ  „ქართული ოცნების“ ლიდერებზე საუბრობს.

მონაკვეთი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემა ტვ პირველის  „დღის ამბების“ ეთერში 17 აგვისტოს გავიდა. გადაცემის სტუმარი ბერდია სიჭინავამ, უკრაინის ომის საკითხზე და მოლაპარაკებებზე ისაუბრა. ამ კონტესტში, წამყვანის კიხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებდა „ქართული ოცნების“ წარმომადგნელების განცხადებებზე, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა (იხილეთ ბმულზე): „ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო, ისეა ამათი საქმე. შიდა პოლიტიკაში არ ვარგიან, ყოვლად უვარგისები არიან, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ და რაღაც გლობალური საკითხების განხილვით არიან დაკავებულნი. წარმოუდგენელია ოკუპირებულ ქვეყანაში, რომლის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას, იმ ადამიანს გულშემატკივრობდე, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც 2008 წელს ომი აწარმოა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, უამრავი ასეულობით ადამიანი დაიღუპა ამ ომში, მათ შორის ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები დაიღუპნენ ამ ომში. ამ ომში მხარე ფაქტია იყო პუტინი და რუსეთის ფედერაცია და აი, აქ შენ რომ გულშემატკივრობ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც ომის დანაშაულები მოაწყო, გენოციდი მოაწყო ფაქტობრივად, მშობლებს წაართვა შვილები და საშინელებებს ჩადის უკრაინის ტერიტორიაზე. ომის დამნაშავეა და ასე რომ ვთქვათ, ბრალდებული ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან, გულშემატკივრობდე ვლადიმერ პუტინის  პოზიციებს“.

ამდენად, გავრცელებულ მონაკვეთში ბერდია სიჭინავა არა გიორგი გახარიაზე, არამედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე საუბრობს.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ  საქართველო რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ბოლო ინფორმაციით, ამჟამად გერმანიაში იმყოფება.

 

 

See all posts

The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.