Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ციტატას სტალინის სახელს მცდარად მიაწერენ

სოციალურ ქსელში ციტატას სტალინის სახელს მცდარად მიაწერენ

აგვისტოს 13, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

Facebook-ჯგუფში „МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით:

„ერთხელ თურმე ერთი ამერიკელი ჟურნალისტი შეუჩნდა სტალინს თქვენთან რა ცხოვრებაა ადამიანის მთავარი უფლება სიტყვის თავისუფლება არ არსებობსო. ეგ როგორო?! ჩაეკითხა სტალინი. როგორ და ჩვენთან ვისაც გვინდა რასაც გვინდა იმას ვეძახით ვლანძღავთ და ვაგინებთ თუნდაც პრეზიდენტი იყოს და ამაზე პასუხს ვერავინ მოგვთხოვს რადგან სიტყვის თავისუფლების პრინციპები დასავლურ სამყაროში ყველაფერზე უზენაესიაო. სტალინმა გაიღიმა და უთხრა, მე მეგობარო კავკასიელი ვარ, უფრო ზუსტად ქართველი და იქ ნებისმიერ ქართველს რომ სიტყვის თავისუფლების მოტივით დედა ვინმემ შეაგინოს სულს თუ არ გააფრთხობინებს, ენას მაინც ამოაჭრის და ძაღლებს მიუგდებსო. ჩვენ ამას თავმოყვარეობას ვეძახით და სულ ფეხზე გვკიდია თქვენი სიტყვის თავისუფლება რომელიც მართალ კაცს შეურაცხყოფის ატანას აიძულებს ლაჩრულად და უსამართლოდო.  ასე რომ გამოდის ნებისმიერი ქართველი თქვენს პრეზიდენტებზე უფრო თავმოყვარე და უშიშარიაო!..“ (დაარქივებული ბმული).

„ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული მტკიცება და ისტორია გადაამოწმა.

აღსანიშნავია, რომ ისტორია წლების მანძილზე სხვადასხვა ქართულენოვანი ანგარიშების მიერ როგორც Facebook, ისე Instagram პლატფორმებზე და ონლაინ მედიებში პერიოდულად ვრცელდება (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6).

სავარაუდოა, რომ ამბავი მოგონილია, რადგან აღნიშნული ციტატის ერთადერთი გამავრცელებლები სწორედ მსგავსი ონლაინ ანგარიშებია და მათ გარდა პოსტში დასახელებული ამბავი სხვა, სანდო წყაროებში არ გვხვდება. დამატებით, ის ფაქტი, რომ მტკიცებაში მითითებული არაა არც ამერიკელი ჟურნალისტის სახელი და გვარი და არც ამ ამბის დრო, ან მოქმედების ადგილი, ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს.

„ჯეოფაქტსმა“ აღნიშნული ისტორია საძიებო სისტემაში ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მოძებნა, თუმცა არცერთ ენაზე სანდო წყარო, რომელიც აღნიშნულ ამბავს დაადასტურებდა, არ მოიძებნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინთან პირდაპირი ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ რამდენიმე დასავლელმა ჟურნალისტმა მოახერხა.

პირველი ასეთი ჟურნალისტი ეუგენ ლიონი (Eugene Lyons), United Press International-ის კორესპონდენტი იყო, რომლის ინტერვიუ სტალინთან 1930 წლის 22 ნოემბერს შედგა.  საბჭოთა კავშირში მისი ცხოვრების პერიოდზე მან 1937 წელს წიგნი „დავალება უტოპიაში“ (Assignment in Utopia) დაწერა. 1938 წლის გამოცემაში, სადაც ჟურნალისტი სტალინთან ინტერვიუს აღწერს, სიტყვა „ქართველი“ (ინგლისურად Georgian) ნახსენებია მხოლოდ 4-ჯერ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში გადმოცემულ კონტექსტს მათგან არცერთი ემთხვევა.

ფოტო: მონაკვეთები წიგნიდან „Alignment in Utopia“, სადაც გამოყენებულია სიტყვა „ქართველი“

სიტყვა „კავკასიელს“ (ინგლისურად Caucasian) წიგნში 13 შემთხვევაში ვხვდებით, თუმცა არცერთი მათგანი ემთხვევა იმ შინაარსს, რა შინაარსიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს აქვს. „სიტყვის თავისუფლების“ შესახებ წინადადებები ასევე პოსტისგან განსხვავებულ კონტექსტშია დაწერილი.

1936 წლის 1 მარტს ინტერვიუ გაიმართა სტალინსა და კიდევ ერთ დასავლელ ჟურნალისტ – როი ჰოვარდს (Roy Howard) შორის. ინტერვიუს ტრანსკრიპტში ასევე არ ვხვდებით იმ მონაკვეთს, რომელიც აღნიშნულ მტკიცებას დაადასტურებდა. ზოგადად, სიტყვები „ქართველი“, „კავკასიელი“, „სიტყვის თავისუფლება“ არც ამ ინტერვიუში გვხდება.

უოლტერ დურანტი (Walter Duranty), რომელიც ინგლისში დაიბადა, კიდევ ერთი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც სტალინთან ინტერვიუ ჩაწერა. საჯარო წყაროებით ასევე არ დასტურდება, რომ სტალინმა ინტერვიუში ქართველობაზე ან კავკასიელობაზე  ხაზგასმა თავად, იმ კონტექსტში გააკეთა, რა კონტექსტითაც პოსტშია წარმოდგენილი. წყაროები, რომლებიც 1933 წლის 28 დეკემბერს გამართულ ინტერვიუს აღწერენ, მიუთითებენ, იმ მომენტზე, როცა დურანტმა სტალინს მისი მეტსახელის შესახებ ჰკითხა, თუ როგორ და როდის მიიღო სახელი „სტალინი“. რაზეც სტალინმა უპასუხა, რომ ის 1911 ან შესაძლოა 1910 წელს მისმა რამდენიმე მეგობარმა შეარქვა, რადგან „როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ ეს ჩემთვის შესაფერისი იყო”.

საჯარო წყაროები ინახავს სტალინის იმ ციტატას, სადაც ის ჟურნალისტთან, მაგრამ იაპონელ ჟურნალისტთან ახსენებს თავის ქართულ წარმოშობას, თუმცა ამ ციტატაშიც ის მის გარუსებულ ბუნებას უსვამს ხაზს: „მე არ ვარ ევროპელი, არამედ აზიელი, რუსიფიცირებული ქართველი“.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება მცდარია და ამბავი საჯარო ხელმისაწვდომი წყაროებით არ დასტურდება.

See all posts

Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.