Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ბესო ქათამაძე: ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლა უნდა იყოს აშენებული, 120 მოსწავლე უნდა დადიოდეს კომფორტულ სკოლაში, მაგრამ ჩვენ აქ მოსვლისას დაგვხვდა მხოლოდ 5 ძირი პალმა და გადათხრილი ბუნება

ბესო ქათამაძე: ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლა უნდა იყოს აშენებული, 120 მოსწავლე უნდა დადიოდეს კომფორტულ სკოლაში, მაგრამ ჩვენ აქ მოსვლისას დაგვხვდა მხოლოდ 5 ძირი პალმა და გადათხრილი ბუნება

ივლისს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: True

ბესო ქათამაძე: ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლა უნდა იყოს აშენებული, 120 მოსწავლე უნდა დადიოდეს კომფორტულ სკოლაში, მაგრამ ჩვენ აქ მოსვლისას დაგვხვდა მხოლოდ 5 ძირი პალმა და გადათხრილი ბუნება.

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ბესო ქათამაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის №5 (ანასეულის დასახლება) საჯარო სკოლის მშენებლობა გათვალისწინებული იყო 2023 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. სკოლა გათვლილი უნდა ყოფილიყო 120 მოსწავლეზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს „ჯავამ“ ჯამში ოთხი სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, სკოლების მშენებლობის ვალდებულება აიღო. შემსყიდველი იყო სსიპ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. პროექტის ღირებულებად 10 708 805 ლარი განისაზღვრა, ხოლო სამუშაოების ჩაბარების საბოლოო ვადად – ხელშეკრულების გაფორმებიდან, 19 კალენდარული თვე. არსებული მდგომარეობით, მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმებულია ოთხივე ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე. კომპანიისთვის  ანაზღაურებული თანხის მოცულობა 2 290 238 ლარს შეადგენს, რაც მთლიანი ღირებულების 21%-ია. ოზურგეთის №5 სკოლის შენობის დემონტაჟი განხორციელდა. დემონტაჟის შემდეგ წარმოქმნილი დიდი ორმო, რომელშიც წყალი დაგუბდა და დაჭაობდა, არ არის დაცული შესაბამისი წესით და ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამდენად, „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ბესო ქათამაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

პოლიტიკოსმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ ბესო ქათამაძემ განაცხადა: „ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლა უნდა იყოს აშენებული, 120 მოსწავლე უნდა დადიოდეს კომფორტულ სკოლაში, მაგრამ ჩვენ აქ მოსვლისას დაგვხვდა მხოლოდ 5 ძირი პალმა და გადათხრილი ბუნება.“

სსიპ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და შპს „ჯავას“ შორის 2023 წლის 23 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 11 472 002 ლარს შეადგენდა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, გათვალისწინებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში №5 (ანასეულის დასახლება), სოფელ ასკანის (მზიანის დაწყებითი კორპუსი), სოფელ ზემო ნატანებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯურუყვეთისა და სოფელ ნიგოითის (ბ კორპუსი) საჯარო სკოლების მშენებლობა. სამუშაოების ხანგრძლივობად განისაზღვრა 19 კალენდარული თვე, ხელშეკრულების გაფორმებიდან. აქედან 7 თვე განკუთვნილი იყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. კონკრეტულად ოზურგეთის №5 საჯარო სკოლის შენობისთვის, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი, გათვალისწინებული იყო 3 837 588 ლარი. მოგვიანებით მხარეები შეთანხმდნენ და სოფელ ჯურუყვეთის სკოლის მშენებლობის პროექტი ხელშეკრულებიდან ამოიღეს. შესაბამისად, სახელშეკრულებო ღირებულება შეიცვალა და 10 708 805 ლარით განისაზღვრა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან, გასულია ორ წელზე მეტი, 19 კალენდარულ თვეში დასასრულებელი მშენებლობა კი დაწყებულიც არაა. ერთადერთი, რაც კომპანიამ ჩააბარა, სამშენებლო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაა. ოთხივე სკოლის დოკუმენტაციისთვის, შემსყიდველს გადახდილი აქვს 254 516 ლარი. აქედან, მხოლოდ ოზურგეთის №5 საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება  93 618 ლარია, დღგ-ის ჩათვლით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია, რომელშიც განმარტებული იქნებოდა, რატომ გაჭიანურდა სკოლის მშენებლობა, არც შეთანხმება, რომლითაც პროექტის განხორციელების ახალი ვადის დადგენას შევძლებდით. ერთადერთი, რაც სააგენტოს გვერდზე ჩანს, არის კომპანიისთვის შემსყიდველის მიერ ანაზღაურებული თანხის მოცულობა – 2 290 238 ლარი ანუ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 21%. აქედან 2 035 721 ლარი გადახდილია ავანსის სახით. საინტერესოა, რომ სსიპ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შპს „ჯავას“ ბოლოს ავანსი ორჯერ ჩაურიცხა 2024 წლის დეკემბერში, როცა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის დასრულებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამშენებლო ტერიტორია მიტოვებულია უსაფრთხოების ზომების დაუცველად. ღია თხრილი ამოვსებულია დაჭაობებული წყლით, ირგვლივ ყრია ნაგავი და გარეშე პირისთვის, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის, დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციასა და ჩვენ მიერ მოძიებულ სხვა ღია წყაროებზე დაყრდნობით, ბესო ქათამაძის განცხადება არის სიმართლე.

See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.