Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ირაკლი კობახიძე: ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს

ირაკლი კობახიძე: ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს

ივლისს 4, 2025 · Verified Facts · Verdict: False

ირაკლი კობახიძე: ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მცდარი.

„ქართული ოცნება“ 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას, სავარაუდოდ, არ აპირებს. 18 იანვარს ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ეუთო/ოდირის ჩართულობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. კობახიძის თქმით, „გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, იქიდან გამომდინარე, ეს არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნების თემასთან“.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ – მისი თქმით,  „თვითმმართველობის არჩევნებზე ხდებოდეს ეუთო/ოდირის მოწვევა, მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა არაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ჩვენც გვქონდა 2021 წელს“.

„ჯეოფაქტსმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება გადაამოწმა.

საკითხთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR)  „ნეტგაზეთს“ ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია გაუგზავნა.  წერილში აღნიშნულია, რომ  2002 წლის შემდეგ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ყველა მუნიციპალურ არჩევნებზე იწვევდნენ.

ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის დაკვირვების მოკლე მიმოხილვა:

  • მუნიციპალური არჩევნები, 2021 წლის 2 და 30 ოქტომბერი – არჩევნების სადამკვირვებლო მისია (EOM);
  • მუნიციპალური არჩევნები, 2017 წლის 21 ოქტომბერი და 12 ნოემბერი – არჩევნების სადამკვირვებლო მისია (EOM);
  • მუნიციპალური არჩევნები, 2014 წლის 15 ივნისი – ბიუჯეტური შეზღუდვების გამო მისია არ შედგა;
  • მუნიციპალური არჩევნები, 2010 წლის 30 მაისი – არჩევნების სადამკვირვებლო მისია (EOM);
  • მუნიციპალური არჩევნები, 2006 წლის 5 ოქტომბერი – შეზღუდული სადამკვირვებლო მისია (LEOM).

ეუთო/ოდირი აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მრავალ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. ბოლო ასეთი მაგალითებია ადგილობრივი არჩევნები ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში – 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში – 2023 წლის ნოემბერში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) ადგილობრივი არჩევნების შესახებ ანგარიშებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზეც ღიად აქვეყნებს. აღნიშნულ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია როგორც მისიების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ისე დეტალური ანგარიშებიც. ამ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ: 2006 წლის 5 ოქტომბრის,  2010 წლის 30 მაისის, 2014 წლის 15 ივნისის, 2017 წლის 21 ოქტომბრის, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შესახებ ანგარიშები თუ ინფორმაცია.

ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება – თითქოს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნებზე გამონაკლის შემთხვევებში მიიწვევა – არის მცდარი.  როგორც ეუთოს განცხადებები აჩვენებს, მისიების მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე საქართველოშიც და ზოგადადაც ხშირი და სტანდარტული პრაქტიკაა.

See all posts

Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.