Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
თაზო დათუნაშვილი: მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯები ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 50%-ს შეადგენს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ბოლო ხუთეულში შევდივართ

თაზო დათუნაშვილი: მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯები ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 50%-ს შეადგენს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ბოლო ხუთეულში შევდივართ

ივლისს 2, 2025 · Verified Facts · Verdict: Mostly True

თაზო დათუნაშვილი: მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯები ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 50%-ს შეადგენს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ბოლო ხუთეულში შევდივართ

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, თაზო დათუნაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე. 

რეზიუმე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების წილი 40.4%-ია. საქართველო ამ მაჩვენებლით ჯანმოს ევროპის რეგიონში  53 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ხოლო თუ არ ჩავთვლით ცენტრალური აზიის ქვეყნებს (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა, საქართველოზე უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სომხეთს, აზერბაიჯანსა და ალბანეთს აქვს.

ამრიგად, პოლიტიკოსის განცხადების კონტექსტი სწორია, თუმცა მის მიერ დასახელებული მონაცემი (50%) გადაჭარბებულია. რაც შეეხება მტკიცებას, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს და ბოლო ხუთეულში შედის, ეს მტკიცება სწორად ასახავს საქართველოს პოზიციას.

შესაბამისად, თაზო დათუნაშვილის განცხადება შეფასდა ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა: „საყოველთაო ჯანდაცვის პირობებშიც კი, რომელიც არის კოლოსალური დანახარჯი ჩვენი ბიუჯეტისთვის, ჯიბიდან დანახარჯები ჩვენი თანამოქალაქეებს ჯანდაცვის საერთო დანახარჯების 50%-ს შეადგენს. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ბოლო ხუთეულში შევდივართ“.

„ჯეოფაქტსმა“ თაზო დათუნაშვილის განცხადება გადაამოწმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2022 წლის მონაცემებით[i], საქართველოში ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 40.4%-ია, რაც ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (26.8%) მნიშვნელოვნად აღემატება.

ჯანმოს ევროპის რეგიონში შედის 53 ქვეყანა და ის მოიცავს არამხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებს, არამედ ტრანსკონტინენტურ ქვეყნებსა და რიგ აზიურ ქვეყნებსაც. ჯანმოს კლასიფიკაცია ეფუძნება არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ჯანდაცვის სისტემების მსგავსება და გამოწვევები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნები ჯგუფდებიან ისე, რომ რეგიონის ქვეყნებში  არსებობდეს ერთგვაროვანი ჯანდაცვის საჭიროებები და ინტერესები.

ჯანმოს ბოლო, 2022 წლის მონაცემებით, ევროპის რეგიონში, 53 ქვეყნიდან საქართველო მეშვიდე ადგილზეა ჯანდაცვაზე მოსახლეობის პირადი დანახარჯების მაღალი წილით. თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებს (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი) არ ჩავთვლით, საქართველო ევროპის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზეა. უფრო მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ სომხეთში (79%), აზერბაიჯანსა (64.5%) და ალბანეთში (51.3%) ფიქსირდება. საქართველოს მსგავსი მდგომარეობა აქვს ჩრდილოეთ მაკედონიასაც, სადაც მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 40.2%-ს აღწევს.

ევროპის რეგიონში ჯანდაცვაზე მოსახლეობის დაბალი დანახარჯებით წამყვან პოზიციებს იკავებენ: მონაკო (7.5%), ლუქსემბურგი (8.5%), ანდორა (8.8%), საფრანგეთი (8.9%), ხორვატია (9.2%), ნიდერლანდები (10%), ირლანდია (10.6%) და გერმანია (10.7%). ამ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მოსახლეობას ჯიბიდან შედარებით ნაკლები თანხის გადახდა უწევს.

2013-2025 წლებში საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს უკავშირდება. სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 2025 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 1 მლრდ 220 მლნ ლარია განსაზღვრული, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების დაახლოებით 5.5%-ს შეადგენს.

2013 წელს ამ პროგრამის ამოქმედებამ ჯანდაცვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია. კერძოდ, სახელმწიფომ მიზნობრიობის პრინციპი საყოველთაო მიდგომით ჩაანაცვლა და ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, რომელსაც სხვა სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნდა. თუმცა მოგვიანებით, 2017 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული სადაზღვევო პაკეტების შემოიღეს, აღნიშნული ნაბიჯი გარკვეულწილად საყოველთაო მიდგომის უარყოფას და მიზნობრივი დაფინანსების მოდელზე დაბრუნებას  ნიშნავდა.

2013 წელს ასევე შეიცვალა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების მექანიზმიც — კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დაფუძნებული სისტემა გაუქმდა.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პირდაპირი გადახდის წესით. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების წესის ცვლილება ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ თავიდანვე უარყოფითად შეფასდა. ერთიანი შემსყიდველის პრინციპზე გადასვლამ, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო მოქმედებს როგორც ჯანდაცვის სერვისების ერთადერთი შემსყიდველი, შექმნა ახალი ფინანსური გამოწვევები. აღნიშნულმა სისტემამ დაზღვევასთან დაკავშირებული ფინანსური რისკები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზე გადაანაწილა, რაც საერთაშორისო გამოცდილებისა და ექსპერტული შეფასებების მიხედვით, ვერ მიიჩნევა ხარჯების მართვის ეფექტიან ინსტრუმენტად. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა სწორედ ხარჯების მართვა გახდა – პროგრამის დაფინანსება მუდმივად მზარდი და დეფიციტურია.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა კვლავ მკვეთრად მაღალია. 2012 წელს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 73.4%, 2013 წელს კი 69% იყო, 2022 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 40.4%-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდ პოზიციაზეა.

ჯანდაცვაზე მოსახლეობის მაღალი დანახარჯები დიდწილად მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯებს უკავშირდება.  მედიკამენტებზე მოსახლეობის დაბალი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი უმთავრეს გამოწვევად რჩება,  რასაც მედიკამენტებზე მაღალ ფასები და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტების დაფინანსების მინიმალური მოცვა განაპირობებს.

[i] 2023-2024 წლების მონაცემები ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული.

See all posts

Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.