Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება

დეზინფორმაცია: მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება

ივნისს 27, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებით ცნობილმა ანგარიშმა ნონა შარაბიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლს დადგამდნენ (დაარქივებული ბმული).

სინამდვილეში, ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება, ყალბია.

აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ მედიას  საშუალებას. ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა არც მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალურ Facebook-ანგარიშზე.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილის ყალბი განცხადება წარსულშიც გამოქვეყნებულა. მაშინ გავრცელდა მტკიცება, რომ ყაველაშვილი პრეზიდენტისთვის განკუთვნილ 10 000-ლარიან ხელფასზე უარს ამბობდა. თუმცა, „ჯეოფაქტსს“ მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა განუმარტა, რომ  აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება, აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია თავდაპირველად Tiktok-ზე გავრცელდა და მას ამ დრომდე 32 ათასზე მეტი ნახვა აქვს. ანგარიში ხშირად ავრცელებს პროვოკაციულ, ყალბ ინფორმაციას.

ფოტო: TikTok ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული მასალების ეკრანის ანაბეჭდი

ამდენად, მტკიცება, რომ მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებით, თბილისში სტალინის ძეგლი დაიდგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.