Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, იტალია განიხილავს NATO-ს დატოვებას

დეზინფორმაცია: იტალიის თავდაცვის მინისტრის თქმით, იტალია განიხილავს NATO-ს დატოვებას

ივნისს 27, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მსოფლიო ამბები“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტს“ აქამდეც გადაუმოწმებია  (იხილეთ ბმული 1, 2, 3), წერს (დაარქივებული ბმული), რომ იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს თქმით, „იტალია განიხილავს ნატოდან გასვლას, რადგან ნატომ დაკარგა თავისი ფუნქცია“. ასევე, Facebook-ანგარიში მინისტრს შემდეგ ციტატას მიაწერს: ,,ნატო მესამე მსოფლიო ომის კატასტროფულ დაწყებამდე მიგვიყვანს, ხოლო მთავარი პროვოკატორები არიან ზელენსკი და ნეთანიაჰუ, რომლებიც დანარჩენ ქვეყნებს თავიანთ პირობებს კარნახობენ“.

რეალურად, იტალიის თავდაცვის მინისტრმა კონფერენციაზე გამოსვლისას, მართალია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამჟამინდელი მდგომარეობა გააკრიტიკა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ იტალია NATO-ს დატოვებას განიხილავს.  გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრს არ უთქვამს, რომ ალიანსმა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. მას არც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი  ნეთანიაჰუ მოუხსენებია „მთავარი პროვოკატორებად“.

საგულისხმოა, რომ Facebook-ანგარიში პოსტს  ამერიკული გამოცემა Politico-ს სტატიის ფოტოანაბეჭდს ურთავს. თუმცა არც აღნიშნულ და არც იტალიური გამოცემების სტატიებში (1, 2, 3) არ იძებნება ის ციტატები, რომლებსაც Facebook-ანგარიში იტალიის თავდაცვის მინისტრს მიაწერს.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ  ალიანსთან დაკავშირებით იტალიის ქალაქ პადუაში გამართულ კონფერენციაზე 20 ივნისს ისაუბრა და განაცხადა, რომ „NATO-ს არსებული ფორმით აღარ აქვს არსებობის მიზეზი”. კროზეტოს თქმით, ოდესღაც ატლანტიკური სივრცე მსოფლიოს ცენტრი იყო და აშშ-სა და ევროპას შორის კავშირს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა აშშ ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, მაგრამ  ძალაუფლების სხვა ცენტრები ჩნდება და ნატო თავის თავდაპირველ მისიას ვერ ასრულებს: „თუ ნატო მშვიდობისა და ურთიერთდაცვის გარანტირებისთვის შეიქმნა, ის ან უნდა გახდეს ორგანიზაცია, რომელიც ამ ამოცანას გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობით შეასრულებს და შესაბამისად, რადიკალურად შეიცვალოს ან ჩვენ ვერ მივაღწევთ უსაფრთხოებას ყველასთვის მოქმედი წესების ფარგლებში“, – განაცხადა მინისტრმა. გამოსვლისას მას არ უთქვამს, რომ იტალიას ალიანსის დატოვების სურვილი აქვს.

ცნობისთვის, იტალიისთვის სადავო იყო ნატო-ს წევრებისთვის 2035 წლამდე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის საკითხი.  იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ნატოს ჰააგის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ალიანსის საწინააღმდეგო შეხვედრის გამართვის მოწოდებითაც კი  გამოდიოდა. თუმცა, 25 ივნისს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გამართულ NATO-ს სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, იტალიამ, საერთო დეკლარაცია მიიღეს და თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდის ნატოს ახალი მიზნები იტალიისთვის ხელმისაწვდომია, რადგან განსახორციელებლად ქვეყნებს „სრულ მოქნილობას“ ანიჭებს. შესაბამისად, იტალიის ხელისუფლება NATO-ს სხვა  წევრ ქვეყნებთან ერთად თანამშრომლობას აგრძელებს.

ამდენად, მართალია, იტალიის თავდაცვის მინისტრმა კონფერენციაზე გამოსვლისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააკრიტიკა, თუმცა მას არ განუცხადებია, რომ იტალიას ალიანსის დატოვება სურს.

 

See all posts

Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.