Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მამუკა მდინარაძე: გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში ჯერ არ შესულა

მამუკა მდინარაძე: გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში ჯერ არ შესულა

ივნისს 11, 2025 · Verified Facts · Verdict: False

მამუკა მდინარაძე: გრანტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება ძალაში ჯერ არ შესულა

ვერდიქტი: „ჯეოფაქტსის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

2025 წლის 11 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც: „გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს.“ საელჩომ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ „საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს  „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები“. საელჩოს მტკიცებით, ამ გაურკვევლობის გამო, მათ მოუწიათ, გაეუქმებინათ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა.

აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „არის წესი, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ, იცით, რომ მიმდინარე პროცესია. როდესაც რამდენიმე დღეში, წესით, კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად, შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო… თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან ცუდი რამ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ჯეოფაქტსმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.

მამუკა მდინარაძის პოზიციით, ბრიტანეთის საელჩოსთვის წარმოშობილი პრობლემა კანონის ამოქმედებასთანაა დაკავშირებული – კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და ამას დრო სჭირდება.

რეალურად, 2025 წლის 2 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დააინიციირა. კანონი გრანტის გამცემი ორგანიზაციებისთვის ახალ რეგულაციებს ითვალისწინებს. კერძოდ, ახალი კანონის თანახმად, გრანტის გამცემმა (დონორმა) გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს) მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. კანონპროექტი 2025 წლის 16 აპრილს იქნა დამტკიცებული და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით რაიმე სხვა დამატებით დათქმას არ ითვალისწინებდა. კანონი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. შესაბამისად, გრანტის გაცემის მსურველ დონორ ორგანიზაციას წარმოეშვა ვალდებულება, იმოქმედოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში. შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს საელჩომ გრანტის გაცემის ნებართვის მიღებისთვის მიმართა კანონით განსაზღვრულ პირს – მთავრობას. ის, რომ საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია სხვა კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც დამატებით პროცედურებს განსაზღვრავდა, არ ნიშნავს, რომ კანონი „არ ამოქმედებულა“. თუ საქართველოს მთავრობას ან კანონმდებელს მიაჩნდა, რომ კანონის ამოქმედებისთვის აუცილებელი წინაპირობა დამატებითი კანონქვემდებარე აქტების მიღება იყო, მაშინ მას საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას გარდამავალ დებულებებში თავად უნდა განესაზღვრა, რომ კანონი ძალაში შევიდოდა მისი მიღებიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ (მაგალითად 30 დღეში), მას შემდეგ, რაც შესაბამისი პირი (ამ შემთხვევაში – მთავრობა) კანონქვემდებარე აქტებით კანონის ამოქმედებისათვის საჭირო პროცედურებს განსაზღვრავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მამუკა მდინარაძის მიერ ნახსენები კანონი უკვე ძალაშია შესული, „ჯეოფაქტსი“ მამუკა მდინარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მცდარი.

See all posts

An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.