Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჯორჯ სოროსის მორიგი ყალბი ციტატა ვრცელდება

ივნისს 9, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პოსტს  ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ჯორჯ სოროსის ფოტოს თანდართული აქვს წარწერა: „ჩვენი პირველი დაუძინებელი მტერი არის მართლმადიდებლობა, ვიხმაროთ ყველა ძალა, ფინანსები და რესურსები, მის ამოსაძირკვად და მოსასპობად-ჯორჯ სოროსი“. რეალურად, ციტატა ყალბია. არ დასტურდება, რომ მსგავსი განცხადება ჯორჯ სოროსს ეკუთვნის.

ღია წყაროებში არ არსებობს ვიდეო, აუდიო ჩანაწერი ან წერილობითი მასალა, რომელიც განცხადების ნამდვილობას და ჯორჯ სოროსის ავტორობას დაადასტურებდა. გავრცელებულ ფოტომასალაზე გამავრცელებელი ორგანიზაციის, მედიის ლოგო ან დასახელება მითითებული არ არის.

ცნობისთვის, ჯორჯ სოროსი უნგრული წარმოშობის ამერიკაში მოღვაწე ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანთროპია. Forbes-ის თანახმად, იგი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების სიაში 449-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 2025 წლისთვის 7.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.  1984 წელს სწორედ სოროსმა შექმნა „ღია საზოგადოების ფონდი“  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში[1], განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სამართლიანობაზე სამუშაოდ.

ჯორჯ სოროსი არაერთხელ ყოფილა დეზინფორმაციის სამიზნე და მის შესახებ ყალბი ამბები წარსულშიც გავრცელებულა. მაგალითისთვის, იხილეთ „ჯეოფაქტსის“ სტატიები. (1; 2).

 

 

[1] „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში 2024 წლიდან ადგილობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და გლობალური ღია საზოგადოების ფონდების, ანუ ე.წ. სოროსის ფონდის, ნაწილს აღარ წარმოადგენს.

See all posts

The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.