Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

მაისს 23, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის კადრებს ვხედავთ. პოსტის ავტორი ვიდეოს შემდეგნაირად ასათაურებს: „არც თუ ისე ცუდად ყოფილა ფრანგების საქმე. საფრანგეთში დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები , ყალიბდება შავ ნიღბიანთა ჯგუფები, მასიური მიგრაციის და რადიკალი ისლამისტების წინააღმდეგ. განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია მაკრონის ინიციატივამ, საფრანგეთში ქალაქის მერებად და პრეფექტებად მულტიკულტურალიზმის მიზნით დანიშნონ არაბი და სხვა მიგრანტები“. სინამდვილეში, პოსტში გამოთქმული ორივე მტკიცება ყალბია.

ფოტოს ძიების ინსტრუმენტით (reverse image search) „ჯეოფაქტსმა“ დაადგინა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო პარიზში 10 მაისს გამართული დემონსტრაციიდან ნაწყვეტს წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი, Radio France Internationale-ის (RFI) თანახმად, დაახლოებით 1000-მა აქტივისტმა, უმეტესად შავ ტანისამოსსა და ნიღბებში გამოწყობილებმა, პარიზში 1994 წელს დაღუპული ულტრანაციონალისტი სტუდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. ბევრ მათგანს სახე ნიღბებით ჰქონდა დაფარული, ხელში ჩირაღდნები ეკავა და ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან დაკავშირებული ისეთი სიმბოლოებით დატვირთული მაისურები ემოსა, როგორიცაა კელტური ჯვრები და  ნეონაცისტური კომპონენტები. სწორედ ამ ტანისამოსსა და ნიღბებზე აქვს მითითება პოსტის ავტორსაც.

დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით „Sébastien Deyzieu Présent” (სებასტიენ დეიზიე ცოცხალია) და დასარტყამი ინსტრუმენტის რიტმში სკანდირებდნენ „ევროპა, ახალგაზრდობა, რევოლუცია“ (Europe, Jeuneess, Révolution). სწორედ აღნიშნული შეძახილი ისმის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშიც.

აღნიშნული დემონსტრაცია 9 მაისის კომიტეტის, მცირემასშტაბიანი ნაციონალისტური ჯგუფის, მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნული ჯგუფი ყოველი წლის 9 მაისს აწყობს მანიფესტაციას სებასტიენ დეიზიეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დეიზიე 1994 წლის 9 მაისს ამერიკული იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამართული გამოსვლისას პოლიციისგან გაქცევის მცდელობის შედეგად შენობიდან გადმოვარდა და დაიღუპა. დეიზიე „Oeuvre Française-ის“ (ფრანგული ხელოვნების ნიმუში), ფრანგული ნაციონალისტური, ანტისემიტური მოძრაობის წევრი იყო. ეს ორგანიზაცია 2013 წელს დაიშალა.

აღნიშნულ დემონსტრაციაზე 13 ადამიანი დააკავეს, თუმცა პოლიციის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე რაიმე მნიშვნელოვან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ამრიგად, მანიფესტაცია, რომლის კადრებსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, სებასტიენ დეიზიეს ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა. არ არსებობს რაიმე დადასტურებული და საჯარო ცნობა, რომ საფრანგეთში „მასიური მიგრაციისა და რადიკალი ისლამისტების“ წინააღმდეგ ნიღბიანთა დაჯგუფება ყალიბდება.

რაც შეეხება პოსტში გამოთქმულ კიდევ ერთ მტკიცებას, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა გამოთქვა ინიციატივა, საფრანგეთში ქალაქების მერად და პრეფექტებად არაბი და სხვა მიგრანტები დაასაქმოს, მცდარია. კერძოდ, ემანუელ მაკრონის მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ იძებნება ღია წყაროებსა თუ სანდო ფრანგულ/საერთაშორისო მედიებში.

დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის კანონის მიხედვით, ქალაქის/მუნიციპალიტეტის მერს კომუნის (საფრანგეთში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) მუნიციპალური მრჩევლები ირჩევენ. უშუალოდ მრჩევლებს კი ხალხი მუნიციპალურ არჩევნებზე პირდაპირი კენჭისყრით ირჩევს. ამრიგად, საფრანგეთის ქალაქებში მერი არ ინიშნება, არამედ ირჩევა და ამ პროცესთან პრეზიდენტს კავშირი არ აქვს.

საფრანგეთში პრეფექტურების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს პრეფექტები მართავენ, რომლებიც ლოკალურ დონეზე საფრანგეთის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებად ითვლებიან. პრეფექტები მინისტრთა საბჭოში რესპუბლიკის პრეზიდენტის დეკრეტით ინიშნებიან პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის რეკომენდაციით. ამ ბრძანებულებას ასევე გააჩნია იმ მინისტრის ხელმოწერაც, რომლის ორგანოშიც დასანიშნი მოხელე მსახურობდა. პრეფექტები ძირითადად საფრანგეთს პრესტიჟული უმაღლესი სკოლის – ადმინისტრირების ეროვნული სკოლა (ENA) – კურსდამთავრებულებისგან ირჩევიან, მაგრამ იშვიათად კერძო სექტორიდანაც. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ პრეფექტები რესპუბლიკის პრეზიდენტის, ამ შემთხვევაში ემანუელ მაკრონის დეკრეტით ინიშნება, თანამდებობაზე დანიშვნისთვის ისინი გარკვეულ ეტაპებს გადიან, რაც მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის დამოკიდებული.

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.