Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში ევროპელი ლიდერების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

მაისს 12, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო (1, 2, 3), რომლითაც ანგარიშები ამტკიცებენ, რომ კიევიდან დაბრუნებისას მატარებელში საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს მაგიდაზე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ჰქონდა და ჟურნალისტების კუპეში შესვლისას ის გადამალა. მაკრონის გარდა, ბრალს სდებენ გერმანიის კანცლერ მერცს, რომ ის კოვზს მალავდა. პროსახელისუფლებო არხებმა, მათ შორის, POSTV-ანალიტიკამ და „ნიუსჰაბმა“ აღნიშნული ამბავი ამერიკელი კონსპიროლოგი ბლოგერის ალექს ჯონსის ციტატით და მის მიერ გავრცელებული ვიდეოთი გამოაქვეყნეს. „არანაირი განმარტება მოცემულ ფაქტზე, ზელენსკიმ, რომელიც კოკაინის ცნობილი მომხმარებელია, ისინი [მაკრონი, მერცი და სტარმერი] ახლახან მიიღო სტუმრად, სამივე „ლიდერი“ ძლიერ აღგზნებულად გამოიყურება“, – წერს ჟურნალისტი. ვიდეო  TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა.  ასევე, იგივე მტკიცება გაავრცელეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ და კრემლის პროპაგანდისტული მედია Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა. მტკიცება ფართოდ გავრცელდა რუსული მედიების მიერაც (1, 2, 3). რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დაბალი გარჩევადობისაა. მაღალი გარჩევადობის ფოტოში, რომელიც AFP-მ გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მაკრონი რეალურად ხელსახოცს იღებს.  

აღნიშნული ვიდეო ამერიკელმა ჟურნალისტმა ალექს ჯონსმა 2025 წლის 11 მაისს გაავრცელა.  40-წამიანი ვიდეო, რომელსაც რამდენიმე საათში 18 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, სავარაუდოდ, მიზანმიმართულადაა დაბალი გარჩევადობის. ამერიკელი ბლოგერი ალექს ჯონსი დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებით გამოირჩევა. მის მიერ გავრცელებულ ყალბ მტკიცებებს არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოხმაურებია. ალექს ჯონსს სასამართლოში უჩივლეს 2012 წელს კონექტიკუტის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმის უარყოფის გამო. მას სროლისას დაღუპული ბავშვის მშობლებმა უჩივლეს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჯონსის გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, მათ ემოციური ზიანი მიადგათ. თავდასხმა, რომელთან დაკავშირებითაც ჯონსი ამბობდა, რომ სიცრუე იყო, ოცი ბავშვი და 6 მოზრდილი ემსხვერპლა. საბოლოოდ, სასამართლომ ჯონსს 1.5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა.

კადრი ალექს ჯონსის ვიდეოდან

 

უკრაინისკენ მიმავალ მატარებელში, საიდანაც აღნიშნული კადრები გავრცელდა, პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ. AFP-ის ფოტოგრაფმა კიევისკენ მიმავალ მატარებელში 2025 წლის 9 მაისს გადაიღო ვიდეო, რომელსაც უფრო კარგი ხარისხი აქვს და მასში ნივთების გარჩევა მეტად შესაძლებელია. თუმცა, მკაფიო სურათს არც ეს ვიდეო იძლევა. ვიდეოს გარდა, ხელმისაწვდომია AFP-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტო, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მაკრონმა რეალურად მაგიდიდან ხელსახოცი აიღო. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ თეთრი ნივთი რეალურად ხელსახოცია.

საგულისხმოა, რომ არც ამერიკელი კონსპიროლოგი წამყვანის და არც AFP-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არ დასტურდება მტკიცება, რომ მერცი კოვზს მალავს. ვიდეოში ჩანს, რომ გერმანიის კანცლერი ხელში ყვითელი ფერის პატარა ნივთს იღებს, რომელიც კოვზს საერთოდ არ ჰგავს და  შეხვედრისას ეს ნივთი ხელში უჭირავს.

კადრი ვიდეოდან

გავრცელებულ ვიდეოს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ელისეის სასახლის ოფიციალურ ანგარიში X-ზე გამოეხმაურა. პოსტში ვკითხულობთ: „როდესაც ევროპული ერთიანობა არასასიამოვნო ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკებს უკავშირებს. ამ ყალბ ამბავს საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ჩვენ მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ“.

როგორც აღინიშნა,  კიევისკენ მიმავალ მატარებელში პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტები და ფოტოგრაფებიც იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც ამ ვიზიტს აშუქებდნენ. ამდენად, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ პოლიტიკოსები ჟურნალისტების მატარებელში ყოფნის პარალელურად კოკაინს მოიხმარენ.

See all posts

Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.