Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო და მასში სიყვარული შეიტანა

დეზინფორმაცია: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო და მასში სიყვარული შეიტანა

აპრილს 24, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ისმის მტკიცება „სწორედ ჯ[ან]მომ [ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ] მიიღო გადაწყვეტილება, პ*დარასტია ამოიღო დაავადებათა ნუსხიდან და სიყვარული შეიტანა დაავადებათა ნუსხაში“ (დაარქივებული ვიდეო).

„ჯეოფაქტსმა” გადაამოწმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა ნუსხაში არსებული დაავადებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის  (International Classification of Diseases (ICD)) ნუსხა. ეს არის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ტრავმისა და სიკვდილის მიზეზების კლასიფიკაციისა და მონიტორინგისთვის. ის ჯანმრთელობის ანალიზისთვის ინახავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სიკვდილიანობის და ავადობის ტენდენციების. ICD შეიცავს ყველა ცნობილი დაავადებისა და დაზიანებების აღწერას. თითოეული დაავადება დეტალურად არის აღწერილი დიაგნოსტიკური მახასიათებლებით და მოცემულია უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც გამოიყენება სიკვდილიანობისა და ავადობის მონაცემების კოდიფიცირებისთვის.

ჰომოსექსუალიზმი, დიაგნოზის სახით დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-6 ვერსიაში (ICD-6) სექსუალური ფუნქციონირების ან სექსუალური დარღვევების კატეგორიაში 1948 წელს შემოიტანეს.  ის, როგორც დაავადება ამოიღეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 ვერსიიდან, რომელიც 1990 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო 43-ე ასამბლეაზე დაამტკიცეს. მასში პირდაპირაა ნათქვამი, რომ „სექსუალური ორიენტაცია თავისთავად არ უნდა ჩაითვალოს დარღვევად“.

საგულისხმოა, რომ ამ ვერსიის კონკრეტულ კატეგორიაში („სექსუალურ განვითარებასთან და ორიენტაციასთან ასოცირებული ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევები“ კოდირება – F66) მიჩნეული იყო, რომ არსებობდა ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, მაგალითად „სექსუალური მომწიფების აშლილობა“ (Sexual maturation disorder), რომელიც ხასიათდება მდგომარეობით, როდესაც „ინდივიდი გაურკვეველია თავისი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რაც იწვევს შფოთვას ან დეპრესიას. ყველაზე ხშირად ეს ხდება მოზარდებში, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი არიან ჰომოსექსუალები, ჰეტეროსექსუალები თუ ბისექსუალები და იმ პირებში, რომლებიც სტაბილური სექსუალური ორიენტაციის პერიოდის შემდეგ და ხშირად ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფები აღმოაჩენენ, რომ მათი სექსუალური ორიენტაცია იცვლება. ამ კატეგორიის არსებობის საჭიროების შეფასებაზე მომუშავე სამეცნიერო ჯგუფი რეკომენდაციას გასცემდა, რომ კლასიფიკაციის მე-11 ვერსიიდან ეს კატეგორია ამოშლილიყო.

ამჟამად, მიღებულია კლასიფიკაციის მე-11 ვერსია (ICD-11), რომელიც ძალაში 2022 წლის იანვარში შევიდა. მასში ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება საერთოდ არაა შეყვანილი. ამ ვერსიაში ვხვდებით კატეგორიას „სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობები“ (Conditions related to sexual health), რომელიც მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, რომლებიც თავდაპირველ ვერსიებში უმეტესად ფსიქიკური აშლილობის კატეგორიის ქვეშ იყო მოთავსებული. ამასთანავე „ტრანსსექსუალიზმი“ ჩანაცვლდა ახალი კონცეფციით „გენდერული შეუთავსებლობა” (Gender Incongruence), რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის ნაწილიდან სექსუალური ჯანმრთელობის ნაწილში გადაინაცვლა.

კითხვაზე, თუ რა არის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 ვერსიის „გენდერული შეუთავსებლობის“ კატეგორიზაციაში განსხვავებული, დოქტორი ლალე სეი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოზარდთა და რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯგუფის კოორდინატორი პასუხობს, რომ „გენდერული შეუთავსებლობა არის გამოხატული და მუდმივი შეუთავსებლობა პირის გამოცდილ გენდერსა და დაბადებისას მინიჭებულ სქესს შორის. ისტორიულად ეს კონცეფცია თავსდებოდა ICD-ს მენტალური ჯანმრთელობის თავში, თუმცა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 ვერსიაში ის სექსუალური ჯანმრთელობის ახალშექმნილ თავში გადავიდა. სექსუალური ჯანმრთელობის თავი  შექმნილია მე-11 ვერსიისთვის, რათა ადგილი დაუთმოს სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ მდგომარეობებს, რომლებიც აუცილებლად არ თავსდებიან ICD-ის სხვა თავებში.

კითხვაზე, თუ რატომ ამოიღეს ის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებიდან, ლალე სეი აღნიშნავს, რომ: „ის ამოღებულ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობებიდან, რადგან ჩვენ უკეთ გვესმოდა, რომ ეს არ იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი იქ დატოვება იწვევდა სტიგმას. ასე რომ, სტიგმის შესამცირებლად და ასევე აუცილებელი ჯანმრთელობის ინტერვენციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ეს მოთავსდა სხვა, სექსუალური ჯანმრთელობის თავში.

ხოლო იმ საკითხზე მსჯელობისას, თუ რაზე დაფუძნებით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ის სხვადასხვა ადვოკატირების ჯგუფების პარალელურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამეცნიერო ანალიზსა და უკუკავშირს. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პაციენტების ჯგუფების ხმების მოსმენა და ჩვენ ამას ვიყენებთ ჩვენს მუშაობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო არა მხოლოდ დაინტერესებული თემების ადვოკატირებაზე ან გამოხმაურებაზე, არამედ ყველა არსებული მტკიცებულება განიხილებოდა გარე საკონსულტაციო ჯგუფის მიერ. ამ მდგომარეობის სამეცნიერო საფუძველი და პროფესიული და დაინტერესებული საზოგადოებების გამოხმაურება დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. ანალოგიურად, ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი გადაწყვეტილება ჰომოსექსუალობის სრულად ამოღების შესახებ, რომელიც კვლავ ეფუძნებოდა მეცნიერულ გაგებას, რომ არ არსებობდა მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ეს საკითხი საჭიროებს სამედიცინო მკურნალობას“ – აღნიშნა მან.

ამდენად, ჰომოსექსუალიზმი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან მართლაც არის ამოღებული.

თუმცა ვიდეოში გავრცელებული მტკიცება, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში სიყვარული შეიყვანეს, მცდარია. სიყვარული დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის არცერთ ვერსიაში როგორც დაავადება ან დარღვევა არ გვხვდება.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გაჟღერებული მტკიცებები არასრული კონტექსტითაა წარმოდგენილი. დაავადებათა საერთაშორისო ნუსხიდან ჰომოსექსუალიზმი მართლაც ამოღებულია, თუმცა მასში „სიყვარული“ როგორც დაავადება ან დარღვევა შეტანილი არაა.

See all posts

EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.