Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა ქიმტრეილერების საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი შექმნა

დეზინფორმაცია: დონალდ ტრამპმა ქიმტრეილერების საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი შექმნა

აპრილს 23, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Tamuna Tamo“ პოსტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც (დაარქივებული ბმული) დონალდ  ტრამპმა ე.წ. „ქიმტრეილერების“ საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც გეოინჟინერიის კრიმინალების დაკავების უფლებამოსილება აქვს. რეალურად, არ დასტურდება მტკიცება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა.  როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კიდევ ერთ ყალბ ამბავთან, რომელიც წარსულში არაერთი დეზინფორმაციის გამავრცელებელმა გამოცემამ, The People’s Voice-მა, გამოიგონა.

პირველ რიგში,  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „ქიმტრეილერების“ საგამოძიებო სამუშაო ჯგუფის შექმნა არ დასტურდება. მსგავსი სამუშაო ჯგუფის შექმნა ღია წყაროებში არ იძებნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯგუფის შექმნა ფართოდ გაშუქდებოდა მედიის მიერ და განცხადებას თეთრი სახლიც  გამოაქვეყნებდა.

საგულისხმოა, რომ Facebook-ანგარიში ეყრდნობა The People Voice-ის სტატიას, რომელიც 31 მარტს  გამოქვეყნდა. The People’s Voice წარმოადგენს გამოცემას, რომელიც   Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება. გამოცემის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია აქამდე „ჯეოფაქტსაც“ გადაუმოწმებია.

გამოცემის სტატიაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი წყარო ან მტკიცებულება, რომელიც ინფორმაციას დაადასტურებდა. გამოცემას დამაჯერებლობისათვის მოჰყავს აშშ-ის ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრის რობერტ ფ. კენედი უმცროსის 2023 წლის გადაცემის ჩანაწერი. მაშინ კენედი ჯერ კიდევ  მინისტრის პოსტს არ იკავებდა. მონაკვეთი, რომელშიც „ქიმტრეილების“ კონსპირაციას ავრცელებდა (ბმულზე 47:05), კენედი იხსენებდა 10 წლის წინანდელ ისტორიას, როცა ცაში დაინახა თვითმფრინავის კონტრეილები და უცებ მოიღრუბლა. მისი თქმით, ამ ფაქტის „დადებითი ახსნა“ არ აქვს: „საოცარია იმის ფიქრი, რომ მათ [კონკრეტულად არ ასახელებს]  შეუძლიათ ამდენი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ შეინახონ,  მაგრამ მე მინახავს, ​​რომ ისინი ამას აკეთებდნენ“. მიუხედავად იმისა, რომ კენედის „ქიმტრეილების“ კონსპირაცია არაერთხელ გაუჟღერებია, ამ ეტაპზე მას საგამოძიებო ჯგუფის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. აღნიშნული ინფორმაცია არ იძებნება არც აშშ-ის ჯანდაცვის და ადამიანური სერვისების ვებგვერდზე.

სიუჟეტში ასევე მოყვანილია დონალდ ტრამპის განცხადების მონაკვეთი, რომელშიც ტრამპი  აუტიზმის რიცხვის ზრდას შეეხო და აღნიშნა (იხილეთ ბმულზე 18:30 წუთიდან): „ეს წარმოუდგენელია! ჩვენ რაღაც შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, ეს ის სპრეია, რომელსაც, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ყველგან ვასხამთ. პენსილვანიელი გერმანელები არაფერს იყენებენ, მაგრამ ისინი საოცრად ჯანმრთელები არიან!“.

გამოსვლისას, დონალდ ტრამპი ახსენებს „შესხურებას“ (Spraying), მაგრამ გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნულ ფრაზაში, თანაც საუბარს განსხვავებულ თემაზე აგრძელებს და დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. შესაძლოა, ის მართლაც მიუთითებდეს „ქიმტრეილებსა“ ან გეოინჟინერიაზე და მას მიაწერდეს აუტიზმის რიცხვის ზრდას.  ამავდროულად, პენსილვანიელი გერმანელების ხსენებით, ტრამპი შესაძლოა იმ კონსპირაციაზე მიუთითებდეს, რომ ვაქცინები ხელს უწყობენ აუტიზმს და მოსახლეობა[პენსილვანიელი გერმანელები] , რომელსაც ვაქცინის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, უფრო ჯანმრთელები არიან. ამ განცხადების შემდეგ ტრამპს „ქიმტრეილების” შესახებ არ უსაუბრია.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. „ქიმტრეილებს, რომლებსაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები სხვადასხვა დაავადებასა და საფრთხეს აბრალებენ, რეალურად, თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კვამლის ბილიკებია“, იგივე „კონტრეილი“ (contrail). ეს უკანასკნელი თვითმფრინავის გადაადგილებისას საწვავის წვის შედეგად დატოვებული კონდენსაციის პროდუქტია – „კვამლის ბილიკია“, რომლის ხილვადობაც არეალის ტენიანობის ხარისხზეა დამოკიდებული. ის ჰაერში მტვრის ნაწილაკებთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება კრისტალებად. დაბალი ტენიანობის პირობებში, აღნიშნული კრისტალები იშლება, თუმცა მაღალტენიანობის დროს ცაში ნარჩუნდება და თვალისთვისაც ხილული ხდება.

თვითმფრინავის ხილული „კონტრეილები“ არაერთი დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის წყარო გამხდარა. მაგალითად, წარსულში GeoFacts-მა გადაამოწმა კონსპირაციული მტკიცება, რომ „ქიმტრეილის“ გავრცელების მიზანი მოსახლეობის ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლაა და ტყუილად შეაფასა.

აღნიშნული აქტუალობის გამო „კონტრეილების“ ქიმიური საფრთხის შესაფასებლად  კვლევაც ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტისა თუ ინსტიტუტის მეცნიერი მონაწილეობდა. 77-ივე მათგანი ატმოსფეროს კვლევებშია სპეციალიზებული და მათი კვლევით დადასტურდა, რომ თვითმფრინავების „ქიმტრეილების“, ანუ ქიმიური ნივთიერებების გასავრცელებლად გამოყენება არარეალური მტკიცებაა. 77-დან 76-მა მეცნიერმა დაადასტურა, რომ მათ „ქიმტრეილის“ ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს და თვითმფრინავის მიერ დატოვებული „კონტრეილები“ მარტივი, ფიზიკასა და ქიმიაში კარგად ცნობილი მიზეზებით იხსნება. ის 1 კოლეგა, რომელიც თეორიის სიყალბეს არ დაეთანხმა, არც „ქიმტრეილის“ არსებობას არ ადასტურებდა. მისი თქმით, ატმოსფეროს ერთ-ერთ არეალში ბარიუმის მაღალი შემცველობა ნამდვილად დაფიქსირდა, ამავე არეალში კი ხმელეთზე – დაბალი შემცველობა.

ამდენად, ტყუილია მტკიცება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. „ქიმტრეილერების“ საგამოძიებო ჯგუფი შექმნა.

 

 

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.