Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ისრაელმა შეიძლება მიიღოს კანონი, რომელიც დააპატიმრებს ქრისტიანებს იესოზე ლაპარაკის გამო

დეზინფორმაცია: ისრაელმა შეიძლება მიიღოს კანონი, რომელიც დააპატიმრებს ქრისტიანებს იესოზე ლაპარაკის გამო

მარტს 25, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

Facebook-ანგარიშები (1, 2) პოსტს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, ისრაელმა შესაძლოა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს, რომლებიც იესოზე ისაუბრებენ, ციხეში ჩასვამენ: „იესოზე საუბარს შეიძლება მოჰყვეს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა,  ეს ეხება 18 წლამდე ბავშვებს. იესოს შესახებ მასალის გამოქვეყნება ისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. კანონი, თუ განხორციელდება, შეიძლება სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს მთელ მსოფლიოში ქრისტიანებში  ეს  ერი დასასრულისკენ მიდის“, – ვკითხულობთ ერთ-ერთი პოსტის აღწერაში. რეალურად, ანგარიშების მიერ გავრცელებულ სიუჟეტში  2023 წლის პროცედურულად დარეგისტრირებულ კანონპროექტზეა საუბარი, რომლის ავტორებსაც კი არ ჰქონდათ მიზნად მისი მიღება. კანონპროექტის განხილვაც მოგვიანებით შეჩერდა. ამჟამად, ისრაელში მსგავსი კანონპროექტი ან კანონი არ არსებობს.

ისრაელის პარლამენტს ორმა ულტრამემარჯვენე პარტიის წევრმა, 2023 წლის 9 იანვარს კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი – მიღების შემთხვევაში, რელიგიის ქადაგებას, სხვისი რელიგიის შეცვლის მიზნით, კრძალავდა. კანონპროექტში, რომლის  ავტორები დეპუტატები მოშე გაფნი და იაკოვ აშერი არიან,  ნათქვამია: „ვინც ეცდება, დაარწმუნოს პირი  პირდაპირ, ციფრული გზით, ელექტრონული ფოსტით ან ინტერნეტით, რომ შეიცვალოს თავისი რელიგია, დაისჯება   ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თუ ქადაგება არასრულწლოვანის მიმართ ხორციელდება, ამ შემთხვევაში სასჯელი ორი წელი იქნება“.

კანონპროექტმა მღელვარება გამოიწვია, განსაკუთრებით ქრისტიანების მხრიდან, თუმცა, მისმა ინიციატორმა, მოშე გაფნიმ აღნიშნა, რომ კანონპროექტი პროცედურულად დაარეგისტრირა და გამიზნული არც იყო მისი მიღება. მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ, ქრისტიანობის წინააღმდეგ კანონი მიიღონ. კანონპროექტის განხილვა  მალევე შეწყდა.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ანგარიშები ინფორმაციის წყაროდ ამერიკული გამოცემა Newsmax-ის სიუჟეტს ავრცელებენ. თუმცა, სიუჟეტი ძველია, კერძოდ, 2023 წლის მარტში გამოქვეყნდა სათაურით: „ინიციირებული კანონპროექტი აკრძალავს იესოზე ლაპარაკს ისრაელში“ და ზემოთ განხილულ კანონპროექტს ეხებოდა. დამატებით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოცემა Newsmax-ი Media Bias/Fact Check-ის (გამოცემა, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება) თანახმად, ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს და არასანდო წყაროდ ითვლება.

 

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.