Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო მოქალაქეს თავში ტყვია ესროლეს

დეზინფორმაცია: დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო მოქალაქეს თავში ტყვია ესროლეს

მარტს 18, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ბმული), რომელშიც პოლიციის ოფიცრებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების კადრებს ვხედავთ. პოსტის ავტორის მტკიცებით, „დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო მოქალაქემ ტყვია მიიღო თავში. ევროკრეტინებო, ქართული პოლიციის მიმართ გაქვთ ხომ პრეტენზიები? გინდათ რომ სუფთა დასავლურ სტანდარტზე გადავიდეს?“. სინამდვილეში, ვიდეოში ასახული კადრები ნამდვილია, თუმცა თანდართული მტკიცება შეცდომაში შემყვანია.

2018 წლის 29 მაისს კანზასის, ლოურენსის პოლიციის ოფიცერი ბრინდლი ბლადი პასუხობდა პოლიციის მიერ მანქანის გაჩერების შესახებ შესულ გამოძახებას. კერძოდ, ოფიცერმა იან მაკკენმა მოძრაობის წესების დარღვევის (ღვედის გარეშე მოძრაობა) გამო მოქალაქე აკირა ლუისს მანქანა გადააყენებინა. მოგვიანებით, მაკკენსა და ლუისს შორის სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მანქანის მძღოლს  დაკავების მიზნით მანქანიდან გადმოსვლა უბრძანა. ოფიცერმა მაკკენმა ოფიცერ ბლადს დასახმარებლად გამოუძახა. მანქანიდან გადმოსვლის შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობის გამო ბლადმა მანქანის მგზავრის კარი გააღო. შემთხვევის ამსახველ კადრებში ვხედავთ ფიზიკურ დაპირისპირებას ოფიცერ მაკკენსა და ლუისს შორის. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქემ ოფიცერი მაკკენი მანქანების წინ მიწაზე დააგდო და ფიზიკურად გაუსწორდა მას. რის შედეგადაც, ბრინდლი ბლადმა სამსახურებრივი იარაღი ამოიღო და გაისროლა. ვიდეოში ისმის ცეცხლსასროლი იარაღის გასროლისა და მოქალაქის ტკივილით გამოწვეული ყვირილის ხმები.

მოქალაქე აკირა ლუისმა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა ქალაქის (არასაკმარისი წვრთნების ბრალდებით), ორი ოფიცრის, პოლიციის განყოფილებისა და პოლიციის უფროსის წინააღმდეგ. 2020 წელს ადმინისტრაციული სამართლის საქმეში ლუისი დაობდა, რომ ოფიცრებმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს და დაარღვიეს ადამიანის უფლებები. მისი თქმით, თავდაპირველად გაჩერებაც რასობრივი ნიშნით იყო მოტივირებული. მოპასუხე მხარე კი ამტკიცებდა, რომ ლუისმა მანქანიდან გადმოსვლაზე უსაფუძვლო უარის განცხადებით დაპირისპირება გამოიწვია. აღნიშნული სამართალწარმოების დროს ვერ დადგინდა ოფიცერ ბრინდლი ბლადის ადგილსამყოფელი, რათა მისი მხრიდან მომხდარიყო სრულყოფილი ჩვენების მიღება. რაც შეეხება სამართალწარმოების შედეგს, ორივე მხარე (აკირა ლუისი და ლოურენსის ქალაქი) შეთანხმდა საქმის არსებით გადაწყვეტაზე. კერძოდ, ლოურენსის ქალაქი არ აღიარებდა ბრალეულობას. თუმცა, საქმის მოგვარებისთვის, პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ლოურენსის ქალაქმა $80,000 გადაიხადა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, შემთხვევიდან რამდენიმე თვეში კანზასის შტატმა სამართალწარმოება დაიწყო დამამძიმებელი ძალადობის (aggravated battery) საქმეზე პოლიციის ოფიცრების მხრიდან. ოფიცერმა ბლადმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მის განზრახვას არა ცეცხლსასროლი იარაღის, არამედ ე.წ. ტეიზერის (Stun Gun, არასასიკვდილო მოქმედების ელექტროშოკური იარაღი) გამოყენება წარმოადგენდა. 2019 წლის იანვარში ოფიცერმა სამსახური დატოვა. 2019 წლის მარტში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანზასის პოლიციის ყოფილი ოფიცრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულზე სამართალწარმოება გაუქმდა. კერძოდ, მოსამართლემ დაადგინა, რომ ოფიცერი რეალურად ტეიზერის გამოყენებას აპირებდა და დაპირისპირების დროს შეცდომით ცეცხლსასროლი იარაღი აიღო. მოსამართლე პეგი კიტელის თქმით: „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბრალდებულმა [ბლადმა] შეგნებულად უგულებელყო არსებითი რისკი, მას განზრახული ჰქონდა თავისი ტეიზერის გამოყენება”.

თავად აკირა ლუისი კი პოლიციის ოფიცრისადმი ძალადობრივ ქმედებებში ცნეს დამნაშავედ და მას ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ასევე დაევალა ბრაზის მართვის კურსების გავლა.

ამრიგად, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, კანზასის შტატმა დაადგინა, რომ ბლადის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა არა განზრახულ, არამედ შემთხვევით ქმედებას წარმოადგენდა. ხოლო ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე  შედგა არსებითი შეთანხმება, რომ ლოურენსის ქალაქი პასუხისმგებლობას არ იღებდა გადაჭარბებული ძალის გამოყენებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, თუმცა მან $80,000 გადაიხადა საქმის მოსაგვარებლად.

რაც შეეხება პოსტში გამოტანილი მტკიცების იმ ნაწილს, რომ „მოქალაქემ ტყვია მიიღო თავში“, ტყუილია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუისს ჭრილობა წელის არეში ჰქონდა მიყენებული. კერძოდ, ბლადის მიერ სროლის შემდეგ, პოლიციის ოფიცრებმა ხელბორკილები დაადეს აკირა ლუისს და დაუყოვნებლივ დაიწყეს პირველადი დახმარების გაწევა ჭრილობაზე, რომელიც წელის ქვედა არეში ჰქონდა მიყენებული.

სოციალურ ქსელში პოსტის ავტორი ვიდეოს აღნიშნული კონტექსტის გარეშე, მანიპულირებულად ავრცელებს.

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.