Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო ვრცელდება

მარტს 7, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered
Share

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის ფოტოს ავრცელებს შემდეგი აღწერით: „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი მიუახლოვდა უკრაინელ მომიტინგეებს, რომლებიც სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის წინააღმდეგი იყვნენ და უკრაინის ჯარში მიიწვია. არავინ დათანხმდა უსაფრთხო ამერიკიდან წასვლას და უკრაინაში საბრძოლველად წასვლას“, ფოტოზე ჩანს ვენსი, უკანა ფონზე დგას ხალხი უკრაინის დროშებით. ვენსის წინ მაგიდაზე ჩანს წარწერა Join The Ukrainian Army (შეუერთდი უკრაინის არმის). სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ხოლო ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ ჯეი დი ვენსი უკრაინელ მომიტინგეებს შეხვდა. 2025 წლის 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის დაძაბული შეხვედრის შემდეგ, 1-ელ მარტს აშშ-ში უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა. ჯეი დი ვენსს პროტესტის მონაწილეები სათხილამურო კურორტზეც შეხვდნენ. ტრამპ-ვენსის ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია ერთი კვირით ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ პროტესტმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. მიუხედავად ამისა, არ იძებნება ინფორმაცია, რომ ჯეი დი ვენსი უკრაინელებს, ან უკრაინის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებს შეხვდა.

პოსტზე თანდართული ფოტოსურათი ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, რასაც რამდენიმე დეტალი ადასტურებს. მაგალითად, ჯეი დი ვენსისა და უკან მდგომი ადამიანის ხელების არაბუნებრივი ფორმა. ვენსის გულსაბნევი, რომელზეც წესით, ამერიკის დროშა უნდა იყოს გამოსახული, არაფერი ჩანს. ვენსის წინ და უკან მდგომი მაგიდების განლაგების არაბუნებრიობა. ყოველივე ეს კი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოსურათის მახასიათებელია.

გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ინტერნეტსივრცეში, როგორც ქართულენოვან, ასევე რუსულენოვან (1; 2) გვერდებსა და ანგარიშებზე მხოლოდ ეს ერთი ფოტო ვრცელდება. ჯეი დი ვენსი ნამდვილად რომ შეხვედროდა უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს, ბუნებრივია, ამ ერთის გარდა. ბევრი სხვა ფოტოც გავრცელდებოდა.

ამგვარად, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჯეი დი ვენსი უკრაინელ მომიტინგეებს შეხვდა და უკრაინის ჯარში მიიწვია – სიმართლეს არ შეესაბამება. ყალბია თანდართული ფოტოსურათიც, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

 

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.