Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები  გადათოვლაში 500 ლარს იღებენ

დეზინფორმაცია: საპროტესტო აქციის მონაწილეები გადათოვლაში 500 ლარს იღებენ

თებერვალს 27, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ფა ნტინა“, რომელსაც  დეზინფორმაცია აქამდეც არა ერთხელ გაუვრცელებია (1, 2, 3) პოსტს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული), რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციის მონაწილეები გადათოვლაში ფულს იღებენ. პოსტს დართული აქვს ორი ფოტოანაბეჭდი. ერთ-ერთში Facebook-ანგარიში „Bambuki Bambuki”-ის პოსტია მოცემული. ხოლო, მეორე ფოტოზე კომენტარები, რომლებშიც მომხმარებლები წერენ, რომ ამ რთულ სიტუაციაში ზოგიერთი ადამიანი გადათოვლაში ფულს იღებს. ანგარიშები სავარაუდო თანხად 400-500 ლარს ასახელებენ.

რეალურად, Facebook-ანგარიშის „Bambuki Bambuki” საპროტესტო აქციებთან კავშირი საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით არ დასტურდება. „ჯეოფაქტსთან“ საუბარში ამ ანგარიშის მფლობელმა ასევე უარყო საპროტესტო აქციებში მონაწილეობა.

ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“, რომელიც დიდთოვლობის პერიოდში შეიქმნა, ადამიანები მართლაც წერენ, რომ ზოგიერთი პირი გადათოვლაში თანხას იღებს, თუმცა ასევე არ დასტურდება ამ პირების კავშირი საპროტესტო აქციებთან და მის მონაწილეებთან.

„Bambuki Bambuki” Facebook-ანგარიშია, რომელიც, პოსტების მიხედვით, სოფლის მეურნეობაშია ჩართული და ბამბუკებს ყიდის.  მისი პოსტები სხვადასხვა დროს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჯგუფში (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3) გვხვდება. ერთ-ერთი პოსტის აღწერაში ანგარიშს ადგილმდებარეობად ჩოხატაური, გურიის მუნიციპალიტეტი აქვს მითითებული. საგულისხმოა, რომ ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული საჯარო პოსტებიდან საპროტესტო აქციებს ან ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას არც ერთი უკავშირდება. შესაბამისად, არ იძებნება მტკიცებულება, რომელიც მის საპროტესტო აქციებთან კავშირს დაადასტურებდა.  

დამატებით, „ჯეოფაქტსი“ Facebook-ანგარიშს პოსტში მითითებულ ნომერზე დაუკავშირდა. პირმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მან ასევე დაგვიდასტურა, რომ ადგილობრივია და გურიაში ცხოვრობს.

საგულისხმოა, რომ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე დიდთოვლობისა და სტიქიური მოვლენების გამო, მოხალისეების Facebook ჯგუფი “მოხალისეები გურიისთვის” შეიქმნა. ჯგუფში სხვადასხვა სახის პროდუქტებისა და მედიკამენტების შეგროვება ხდება და შემდეგ გურიაში იგზავნება. ჯგუფში საპროტესტო აქციის მონაწილეებიც აქტიურობენ. მაგალითად, ჯგუფში აქტიურობს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ( „ნანუკას ფონდი“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულთა დახმარებისთვის, თანხას აგროვებდა. გურიაში მიმდინარე სტიქიის კონტექსტშიც აგროვდა ფული და ნანუკა ჟორჟოლიანმა ამავე ჯგუფში გამოაქვეყნა ხარჯები).  ასევე, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა და მოძრაობა „საპროტესტო აუდიტორიის“ გუნდის წევრი გიორგი  კლდონაშვილი,  აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, ახლა კი  გურიაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან. თუმცა, ამ ადამიანების კავშირი გადათოვლის სანაცვლოდ ფულის მიღებაში არ დასტურდება.


 სწორედ აღნიშნულ ჯგუფში გვხვდება პოსტები, რომლებშიც ადამიანები წერენ, რომ გადათოვლაში ზოგიერთი პირი თანხას იღებს (იხილეთ ფოტო). თუმცა, არც ერთ მათგანში არ იძებნება ინფორმაცია, რომ ამ პირებს საპროტესტო აქციებთან რაიმე სახის კავშირი აქვთ.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები გადათოვლაში თანხას იღებენ, არ დასტურდება.

 

See all posts

A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.