Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
აუდიოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, რომ „აშშ-ს იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა“, AI-ის მიერ არის გენერირებული

აუდიოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი უმცროსი ამბობს, რომ „აშშ-ს იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა“, AI-ის მიერ არის გენერირებული

თებერვალს 27, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2 ) პოსტებს ავრცელებენ და დონალდ ტრამპ უმცროსს შემდეგ განცხადებას მიაწერენ: „ვერ წარმომიდგენია რომ ვინმე ჭკუათმყოფელს აერჩია უკრაინა მოკავშირედ, როდესაც მეორე არჩევანი რუსეთია- გულწრფელად რომ ვთქვათ, აშშ-ს იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა“. რეალურად, ჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი უმცროსი აღნიშნული განცხადებას აკეთებს, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული.

აღნიშნული ციტატა სოციალურ ქსელში  ტელეკომპანია „იმედმაც“ გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა და სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ ქარდი Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელდა.

ამ ეტაპზე, აუდიოჩანაწერის  პირველწყაროდ რუსული ტელეგრამ არხი „Военный обозреватель“ გვხვდება, რომელმაც ჩანაწერი 26 თებერვალს თბილისის დროით 18:52 სთ-ზე გამოაქვეყნა. ანგარიშს 210 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აუდიოჩანაწერი  რუსული სამთავრობო მედიების მიერაც გავრცელდა (1, 2).

პირველ რიგში, ანგარიშების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს პოდკასტის „Triggered With Don Jr“ ფოტოანაბეჭდი, მითითებულია მონაკვეთის სათაური „FBI Dream Team, Plus Taking Your Questions Live!| Triggered ep. 219”,  ასევე თარიღიც 25 თებერვალი. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ Spotify-ზე აღნიშნული პოდკასტის ოფიციალურ არხზე, 219-ე ეპიზოდი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.  ბოლო 218-ე ეპიზოდი სახელწოდებით „Bye Mitch, plus Kash confirmed, Interview with AJ Rice | Triggered Ep.218” 21 თებერვლით თარიღდება (იხილეთ ფოტო).

გავრცელებულ აუდიოჩანაწერს აშშ-ის პრეზიდენტის შვილის პრესმდივანი გამოეხმაურა. ენდრიუ სურაბიანის თქმით, აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული: „ეს არის 100% ყალბი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული აუდიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ შეაჩერებს ტრამპის მოწინააღმდეგე ანგარიშებს, გააგრძელონ მისი არაკეთილსინდისიერი გავრცელება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰანი ფარიდმა, Get Real Labs-ის მთავარმა სამეცნიერო ოფიცერმა და ექსპერტმა,  ABC News-ს განუცხადა, რომ ჩანაწერი სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი. ფარიდმა თქვა, რომ შეფასება ეფუძნება ორი Get Real Labs მოდელის შედეგებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოს გამოსავლენად გამოიყენება.

ვიდეოს გამოეხმაურა BBC Verify-ს ჟურნალისტი შაიან შარდარიზადეც, რომელმაც თავის X ანგარიშზე აღნიშნა, რომ აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ციტატა, რომელსაც  დონალდ ტრამპ უმცროსს მიაწერენ, ყალბია და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული აუდიოჩანაწერიდან არის ამოღებული.

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.