Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის დედის ყალბი ციტატა ვრცელდება

თებერვალს 17, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები დონალდ ტრამპის დედას მერი ენ ტრამპს შემდეგ ციტატას (1, 2) (დაარქივებული ბმული) მიაწერს: „დიახ, იგი საღ აზრს და სოციალურ უნარებს მოკლებული იდიოტია, მაგრამ ჩემი შვილია. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკით არასოდეს დაკავდება. კატასტროფა იქნებოდა.” რეალურად, ციტატა ყალბია. არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ  მსგავსი განცხადება ტრამპის დედას შვილზე ოდესმე გაუკეთებია.

აღნიშნული ციტატა სოციალურ ქსელში ამერიკაშიც ფართოდ გავრცელდა, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, Lead Stories; Check Your Fact; Snopes და Factcheck.org  გამოეხმაურა.

არც ერთ ღია წყაროში მერი ენ ტრამპის მსგავსი განცხადება არ ვრცელდება. წესით, ეს ციტატა რეზონანსული უნდა ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპი მრავალი წელია, ცნობილი ბიზნესმენია. თანაც ტრამპმა პრეზიდენტობის პრეტენზია 1990-იან წლების ბოლოსაც გამოთქვა, არც ერთ ჟურნალსა თუ წიგნში მსგავსი განცხადება არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, მერი ენ ტრამპი 1912 წელს შოტლანდიაში დაიბადა. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ გაიცნო თავისი მომავალი ქმარი ფრედ ტრამპი, რომელზეც 1936 წლის იანვარში დაქორწინდა  და მასთან ხუთი შვილი – მათ შორის დონალდი გაუჩნდა.  მერი ენი  88 წლის ასაკში 2000 წლის 7 აგვისტოს  გარდაიცვალა – დიდი ხნით ადრე, სანამ მისი ვაჟი შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი გახდებოდა.

ამდენად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დედამ მას „სოციალურ უნარებს მოკლებული იდიოტი“, ხოლო მის პოლიტიკაში შესაძლო წასვლას „კატასტროფა“ უწოდა.

 

See all posts

EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.