Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: Pfizer-ის  ვაქცინებმა მსოფლიოში  „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია

დეზინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინებმა მსოფლიოში „ტურბო კიბოს“ აფეთქება გამოიწვია

თებერვალს 13, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია (1, 2, 3, 4, 5) „ჯეოფაქტსს“ არაერთხელ გადაუმოწმებია, ინფორმაციას აქვეყნებს (დაარქივებული ბმული). გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა მსოფლიოში ტურბო კიბოს აფეთქება გამოიწვია. „Pfizer-მა გამოუშვა Super Bowl-ის რეკლამა, რომელშიც ნაჩვენებია ბავშვი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს. მაგრამ ირონია ის არის, რომ სწორედ Pfizer-ის ვაქცინებმა, გამოიწვია ტურბო-კიბოს აფეთქება მსოფლიოში“, – წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, მათ შორის Pfizer,  კიბოს რიცხვის ზრდას იწვევს.  

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მტკიცება, თითქოს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები „ტურბო კიბოს“ რიცხვის ზრდას იწვევს,  სოციალურ ქსელში დიდი ხანია ვრცელდება, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის  უცხოენოვანი გამოცემა Reuters; FactCheck.org; AFP და ქართული „ფაქტ-მეტრი“ გამოეხმაურნენ.

პირველ რიგში, Reuters აღნიშნულ საკითხზე ხუთ სხვადასხვა მეცნიერს ესაუბრა, რომლებმაც კოვიდ ვაქცინების მიერ კიბოს, მით უფრო აგრესიული ტიპის, ე.წ. „ტურბო კიბოს“ გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უარყვეს. იმუნოლოგიის ექსპერტმა, ჯონ ჰოპკინსის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ცენტრის უფროსმა მეცნიერმა, ჯიჯი გრონვალმა აღნიშნა, რომ ნარატივი მთლიანად გამოგონილი და ყალბია. პროფესორი ჯასტინ სტებინგი, ლონდონის საიმპერიო კოლეჯის კიბოს მედიცინისა და ონკოლოგიის განყოფილების პროფესორი, აღნიშნავს, რომ მართალია, ზოგიერთი კიბო უფრო აგრესიულია, ვიდრე დანარჩენი, თუმცა ტერმინი „ტურბო კიბო“ მას არასდროს სმენია. აქვე აღსანიშნავია, რომ ტერმინის „ტურბო კიბო“ თავდაპირველი გამოყენება კონსპიროლოგებსა და ანტივაქსერებს უკავშირდებათ. ისინი ამ სიტყვებით აღწერენ  აგრესიულ და სწრაფად განვითარებად კიბოს, პროცესების დაჩქარებას კი სწორედ ვაქცინებს უკავშირებენ. სამედიცინო სფერო ამ ტერმინს არ იყენებს.

საკითხის ექსპერტებმა გამოცემასთან პანდემიის პირობებში და მისი დასრულების შემდეგ კიბოთი დაავადებულთა რიცხვის საგრძნობ ცვლილებაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, COVID-19 პანდემიის მიმდინარეობისას კიბოთი დაავადებულთა დიაგნოსტირების შედარებით დაბალი რიცხვი სამედიცინო სისტემების გამორთვამ განაპირობა, ბევრმა ადამიანმა პანდემიის დროს უბრალოდ გადადო კიბოს სკრინინგი და მკურნალობა.  ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ კიბოს გვიანი სტადიის მქონე პაციენტთა რიცხვის ზრდა, მათ მიერ ექიმთან ვიზიტის ხანგრძლივი ლოდინის შედეგია და კიბოთი დაავადებულ ადამიანთა დიაგნოზს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებთან კავშირი არ აქვს.

მეტიც, აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტი თავის ვებგვერდზე წერს: „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ Covid-19 ვაქცინები იწვევს კიბოს,  მის ხელახალ განმეორებას ან დაავადების პროგრესირებას“.

მართალია, COVID-19-ის სწრაფად გავრცელების შემდეგ, ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, თუმცა, მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. არაერთი კლინიკურმა კვლევა აჩვენებს, რომ mRNA COVID-19 ვაქცინები Pfizer/BioNTech-ი და Moderna  უსაფრთხოა.

ამგვარად, არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ Pfizer-ის ვაქცინები „ტურბო კიბოს“ იწვევს.

 

See all posts

Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.