Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის Deepfake ვიდეო ვრცელდება

თებერვალს 10, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში ვრცელდება დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის ვიდეო, რომელიც ხელოვნური ინტელექტით არის მანიპულირებული (არქივირებული ბმული). გაყალბებულ ვიდეოში დონალდ ტრამპი შემდეგ განცხადებას აკეთებს:

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი მასთან [ვლადიმერ პუტინთან]. მე ვუთხარი, „ვლადიმერ, ეს უნდა შეჩერდეს“, ის დამთანხმდა. მან თქვა, რომ რუსეთის ინტერესები უნდა დადგეს ყველაფერზე წინ, რადგან უკვე გარკვეული [ოკუპირებული] ტერიტორიები შეიტანეს საკუთარ კონსტიტუციაში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ აკონტროლებენ. ამიტომ მე ვთქვი, „ვლადიმერ, ეს სრული სისულელეა, ეს არ მოხდება, უნდა გაიაზრო, რომ მე ჯო ბაიდენი არ ვარ. შენ ან დათანხმდები სამართლიან შეთანხმებას, ან ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსული ტერიტორიები აღმოჩნდეს უკრაინულ კონსტიტუციაში და დამიჯერე, ხალხს ეს ძალიან მოეწონება“.“

დონალდ ტრამპს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. პრესკონფერენცია, რომელიც ვიდეოში არის აღბეჭდილი, 2025 წლის 30 იანვრით თარიღდება და ვაშინგტონთან სამგზავრო თვითმფრინავის და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახებას დაეთმო. პრესკონფერენციაზე ტრამპს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე საერთოდ არ უსაუბრია. ამავდროულად, ტრამპის მსგავსი განცხადების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რუსული ვებგვერდები და პლატფორმა X-ის არასანდო ანგარიშები ავრცელებენ. ტრამპის ბოლოდროინდელი კომენტარები უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე, რომლებიც სანდო მედიასაშუალებებში გავრცელდა, სხვა შინაარსის არის. რაც შეეხება თავად ვიდეოს, გარკვეული გარემოებები მიუთითებს, რომ ტრამპის სახე და ხმა ხელოვნური ინტელექტით არის მანიპულირებული.

30 იანვრის პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენ Black Hawk-ის ავიაკატასტროფის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 67 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის რუსეთის 3 მოქალაქე. პრესკონფერენციაზე რუსეთი სწორედ ამ კონტექსტში იყო ნახსენები და უკრაინაში მიმდინარე ომი განხილული არ ყოფილა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს და მასში გაჟღერებული განცხადების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ არასანდო წყაროები აქვეყნებენ, მაგალითად, რუსული ვებგვერდი „TopWar” და „Pikabu”, X-ის პრორუსული ანგარიში „Maimunka News”, ანონიმური გვერდი „AMK News”, რომელიც ოფიციალური მედია არ არის, ასევე სოციალური მედიის ცალკეული არასანდო ანგარიშები. საგულისხმოა, რომ ყალბი ვიდეო რუსეთის პირველი არხის ლოგოთი და რუსული თარგმანით გავრცელდა.

სანდო მედიასაშუალებებს ტრამპის მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებიათ. აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ამგვარი ხისტი განცხადება რომ გაეკეთებინა, ის აუცილებლად გამოიწვევდა საერთაშორისო რეზონანსს. დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასა და მისი დასრულების საჭიროებაზე კომენტარი New York Post-თან 8 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა, სადაც ამბობს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და სჯერა, რომ „პუტინს ფრონტზე ადამიანების სიკვდილი ანაღვლებს“. „მათ [რუსებს] შეხვედრა სურთ. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. ახალგაზრდა, სიმპათიური ჯარისკაცები იღუპებიან. ჩემი შვილების ტოლი ახალგაზრდა კაცები. ორივე მხარეს. მთლიან ფრონტზე“, ამბობს ტრამპი ინტერვიუში და ამატებს, რომ სურს „დაასრულოს ეს წყეული რამ“. ინტერვიუში ტრამპს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ თუ რუსეთი სამართლიან შეთანხმებას არ დათანხმდება, „რუსული ტერიტორიები შესაძლოა უკრაინულ კონსტიტუციაში აღმოჩნდეს“, როგორც ეს ვიდეოში არის გაჟღერებული.

ვიდეოს ხელოვნური ინტელექტით მანიპულირებაზე რამდენიმე გარემოება მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის საუბარზე რუსული თარგმანი არის გადადებული, ინგლისურენოვანი ხმა გარკვევით ისმის. დონალდ ტრამპის საუბარი მონოტონური, უცვლელი და უემოციო არის, რაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ აუდიო მასალებს ახასიათებთ. უემოციო გამომეტყველებები შეინიშნება დონალდ ტრამპის სახეზეც. სახის ქვედა ნაწილი არაბუნებრივად და სახის ზედა ნაწილის შეუსაბამოდ მოძრაობს. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ვიდეოებში ადამიანები თვალ-წარბს ხშირად ამოძრავებენ, რათა პირის არაბუნებრივი მოძრაობის ფონზე ვიდეო უფრო დამაჯერებელი გახდეს, თუმცა ამ დროს პირის და თვალ-წარბის შეუსაბამო და არაბუნებრივი მოძრაობა იკვეთება, რაც განხილულ ვიდეოშიც ჩანს. ამავდროულად, ვიდეოში დონალდ ტრამპი სხეულს მინიმალურად, ხოლო კიდურებს საერთოდ არ ამოძრავებს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ აუდიოსთან ერთად ვიდეო მასალაც ხელოვნური ინტელექტით არის მანიპულირებული.

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.