Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) დოკუმენტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

თებერვალს 5, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ აქამდეც გადაუმოწმებია   (1; 2; 3),  ფოტოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული)  და წერს,  რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 337 ადამიანის სსრკ-ში დეპორტაციის ბრძანება გასცა. „არაფერი განსაკუთრებული, ტრამპმა მხოლოდ 337 ადამიანის სსრკ-ში დეპორტაციის ბრძანება გასცა. როგორია?! ჩვენ კიდევ ბაიდენზე ვიცინოდით“, – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

სინამდვილეში, აღნიშნული დოკუმენტი ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში არ შექმნილა, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ სია 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და იმ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას მოიცავს, რომელთა მიმართაც აშშ-დან დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანებაა გაცემული. სიაში საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები ცალ-ცალკეა შეყვანილი. ქვეყნების ჩამონათვალში USSR იმ  პირებს მიემართება, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაიბადნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათი დოკუმენტაცია არ განუახლებიათ და მათი დოკუმენტაცია პრობლემურია. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი მოქალაქეობა. აღსანიშნავია, რომ სიაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ცალ-ცალკე  არიან წარმოდგენილი, მათ შორის, ვხვდებით საქართველოსაც.

 

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) Fox News-ის მიაწოდეს სია,  რომელიც  2024 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით,  სხვადასხვა ქვეყნის იმ მოქალაქეების რაოდენობას მოიცავს,  რომელთა მიმართაც დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანებაა გაცემული. სიაში, რომელშიც მართლაც ვხვდებით საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის აღმნიშვნელ აბრევიატურას (USSR), ასევე იძებნება იუგოსლავია, რომელიც 1990-იან წლებში დაიშალა.  ასევე, წარმოდგენილია დასახელება „Unknown” (უცნობი), როცა პირის მოქალაქეობის დადგენა ვერ ხდება.

სიის ბოლოს ICE  განმარტავს, რომ ყველა პირის დეპორტაცია არ არის შესაძლებელი – მათი დეპორტირების საბოლოო  ბრძანების შემთხვევაშიც კი, რასაც სხვადასხვა დაბრკოლება განაპირობებს. მაგალითად, სამოგზაურო დოკუმენტების არარსებობა; როცა  პირის სამშობლო უარს ამბობს პასპორტის გაცემაზე; ასევე ზოგიერთი ქვეყანა არ თანამშრომლობს აშშ-ს დეპორტაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამავდროულად, დაბრკოლებად შესაძლოა იქცეს  იმ პირების შემთხვევაც, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში, იუგოსლავიაში, ეთიოპიასა და სუდანში დაიბადნენ და მათი დაშლის შემდეგ ისინი მოქალაქეობის არ მქონე ინდივიდებად იქცნენ. ამ პირებს შესაძლოა არ განუახლებიათ მათი მონაცემები და ძველ საიმიგრაციო ჩანაწერებში დაბადების ადგილად კვლავ ზემოთ ჩამოთვლილი ადგილები აქვთ. რადგან არსებობს მრავალი მემკვიდრე სახელმწიფო (საბჭოთა კავშირის შემთხვევაში, მაგალითად, უკრაინა, რუსეთი, საქართველო) და იმის დადგენა, თუ რომელმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ეს ადამიანი, შეიძლება რთული გახდეს. ასე მაგალითად,  იუგოსლავია, როგორც ქვეყანა აღარ არსებობს, 1990-იან წლებიდან, იუგოსლავიის დაშლის შედეგად მის ტერიტორიაზეა: სერბეთი, მონტენეგრო, ხორვატია, სლოვენია, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა. იმ შემთხვევაში, თუ პირს ძველი დოკუმენტები აქვს  და ICE-ს გადაწყვეტს მის დეპორტაციას, პირველ ეტაპზე, უნდა დადგინდეს, რომელი ქვეყანაა (ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე) პასუხისმგებელი მათ მიღებაზე. თუ არც ერთი ქვეყანა არ იღებს პირს მოქალაქედ, დეპორტაცია შეიძლება შეუძლებელიც გახდეს.

ამდენად, ქვეყნების ჩამონათვალში USSR იმ  პირების მიემართება, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაიბადნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ დოკუმენტაცია არ განუახლებიათ ან დოკუმენტაციის გარეშე არიან, შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი მოქალაქეობა. თანაც, აღსანიშნავია, რომ სიაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნები ცალკეცაა მითითებული (მაგალითად, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი და სხვ.), რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სიაში არა თანამედროვე სახელმწიფოები, არამედ იმ პირების მოქალაქეობის დოკუმენტებში მითითებული სახელმწიფოებია დატანილი, რომელთა დეპორტაციის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. შესაბამისად, სიის კონტექსტის გარეშე გავრცელებას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.

 

See all posts

Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.