Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში რნმ ტექნოლოგიის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში რნმ ტექნოლოგიის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

იანვარს 31, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4, 5), ავრცელებს პოსტს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „თუ ვაქცინირებული იყავით, თქვენ ნება დართეთ ამ   ქვეწარმავლებს  თქვენი დნმ-ის შეცვლის. ვაქცინაციის შემდეგ, თქვენი სხეული არასოდეს იქნება იგივე, თქვენ ვერ შეძლებთ გენური თერაპიის შეცვლას mRNA ტექნოლოგიის ინექციის შემდეგ. დოქტორი მალონი, მესინჯერის რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი, ამბობს, რომ ცვლილებები შეუქცევადია. როგორ დაგვაიმედა, კი ბატონო გასაგებია და მესმის mRNA არის ცვლილება ადამიანის გენეტიკაში… მესმის, რომ ყველა ვაქცინა სიცოცხლისთვის საშიშია. მე ახლა აქ ვგულისხმობ თანამედროვე mRNA ნაგავს, რომელიც ცვლის ადამიანის გენეტიკას “. რეალურად, mRNA ვაქცინას დნმ-ის მოდიფიკაცია არ შეუძლია, რადგან მას უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ რნმ-ტექნოლოგია გამოყენებულია COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში და მის შესახებ კონსპირაციული თეორიები კოვიდ-პანდემიის დროს განსაკუთრებულად აქტიურად ვრცელდებოდა (მაგალითად ბმული 1, ბმული 2). მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია  არაერთმა ქართულმა და უცხოურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა, მაგალითისთვის FullFact 1, FullFact 2, Factcheck.org, Apnews, Mythdetector, Factcheck.ge 1, 2.

სინამდვილეში, გენეტიკის მოდიფიკაცია უჯრედის ბირთვში უცხო დნმ-ის შეყვანას მოიაზრებს, რაც არანაირი ტიპის ვაქცინაციის დროს არ ხდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, რომელიც აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოა, ვაქცინის მიზანი ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. ტრადიციული ვაქცინაციის დროს ანტისხეულების წარმოქმნა არაინფიცირებულ ორგანიზმში ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის შეყვანას გულისხმობს. აღნიშნულის შედეგად ორგანიზმში სტიმულირდება იმუნური პასუხი ვირუსისადმი. ამგვარი ვაქცინების დროს ორგანიზმში პათოგენის ინაქტივირებულ (არაცოცხალ) ვერსიებს ან მის ზედაპირზე არსებულ ცილებს უშვებენ, რაც ორგანიზმი იმუნურ პასუხს იწვევს.

პოსტის ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს mRNA ტექნოლოგიაზე და ამტკიცებს, რომ თანამედროვე ი-რნმ ვაქცინები ადამიანის გენეტიკას ცვლის.

რნმ ვაქცინა ინფორმაციულ რნმ მოლეკულას (ი-რნმ/mRNA) იყენებს. ი-რნმ-ში მოქცეულია კოდირებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარმოქმნას ორგანიზმმა ვირუსის წვეტოვანი ცილის (Spike Protein/სპაიკცილა) მსგავსი ცილა.

მას შემდეგ, რაც ვაქცინაში არსებული ი-რნმ ორგანიზმის უჯრედში (და არა უჯრედის ბირთვში, სადაც გენეტიკური ინფორმაცია ინახება) შეაღწევს, იმუნური სისტემა მას ამოიცნობს და იწყება იმუნური რეაქცია. კერძოდ, უჯრედი მჟავაში კოდირებული ინფორმაციის შესაბამისად იწყებს ვირუსის წვეტოვანი ცილების მსგავსი ცილების წარმოქმნას. ადამიანის ორგანიზმი კი პასუხად აღნიშნული ცილების გამანადგურებელ უჯრედებს, ანტისხეულებს, წარმოშობს.

შესაბამისად, ადამიანის ანტისხეულები ორგანიზმში სინთეზირებულ ვირუსის „სპაიკ ცილებს“ ანადგურებენ, რაც ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის წარმოქმნას ემსახურება. ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანის შემდეგ იმუნიტეტი მზა ანტისხეულების სახით ყალიბდება, რომლებიც ორგანიზმში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ორგანიზმში ვირუსი მოხვდა, აღნიშნული მზა ანტისხეულები იმაზე სწრაფად და ეფექტურად ამოიცნობენ ვირუსის ნაწილაკებს და გაანეიტრალებენ მას, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანის ორგანიზმი იმოქმედებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად რნმ ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანო არ არის, რადგან უჯრედების რნმ-ს ისედაც მუდმივად წარმოქმნიან და იყენებენ. ვაქცინაში არსებული სინთეზური mRNA მოქმედებს სწორედ ისე, როგორც ორგანიზმის უჯრედების მიერ შექმნილი mRNA და მათ ადამიანის დნმ-ის შეცვლის უნარი არ გააჩნიათ.

დამატებით, მარკ ლინასის, კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევრის მიხედვით, არც ერთი ტიპის ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში უჯრედულ, ანუ გენეტიკურ ცვლილებებს არ იწვევს.

 

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.