Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

იანვარს 30, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში ჰომეოპათ თინა თოფურიას ვიდეო ვრცელდება. მისი მტკიცებით „სიცრუეა, რომ პაპილომა ვირუსის აცრა, ვითომდა იცავს ჩვენს შვილებს ონკოლოგიისაგან“. მისივე მტკიცებით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა არის განსაკუთრებით საშიში,  იწვევს სიკვდილიანობას, ასევე უშვილობას (არქივირებული ბმული).

„ჯეოფაქტსმა“ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია გადაამოწმა.

რა არის პაპილომა ვირუსი?

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. პაპილომა ვირუსის დაახლოებით  200 გენოტიპია ცნობილი. ვირუსის სპეციფიკური ონკოგენური ტიპები, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში იწვევს კიბოსწინარე დაზიანებებსა და სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს  (ვულვას, საშოს, პირის/ხახის, პენისისა და ანუსის). ვირუსის ზოგიერთი ტიპი იწვევს კანის ან გენიტალურ მეჭეჭებს (კონდილომებს).

HPV კანიდან კანზე, დაინფიცირებულ არესთან კონტაქტისას ვრცელდება, ძირითადად – სქესობრივი გზით. იშვიათად, ვირუსი შეიძლება მშობიარობის დროს დედიდან ბავშვზე გადავიდეს.

HPV ყველაზე ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მიზეზი ხდება.  საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა და 95% შემთხვევაში აპვ (ადამიანის პაპილომა ვირუსი) ინფექციით არის გამოწვეული. ქალების ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

აპვ-ის ინფექციით დაავადებული ადამიანების უმეტესობას მკურნალობა არ ესაჭიროება – ორგანიზმი ინფექციას ბუნებრივად დაძლევს. თუმცა, ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის მქონე ტიპები ორგანიზმიდან ბუნებრივად არ ქრება და დროთა განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, კიბოს განვითარება მოჰყვება.

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის რეგულარული სკრინინგი.

HPV ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება

HPV ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA), აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

Gardasili 9 ადამიანს კიბოს გამომწვევი შტამებისგან (16, 18, 31, 33, 45, 52, 58) იცავს. ასევე, იცავს გენიტალური მეჭეჭებისგან, რომელიც გამოწვეულია HPV 6 და 11 ტიპებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო 9-ვალენტიანი ვაქცინა.

ჟურნალ „LANCET”-ში  2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანის პაპილომავირუსის, HPV-ის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს თითქმის 90% ამცირებს.

CDC-ის თანახმად, HPV ვაქცინები ძალიან უსაფრთხოა. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, HPV ვაქცინაციის უპირატესობები მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ რისკებს. როგორც ყველა ფარმაცევტულ პროდუქტს, ვაქცინებსაც შესაძლოა ჰქონდეთ გვერდითი ეფექტები. ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია HPV ვაქცინებთან, მსუბუქია და მოიცავს ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას იმ ხელს, სადაც ინექცია გაკეთდა.

ამრიგად, მტკიცება თითქოს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა არ იცავს კიბოსგან,  საშიშია და სიკვდილს იწვევს, ყალბია.

ასევე, ტყუილია მტკიცება, თითქოს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უშვილობას იწვევს.

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ HPV-ის ვაქცინები ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევდეს. ჯანმო-ს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტმა შეისწავლა კავშირი უშვილობასა და პაპილომა ვირუსის ვაქცინას შორის და დაასკვნა, რომ არსებული მონაცემებით, HPV ვაქცინაციასა და უშვილობას შორის კავშირი არ არსებობს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის CDC-ის ინფორმაციით, ვაქცინა „გარდასილი” ნაყოფიერების პრობლემებს არ იწვევს. მეტიც, ვაქცინა ძალზედ უსაფრთხოა, რაც შესაბამისი კვლევებით არის დადასტურებული. HPV ვაქცინით აუცრელობა კი ადამიანს კიბოსა და კიბოსწინარე სიმსივნეების რისკის ქვეშ აყენებს.

გავრცელებულ  ვიდეოში თინა თოფურია ასევე ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს „პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა არის საკმაოდ საშიში,  2013 წელს იაპონიამ პირველად დაიყვირა ამის შესახებ, დაიდო კვლევები, ის აზიანებს ტვინს, იწვევს პარალიჩებს…“ მისივე მტკიცებით,  2013 წელს იაპონიაში ეს ვაქცინა აკრძალეს“…

იაპონიას HPV ვაქცინები არ აუკრძალავს, თუმცა 2013 წელს შეწყვიტა რეკომენდაცია, რამაც იაპონიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. კერძოდ, 2013 წელს იაპონიაში გავრცელდა დაუსაბუთებელი ცნობები აპვ ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ. ანტივაქსერების ზეწოლის საპასუხოდ იაპონიის ხელისუფლებამ ვაქცინის პროაქტიული მხარდაჭერა (თუმცა ვაქცინა ხელმისაწვდომი დარჩა) შეაჩერა. რეალურად, უსაფრთხოების ასეთი პრობლემები კლინიკურ კვლევებში არ გამოჩენილა და 2017 წელს ჯანმო-ს ვაქცინების უსაფრთხოების გლობალურმა საკონსულტაციო კომიტეტმა თქვა, რომ მთელი მსოფლიოდან ჩატარებული კვლევების ფართო მიმოხილვამ აჩვენა, რომ ვაქცინები იყო „უკიდურესად უსაფრთხო“.

შედეგად, იაპონიაში პაპილომა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 2013 წელს მოზარდი გოგონების 70% იყო ვაქცინირებული, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. სამოდელო კვლევამ დაადგინა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 25,000 შემთხვევა და 5,700-მდე სიკვდილი დაფიქსირდა ქალებში, რომლებმაც ვაქცინაცია 2013-2019 წლებში გამოტოვეს.

2022 წელს იაპონიამ ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ რეკომენდაცია აღადგინა.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის საშიშია, არის ყალბი ამბავი. ამასთან, ფაქტები ცხადყოფს, რომ ვაქცინაციის რეკომენდაციის დროებით შეჩერებამ იაპონიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. რეალურად, HPV ვაქცინა ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.