Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში Pfizer-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების სიასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში Pfizer-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების სიასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

იანვარს 24, 2025 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებენ (1, 2, 3) (დაარქივებული ბმული). პოსტების მიხედვით,  კომპანია Pfizer-მა   ახლახან გამოაქვეყნა  „COVID ვაქცინის“ გვერდითი მოვლენების სია. ჩამონათვალში ვხვდებით ისეთ მოვლენებს, როგორიც არის: გულის გაჩერება, გულის უკმარისობა, ახალშობილთა სიკვდილი, შუბლის წილის ეპილეფსია, უეცარი სიკვდილი, ონკოლოგია, რეპროდუქციული დარღვევები და სხვ. რეალურად, სია, რომელზეც Facebook-ანგარიშები წერენ,  რომ ახლახან გავრცელდა, Pfizer-ის მიერ საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსთვის (FDA)  2021 წელს წარდგენილი დოკუმენტიდან არის აღებული და 2022 წლიდან ონლაინ საჯაროდ ხელმისაწვდომია. დოკუმენტში ჩამოთვლილი სამედიცინო პირობების სია მოიცავს  „არასასურველი მოვლენებს“ (Adverse Events) და არა დადასტურებულ გვერდით მოვლენებს.  „არასასურველი მოვლენები“ კი  წარმოადგენს შემთხვევებს, რომლებსაც ვაქცინასთან დამტკიცებული მიზეზობრივი კავშირი არ აქვს.   

აღნიშნული სია სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია გამოეხმაურა, მათ შორის Snopes და Science Feedback.

Pfizer-ის მიერ  FDA-სთვის 2021 წელს წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც არასასურველი მოვლენებს მოიცავს, 63 ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოებიდან შეგროვდა. Pfizer-მა შეაგროვა 42,086 შემთხვევა, ძირითადად აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ესპანეთიდან. ცხრაგვერდიან დანართში, რომელიც დოკუმენტის ბოლოს არის წარმოდგენილი, ჩამოთვლილია სხვადასხვა „არასასურველი მოვლენა“. „არასასურველი მოვლენები“ არ არის იგივე, რაც გვერდითი მოვლენები, რასაც Pfizer-ი  თავის ანგარიშშივე უთითებს:  „არასასურველი მოვლენის მონაცემების შეგროვება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული „არასასურველი მოვლენა“ გამოწვეული იყო ვაქცინით“.  FDA-სთვის წარდგენილ სიაში აღწერილი იყო ვაქცინირებული პირების ვაქცინის მიღების  შემდეგ პირველი სამი თვის განმავლობაში აღწერილი სამედიცინო შემთხვევები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენები სწორედ ვაქცინამ გამოიწვია. ხოლო, Facebook-პოსტებში ტერმინი „გვერდითი ეფექტების“ გამოყენება შეცდომაში შემყვანია, რადგან „გვერდითი ეფექტი/მოვლენა“ სწორედ მიზეზობრივ კავშირს გულისხმობს.

მაგალითად, თუ ადამიანი იღებს COVID-19 ვაქცინის პირველ დოზას ორშაბათს და იმავე კვირაში  ფეხს მოიტეხს, პაციენტის სამედიცინო ისტორიაში ძვლის მოტეხილობა დაფიქსირდება, როგორც „არასასურველი მოვლენა“, მაშინაც კი, როცა  მოტეხილობა უშუალოდ ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული. ანალოგიურად, თუ ადამიანი იწყებს ახალი მედიკამენტის მიღებას COVID-19 ვაქცინის მიღების შემდეგ კვირაში, მედიკამენტით გამოწვეული „არასასურველი მოვლენა“ შეიძლება ასევე დაფიქსირდეს მონაცემების შეგროვების დროს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიხედვით, „არასასურველი მოვლენა“ განისაზღვრება, როგორც:

„ნებისმიერი არასასურველი სამედიცინო მოვლენა პაციენტში ან კლინიკური გამოკვლევის სუბიექტში, რომელსაც მიიღო ფარმაცევტული პროდუქტი და რომელსაც აუცილებლად არ აქვს მიზეზობრივი კავშირი ამ მკურნალობასთან“. ეს ნიშნავს, რომ „არასასურველი მოვლენები, როგორიცაა მაგალითად, Pfizer-ის დოკუმენტში მოყვანილი მოვლენები, ავტომატურად არ არის დაკავშირებული თავად ვაქცინაციასთან.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს Pfizer-ის ანგარიშის მიხედვით ოფიციალური  გვერდითი მოვლენებია: მძიმე ალერგიული რეაქციები, ასევე არასერიოზული ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება ან სახის შეშუპება; მიოკარდიტი; პერიკარდიტი; ასევე რეაქციები ინექციის ადგილზე: ტკივილი, შეშუპება, სიწითლე, მკლავის ტკივილი; ზოგადი გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, სახსრების ტკივილი, ცხელება, გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება, ლიმფური კვანძების შეშუპება,  მადის დაქვეითება, დიარეა, ღებინება, თავბრუსხვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გვერდითი ეფექტებიდან ორი – მიოკარდიტი და პერიკარდიტი – ასევე ჩანს Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებულ სიაში.

ამდენად, მტკიცება,  რომ Pfizer-მა ახლახან გამოაქვეყნა ვაქცინის „გვერდითი ეფექტების“ სია, არასწორია. დოკუმენტი წარედგინა FDA-ს 2021 წელს და გამოქვეყნდა 2022 წელს, ასევე დოკუმენტში ჩამოთვლილი პირობები არის ვაქცინაციის შემდეგ მოხსენებული „არასასურველი მოვლენები“ და არ წარმოადგენს დადასტურებულ გვერდით მოვლენებს.  შესაბამისად, მათი ვაქცინასთან მიზეზობრივი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.

See all posts

Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.