Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას შესახებ AI გენერირებული ფოტო ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას შესახებ AI გენერირებული ფოტო ვირუსულად ვრცელდება

იანვარს 21, 2025 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში (1, 2, 3, 4) კოორდინირებულად ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, ბათუმში მასზე თავდასხმის შემდეგ, იტირა. რეალურად, ფოტო არაა ნამდვილი და გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.

14 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიას, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, რომელზეც, თითქოს, ჩანს, რომ პოლიტიკოსი ტირის. სინამდვილეში, ვირუსულად გავრცელებული ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ, რაზეც რამდენიმე დეტალი მიუთითებს.

გავრცელებულ ფოტოზე (იხ. ქვემოთ) ვხედავთ გიორგი გახარიას არაბუნებრივად ფორმირებულ ხელებს: მარცხენა ხელის არათითი (მეოთხე თითი) არაბუნებრივი ფორმისაა, შუა და საჩვენებელი თითები კი კონტურების გარეშეა ფორმირებული და სრულად არ აღიქმება, ხოლო მარჯვენა ხელზე თითქმის შეუძლებელია თითებს შორის განსხვავების დანახვა, ვინაიდან ისინი ერთმანეთშია შერწყმული. დამატებით, ამავე ფოტოში, გახარიას ნიკაპს, ყელსა და პერანგს შორის კონტურის დანახვა შეუძლებელია, რადგან სამივე დეტალი ერთმანეთს ერწყმის. ამასთანავე, შესამჩნევია, რომ პირველ ფოტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყელზე გამოსახული დეტალები განსხვავდება თავდაპირველ ფოტოში ასახული დეტალებისგან და  იგივე დეტალები, კოლაჟის ოთხივე ფოტოში, სხვადასხვა ფორმისაა, რაც სურათის არაბუნებრიობას ამტკიცებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ჯეოფაქტსმა“ ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოების ამომცნობ ინსტრუმენტებშიც გადაამოწმა და მათმა უმეტესობამ დაადგინა, რომ ფოტო რედაქტირებულია.

ორიგინალი ფოტო, რომელიც მოგვიანებით ხელოვნური ინტელექტით დაამუშავეს, სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიამ გამოაქვეყნა (1, 2, 3).

თუმცა გიორგი გახარიას ტირილის ამსახველი ფოტოები არ გაუვრცელებია არც ერთ სანდო მედიასა თუ სხვა სახის წყაროს. მსგავს ფოტოს არ ვხვდებით არც პარტიის ლიდერისა თუ სხვა წევრების ოფიციალურ სოციალურ ანგარიშებზე.

ამრიგად, ფოტო სინამდვილეში რედაქტირებულია.

 

See all posts

Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.