Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ევროპარლამენტარი, არამედ ამერიკელი რობოტიკის ინჟინერია

იანვარს 14, 2025 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ავრცელებს ფოტოს (დაარქივებული ბმული), რომელზეც კაბაში ჩაცმულ მამაკაცს ვხედავთ. ფოტოს თან ახლავს აღწერა: „ეს სათნოება ღამეებს ათენებს ჩვენზე ფიქრში. ევროპარლამენტი ქმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლის ქართული არჩევნების გაყალბების შესახებ ცნობებს. კომისიას გერმანელი დეპუტატი კლაუს ჰოფმანი უხელმძღვანელებს. „უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან დემოკრატია და გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა” — აცხადებს დეპუტატი“. რეალურად, ფოტოზე გამოსახული პირი მარკ ბრაიანია, ამერიკელი რობოტიკის ინჟინერი და არა ევროპარლამენტარი კლაუს ჰოფმანი. ამასთან, საგამოძიებო კომისიის შესახებ პირველად 2024 წლის 18 ნოემბერს ითქვა ბრიუსელში, თუმცა ამ დრომდე მისიის შემადგენლობა, ხელმძღვანელობა თუ დაწყების თარიღი უცნობია.

„ჯეოფაქტსმა“ ფოტოს ძებნის ინსტრუმენტის (reverse image search) საშუალებით მოიძია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტზე ასახული მამაკაცი არა კლაუს ჰოფმანი, არამედ მარკ ბრაიანია, 63 წლის ამერიკელი რობოტიკის ინჟინერი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ბრაიანი ამგვარი ჩაცმის სტილით თვითგამოხატვისა და თავისუფლების მესიჯის ხორცშესხმას ცდილობს. ბრაიანის ინტერესი ფემინური მოდის მიმართ ჯერ კიდევ 40 წლის წინ დაიწყო, თუმცა მხოლოდ 5 წლის წინ შეძლო საკუთარი თავის ამგვარად წარმოჩენა, მათ შორის, სამუშაო სივრცეშიც.

მარკ ბრაიანი პროფესიით ფეხბურთის მწვრთნელია. ამჟამად, გერმანიაში რობოტიკის ინჟინერიის სფეროში მუშაობს და ამავდროულად, ლოკალური ფეხბურთის გუნდის მწვრთნელია. სანდო მედიებსა თუ სხვა წყაროებში მარკ ბრაიანის რაიმე კავშირი ევროპარლამენტთან არ დასტურდება. კერძოდ, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ჩამოთვლილია ყველა დროის ევროპარლამენტარების სახელი და გვარი ანბანის მიხედვით, არ იძებნება ევროპარლამენტარი სახელად მარკ ბრაიანი (Mark Bryan). მეტიც, აღნიშნულ საიტზე  პოსტის ავტორის მტკიცების საპირისპიროდ, არც პარლამენტარ კლაუს ჰოფმანს ვხვდებით.

რაც შეეხება ევროკავშირის მიერ დაანონსებულ მისიას, რომელიც საარჩევნო პროცესის დარღვევებს განიხილავს და რომელზეც პოსტის ავტორიც წერს, მის შესახებ ინფორმაცია პირველად 2024 წლის 18 ნოემბერს გავრცელდა. კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენებიც განიხილა. მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და განაცხადა: „ჩვენ საქართველოში გავგზავნით მისიას. ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს“. დამატებით, 20 ნოემბერს ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე, პიტერ სტანომ „რადიო თავისუფლებას“ მისიასთან დაკავშირებით წერილობით უპასუხა და განაცხადა: „საამისოდ მზადება მიმდინარეობს. მისიის შესახებ უფრო მეტი დეტალი შესაფერის დროს გახდება ცნობილი”. თუმცა, ამ დრომდე უცნობია ევროკომისიის მიერ დაანონსებული ტექნიკური მისიის წევრებისა და ხელმძღვანელის ვინაობა, ასევე ოფიციალურ ბრიუსელს მისიის გამოგზავნის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

See all posts

Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.