Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთო/ოდირის შეფასებას მანიპულაციურად ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეუთო/ოდირის შეფასებას მანიპულაციურად ავრცელებს

დეკემბერს 22, 2024 · Verified Facts · Verdict: Missing Context

20 დეკემბერს ეუთო/ოდირმა საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სოციალურ ქსელში ეუთო/ოდირის დასკვნაზე ქარდი გაავრცელა (დაარქივებული ბმული) – „ეუთო/ოდირი – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა პოლიტიკური პარტია უპირატესად პოზიტიური ან ნეიტრალური კუთხით წარმოაჩინა“, ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა წერია სინამდვილეში ეუთო/ოდირის დასკვნაში „ჯეოფაქტსმა“ გადაამოწმა.

“ყველა კანდიდატის გააშუქებისას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ძირითადად პოზიტიური ან ნეიტრალური ტონი გამოიყენა (89 პროცენტი), თუმცა  წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ დაეთმო (61 პროცენტი)“ – ვკითხულობთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში.

ამრიგად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეუთო/ოდირის ანგარიშიდან ციტატის მხოლოდ ერთი ნაწილი გამოიტანა ქარდზე, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც საუბარია რომ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას უმეტესი დრო „ქართული ოცნების“ გაშუქებას დაუთმო, უგულებელყო.  ამდენად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ქარდი მანიპულაციურია და ეუთო/ოდირის შეფასების შესახებ მკითხველს/მაყურებელს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.

See all posts

Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.