Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მანიპულაცია დეპუტატებზე, რომლებმაც 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

მანიპულაცია დეპუტატებზე, რომლებმაც 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

დეკემბერს 18, 2024 · Verified Facts · Verdict: Missing Context

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოანაბეჭდი, რომლის მიხედვითაც 2017 წელს 33-მა დეპუტატმა საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლს, ჩანაწერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, მხარი არ დაუჭირა. „გაიცანით 33 ანტიევროპული ღირებულებების მქონე დეპუტატი, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს 78-ე მუხლს საქართველოს კონსტიტუციაში – ჩანაწერი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ“, ვკითხულობთ ფოტოანაბეჭდში. პოსტი, იდენტური ტექსტით, 2024 წლის 19 აპრილს გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. რეალურად, 2017 წელს აღნიშნულმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ მრავლისმომცველ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს და არა კონსტიტუციაში ცალკეულად საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას.

2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუცია მისი არსებობის პერიოდში არაერთხელ შეიცვალა. 2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 117 ხმით მიიღო. ორმა დეპუტატმა ხმა ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ მისცა, ხოლო „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 31 დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 26 სექტემბრის კენჭისყრას წინ მნიშვნელოვანი პროცესები უძღოდა.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბარი დაიწყო. შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა და 2017 წლის აპრილში მზა დოკუმენტი წარადგინა.

კანონპროექტის საფუძველზე შეიცვალა მრავალი ფუნდამენტური საკითხი. პირველ რიგში, საქართველო საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა და შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებები – პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის მიერ, არჩევნების გზით, არამედ 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისგან შედგება.

კანონპროექტის საფუძველზე შეიცვალა პარლამენტის არჩევის წესი და პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლიდან 2024 წლამდე გადავადდა. აიკრძალა საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება, საარჩევნო ბარიერი კი – 5% დარჩა. ამასთან, ცვლილებები განხორციელდა „გაუნაწილებელი მანდატების“ განაწილების წესთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მმართველმა გუნდმა  შენიშვნები არ გაითვალისწინა.

ცვლილებები შეეხო ასევე სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის საქმიანობას, მოქალაქეობის საკითხს, ქორწინების ცნებას და ა.შ.

ის დეპუტატები, რომლებმაც კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, აცხადებდნენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლისთვის გადავადება და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება.

„უსამართლო საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევნების და ფუნქციების საკითხი. ამ ორი უსამართლო ცვლილების მეშვეობით, შესაძლებელია, მოხდეს ძალაუფლების სრული უზურპაცია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ“, განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ იმდროინდელმა წევრმა სერგი კაპანაძემ.

„სამწუხაროდ, დღეს არათუ არ არსებობს კონსენსუსი, არამედ არსებობს კონსენსუსი ამ დოკუმენტის [საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის] წინააღმდეგ. დღეს ჩვენ აქ მოვედით საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას. ხალხი, რომელსაც თქვენ [„ქართული ოცნება“] ართმევთ საკუთარი პრეზიდენტის არჩევის უფლებას და ხალხი, რომელსაც თქვენ ართმევთ ხელისუფლების თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების გზით ჩანაცვლების შესაძლებლობას, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად ყველაფრისა, საკადრის პასუხს გასცემს შემდეგ არჩევნებზე“, განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელმა წევრმა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას.

2017 წლის აგვისტოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ქართულ ოცნებას სამი პრინციპული საკითხი წარუდგინეს: 1. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება; 2. ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად და პროპორციულად გადანაწილება პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის; საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა: საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და სხვა), მოლაპარაკებების ახალი ფურცლიდან დაწყება. საბოლოო ჯამში, აღნიშნული საკითხები მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა.

საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, აღნიშნული ცვლილებების გამო საკონსტიტუციო პროექტმა სპეციალისტების, იმ დროს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკა დაიმსახურა. ამის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიიღო. საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების  მეორე მოსმენაზე დაბრუნებას და განხილვებში მთლიანად ოპოზიციური სპექტრის, პრეზიდენტის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვას ითხოვდა.

საბოლოოდ, პროექტის კრიტიკოსების შენიშვნები „ქართულმა ოცნებამ“ მაინც არ გაითვალისწინა და საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, რასაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. ვეტო პარლამენტმა დაძლია. ვეტოს დაძლევის პროცესი საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად ისევ დატოვა.

 

ევროინტეგრაციის ასახვა კონსტიტუციაში

კონსტიტუციაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მისწრაფების ჩაწერის ინიციატივა პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2013 წლის დასაწყისში წამოაყენა. მაშინ ხელისუფლებამ ოპოზიციის ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა,  მაგრამ  საგარეო კურსის შესახებ ინტერფრაქციული შეთანხმების პროექტი წარადგინა, რომელიც შემდგომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგად მოდიფიცირდა. საბოლოოდ, დოკუმენტში აღინიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. თუმცა, ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს თავი უნდა შეეკავებინა მსოფლიო თუ რეგიონული მასშტაბების დაპირისპირებებში სტრატეგიული როლის შესრულებისგან.

2017 წელს, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პარალელურად ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში დასავლური კურსის შესახებ პრეამბულაში ჩანაწერის გაკეთებას ითხოვდნენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას გაითვალისწინოს ჩვენი წინადადება და კონსტიტუციაში ასახოს შესაბამისი ცვლილებები, რაც საქართველოს სახელმწიფოს საგარეო სტრატეგიული კურსის ურყეობას განამტკიცებს“, – ვკითხულობთ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

„[კონსტიტუციის] პრეამბულაში იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ ვართ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ანუ ევროკავშირის და ნატოს წევრობა გვინდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება მსოფლიოსთვის, ყველასთვის ჩვენება, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული, ურყევი ამოცანა და ამის საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს და არ არის უნიკალური მოთხოვნა,“   – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ იმდროინდელმა წევრმა ელენე ხოშტარიამ.

იგივე პოზიციაზე იყო „რესპუბლიკური პარტიაც“. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ რესპუბლიკელებს აღნიშნული ინიციატივა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდათ.

იმდროინდელმა საპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების, ასევე პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2020 წლიდან 2024 წლამდე გადავადების გამო საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო პროექტს არ დაუჭირა მხარი. ცალკეულად, საქართველოს კონსტიტუციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით პარლამენტს კენჭი არ უყრია, აქედან გამომდინარე, დამატებითი კონტექსტის გარეშე, მტკიცება, რომ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, შეცდომაში შემყვანია.

See all posts

Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Anri Okhanashvili: “The Court of Justice of the European Union has proven that transparency is a legitimate objective.”
Jun 21, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.