Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეიძინა

დეკემბერს 5, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ავრცელებს მტკიცებას, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კურორტ კურშაველზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Palace des Neiges, 88 მილიონ ევროდ იყიდა. პოსტის მტკიცებით, ინფორმაცია ფრანგულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. პოსტს თან ახლავს ვიდეო, სადაც ჩანს პიროვნება, რომელიც ამ სასტუმროს წინ დგას და ამ ამბავს ჰყვება. პარალელურად, ვიდეოში ფრანგულენოვანი სტატია და სხვადასხვა პიროვნების ფოტოსურათი ჩანს. სინამდვილეში, ინფორმაცია ყალბია (არქივირებული ბმული 1; 2).

სოციალურ ქსელებში აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა ენაზე გავრცელდა და ის გერმანული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის DPA-ის ფრანგულმა რედაქციამაც გადაამოწმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის თანახმად, ზელენსკის მიერ სასტუმროს შეძენის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ სახელად Les Echos de la France-მ გაავრცელა. სტატია აღნიშნულ ვებგვერდზე 2024 წლის 28 ნოემბერს გამოქვეყნდა და 2024 წლის 5 დეკემბრის მონაცემით, კვლავ იძებნება. ვებგვერდის whois.com-ის თანახმად, (Whois არის საჯარო მონაცემთა ბაზა, რომელიც დომენის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას აგროვებს) აღნიშნული მედიასაშუალების ვებგვერდი 2024 წლის 25 ნოემბერს, სტატიის გამოქვეყნებამდე სამი დღით ადრე შეიქმნა.

გარდა ამისა, პოსტში მითითებულია სასტუმროს ვებგვერდი, რომელიც 2024 წლის 5 დეკემბრის მონაცემით, აღარ იძებნება. თუმცა DPA-ის სტატიაში ხელმისაწვდომია სასტუმროს ვებგვერდის არქივირებული ვერსია. როგორც არქივირებულ ბმულზე ჩანს, ვებგვერდის ბოლოს მითითებულია Film heritage inc. რომელიც, თითქოს, სასტუმროს მფლობელი კომპანიაა.

სასტუმროს ვებგვერდიც hotelpalacedesneiges.com, რომელიც ინფორმაციის თავდაპირველად გამავრცელებელ ფრანგულენოვან სტატიაში ფიგურირებს,  2024 წლის 22 ნოემბერს შეიქმნა, დეზინფორმაციის გავრცელებამდე 5 დღით ადრე.

სასტუმრო სახელად Palace des Neiges ნამდვილად არსებობს და ის საფრანგეთში, კურორტ კურშაველზე მდებარეობს. თუმცა სასტუმროს ნამდვილი ვებგვერდი შემდეგია www.palacedesneiges.com/fr/ და ის 2007 წლის 13 ნოემბერს შეიქმნა.

რაც შეეხება კომპანიას Film Heritage Inc., ის ბელიზში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის 2021 წლის გამოძიების მიხედვით, ზელენსკისა და მის მეუღლეს ეკუთვნით. თუმცა სასტუმრო Palace des Neiges-ის ოფიციალურ ვებგვერდზე Film Heritage Inc.-ის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება.

საგულისხმოა, რომ სასტუმროს გაყიდვის შესახებ ფრანგულენოვანი მედიები 2023 წელს წერდნენ (1; 2) სტატიებში ვკითხულობთ, რომ ის კომპანიამ სახელად Société des Bains de Mer (SBM) იყიდა. ეს უკანასკნელი, მონაკოში რეგისტრირებული საჯარო კომპანიაა, რომელიც სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის, მონტე კარლოს ოპერას ფლობს. SBM-ის მიერ 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ ექვსთვიან ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ 2023 წლის 3 ოქტომბერს სასტუმრო კაპიტალური რემონტის ჩატარების მიზნით შეიძინეს.  სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და მისი ხელახალი გახსნა 2026 წლის დეკემბერში იგეგმება (იხ. გვ. 13).

ინფორმაციას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა. ისინი წერენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია  ყალბია.

შესაბამისად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 88მლნ. ევროდ შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საგულისხმოა, რომ მსგავსი შინაარსის ყალბი მტკიცება უკრაინის პრეზიდენტის შესახებ „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (იხ. სტატია.).

 

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.