Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ეკა ბესელია: კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმას, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, იწვევს ვინმე სხვა. ასეთი შეკრება იქნება კონსტიტუციის დარღვევა

ეკა ბესელია: კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმას, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, იწვევს ვინმე სხვა. ასეთი შეკრება იქნება კონსტიტუციის დარღვევა

ნოემბერს 28, 2024 · Verified Facts · Verdict: Without Verdict

2024 წლის 21 ნოემბერს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ,  ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა: „კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერცერთ ნორმას, სადაც წერია, რომ თუ პრეზიდენტი არ იწვევს სხდომას, იწვევს ვინმე სხვა. ასეთი შეკრება იქნება კონსტიტუციის დარღვევა. არის სხვა შემთხვევები, სადაც პრეზიდენტი თუ რაღაცას არ აკეთებს, იქვე წერია, ვინ აკეთებს. ხოლო, აქ იმიტომ არ წერია, რომ ეს არის საგამონაკლისო უფლება, წესი, პროცედურა ამიტომ ცალკე მუხლია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ალბათ იშვიათად ხდება და არა ყოველთვის, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და სხდომას არ ვიწვევ. ასეთ დროს, ის, იქვე სთავაზობს გამოსავალს, რა უნდა მოხდეს, ვიდრე სხდომას ისევ თავად მოიწვევს. ამიტომ ამ სხდომის მოწვევა არის ანტიკონსტიტუციური. ვინ იწვევს ამ სხდომას? პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს, არც წევრების უფლებამოსილებაა ცნობილი, არც მთავრობაა. ამ ყველაფერს კი ახალი პარლამენტი ირჩევს და ვინ იწვევს ამ სხდომას? უცხოპლანეტელები ვერ ჩამოვლენ“.

„ჯეოფაქტსმა“ ეკა ბესელიას განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტს ანიჭებს.

მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

2024 წლის 19 ნოემბერს არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევის საფუძვლით, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.  შესაბამისად, პრეზიდენტს, პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია.

იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება პრეზიდენტის მიერ სხდომის დანიშვნაზე უარს, არც კონსტიტუცია და არც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი პირდაპირ არ აწესრიგებს.  ხშირ შემთხვევაში, კონსტიტუცია პირდაპირ აღწერს პრეზიდენტის მიერ საკუთარ უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივ მსვლელობას. მაგალითად,  თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს, კანონს ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე ან თუ პრეზიდენტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, პარლამენტი თავისი რეგლამენტის თანახმად იკრიბება.

მართალია, ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის 38-ე მუხლს კონკრეტულობა აკლია, თუმცა  მასში პრეზიდენტის მიერ სხდომის „ბლოკირების“ შესაძლებლობის ამოკითხვა საქართველოს  კონსტიტუციურ წესრიგსა და მმართველობითი მოდელის ლოგიკასთან შეუთავსებელია. პრეზიდენტის ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვა მის ხელში არაგონივრული, გადაჭარბებული ძალაუფლების კონცენტრაციას გამოიწვევდა. ამ პირობებში,  ახალარჩეული პარლამენტის შეკრების და მაშასადამე, მისი ფუნქციონირების საკითხის გადაწყვეტა, პრეზიდენტის ნებაზე იქნებოდა მინდობილი.

როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ მენაბდემ განმარტა, პრეზიდენტის მიერ სხდომის დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელისუფლება გამოიყენებს რიგგარეშე სესიის მოწვევის წესების ანალოგიას, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ გამოსცემს რიგგარეშე სესიის მოწვევის აქტს, პარლამენტი თავისი ინიციატივით შეიკრიბება. (იხ. კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი.) აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ განუმარტავს რა სამართლებრივ საფუძვლებს/ლოგიკას ეფუძნება მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება.

თუ კი, პარლამენტის შეკრების კონსტიტუციურობა სამართლებრივ ნიუანსებს – კანონის ანალოგიას უკავშირდება, გამოდის, რომ საკითხის გადაწყვეტა ბუნდოვანი ნორმის ინტერპრეტაციაზეა მინდობილი. ამ პირობებში ორივე ლოგიკა, როგორც ეკა ბესელიას, ასევე „ქართული ოცნების“ შესაძლოა გასაგები იყოს. ამრიგად, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის ლოგიკიდან გამომდინარე, პარლამენტს შეკრებისთვის არ შეიძლება სჭირდებოდეს პრეზიდენტის „ნებართვა“ და პრეზიდენტის ეს როლი უფრო „ცერემონიულია“, თუმცა, ის, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტის გარეშე პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევის მექანიზმს არ განსაზღვრავს,  ფაქტობრივი მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, „ჯეოფაქტსი“ ეკა ბესელიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

უფრო ვრცლად პარლამენტის შეკრებასა და მის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობაზე იხ. „ჯეოფაქტსის“ სტატია.

See all posts

Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.