Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ინტერნეტში შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ინტერნეტში შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

ნოემბერს 26, 2024 · Verified Facts · Verdict: Newspaper article
Share

2024 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“, „TV იმედი“, ინტერნეტგამოცემამ „InfoPostalioni“ საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტები, ხოლო ინტერნეტგამოცემებმა „Xnews“, „ლიდერი“,  „ExclusiveTv“ და „Primetime“ სტატიები  გამოაქვეყნეს, რომლებშიც აღნიშნეს, რომ საქართველო მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებით, კანონის უზენაესობის შეფასებით, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს უსწრებს.

„რუსთავი 2-ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ „საქართველო კანონის უზენაესობის შეფასებით უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბოსნია ჰერცეგოვინა. კანონის უზენაესობით, საქართველო პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ და შავიზღვისპირეთში მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება“.

„რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები სწორია, თუმცა უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ქულა მცირდება. საქართველო კანონის უზენაესობის 2023 წლის რეიტინგში 214 სახელმწიფოს შორის 97-ე ადგილზე იმყოფება (იხილეთ მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები შემდეგ ბმულზე) ის ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს (უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ალბანეთი) მართლაც უსწრებს. ამასთანავე, საქართველო ნატოს წევრ 5 სახელმწიფოსაც (ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, თურქეთი და ბულგარეთი) უსწრებს. საქართველო ასევე უსწრებს ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს, გარდა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისა (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) და შავი ზღვის რეგიონში მართლაც მხოლოდ რუმინეთს ჩამორჩება.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბოლო წლებში საქართველოში კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უარყოფითი ტენდენციები შეინიშნება. ყველაზე მაღალი რეიტინგი კანონის უზენაესობის კუთხით (მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი) 2016 წელს ჰქონდა და 0.34-ს შეადგენდა. მას შემდეგ სერიოზულ დაღმასვლას ვხედავთ. კერძოდ, საქართველოს რეიტინგი 2017-ში – 0.26-ს, 2018-ში – 0.27-ს, 2019-ში – 0.25-ს, 2020-ში – 0.22-ს, 2021-ში – 0.14-ს, 2022-ში – 0.17-ს და 2023-ში 0.18-ს შეადგენდა.

როგორც ვხედავთ, 2016 წლიდან საქართველოს რეიტინგი ნელ-ნელა მცირდებოდა და 2023 წლისთვის თითქმის განახევრდა კიდეც.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კანონის უზენაესობის ნაწილში უარყოფითი ტენდენციის შესახებ  არაფერს ამბობს და მხოლოდ იმ ნაწილს აშუქებს, სადაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და ნატოს წევრ ქვეყანაზე მეტი შეფასება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროსახელისუფლებო მედიები ცალკეულ რეიტინგებს იყენებენ მანიპულაციურად, საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შესაყვანად. სხვადასხვა რეიტინგის მსგავს გამოყენებაზე „ჯეოფაქტსი“ აქამდეც წერდა.

See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.