Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში 5G-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში 5G-ის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ნოემბერს 26, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3), აქვეყნებს პოსტს (დაარქივებული ბმული), სადაც წერს: „ადრე მეც   მეგონა, რომ ქიმტრეილები  უფრო ამინდსა და ბუნების დაზიანებაზე იყო მიმართული – ჰაერი, ნიადაგი, წყალი, მზის ჩაკეტვა… მაგრამ ახლა უფრო და უფრო ვრწმუნდები , რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებაში, არამედ მათ კიბორგებად გარდაქმნაში (5 ჯის კოშკებთან  და ვაქცინებთან ერთად). სხვაგვარად აბა  როგორ ავხსნათ, რომ თვითამწყობი  ნანონაწილაკები ახლა გვხვდება როგორც ვაქცინირებულ , ისე არავაქცინირებულ ადამიანების სისხლში?“. რეალურად, 5G რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება, რომლის სიხშირეც ადამიანის დნმ-ის უჯრედებს არ აზიანებს.

არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ზოგადად, უსადენო ქსელები რადიოტალღების საშუალებით ვრცელდება. ეს ეხება როგორც წინა თაობის ტექნოლოგიებს  – 4G, 3G, 2G, ისე მე-5 თაობის, ანუ  5G ტექნოლოგიებსაც. რადიოტალღებს ფართო გამოყენება აქვს სატელევიზიო თუ რადიო გადაცემებშიც და ისინი ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილს წარმოადგენენ. რადიოტალღებს სხვა ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ და მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ – რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ. 5G 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა, თუმცა აღნიშნულ სიხშირეს არ აქვს საკმარისი ენერგია, რომ ადამიანის სხეულთან კონტაქტისას ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტოს და უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმები გაწყვიტოს. შესაბამისად, 5G-ის რადიოტალღები იმუნურ სისტემას ვერ აზიანებენ.

ავსტრალიის რადიაციისგან დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს თანახმად, ეს მხოლოდ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას, ანუ ბევრად უფრო ძლიერ გამოსხივებებს შეუძლიათ, ვინაიდან ისინი იონიზებად რადიაციას გამოსცემენ. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) თანახმად, 5G-ს მიერ გამოყოფილი რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებზე 66-ჯერ ნაკლებია. ამასთანავე, სხვა კვლევებიც ადასტურებს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები ადამიანის ჯანმრთელობაზე 5G-ის უარყოფითი გავლენის შესახებ. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ უკაბელო ტექნოლოგიების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ დგინდება. შესაბამისად, 5G-ის გამოყენება ადამიანების კიბორგებად გარდაქმნაში აბსურდული მტკიცებაა და 5G-ის შესახებ ფართოდ გავრცელებული კონსპირაციების ნაწილია. მაგალითად, წარსულშიც გავრცელდა მტკიცება, რომ 5G ინტერნეტს ადამიანის მუტანტად ქცევა შეუძლია.

რადიოტალღების გამოსხივებასთან დაკავშირებით კი ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (იხ. ბმული).

პოსტის ავტორი 5G-ის „საფრთხეებთან“ ერთად ასევე საუბრობს „ვაქცინაციის როლზე ადამიანის დნმ-ის ცვლილებასა და მათ გავლენაზე „კიბორგად გადაქცევაში“. ზოგადად, 5G-ისა და კორონავირუსის ერთმანეთთან დაკავშირება შეთქმულების თეორიების ნაწილი ხშირად ხდება და მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა. ამასთანავე, კორონავირუსსა და  5G-ს შორის კავშირზე შეთქმულების თეორიები გლობალურადაც ვრცელდება.

სინამდვილეში, სამეცნიერო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს არ შეუძლიათ ადამიანის დნმ-ის დაზიანება/მუტაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით: „რნმ ვაქცინის ტექნოლოგია მკაცრად იქნა შესწავლილი უსაფრთხოების საკითხების ჭრილში და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რნმ ვაქცინები უზრუნველყოფს ხანგრძლივ იმუნიტეტს… რნმ ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალს ვირუსს და არ შედის ადამიანის დნმ-ში“.

ასევე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი ალონდის თქმით, რნმ ვაქცინის ინექცია ადამიანის დნმ უჯრედამდე ვერ აღწევს. ვაქცინა ადამიანის სხეულს მიუთითებს, რომ  კორონა ვირუსის ცილა ზედაპირზევე იპოვოს და შემდეგ იმუნური სისტემა იწყებს ამ ცილის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ „ქიმტრეილები“ დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასა და მათ კიბორგად გადაქცევაში, აღნიშნულიც ტყუილია. რეალურად, ე.წ. „ქიმტრეილი“ ასევე შეთქმულების თეორიის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თვითმფრინავის მიერ დატოვებული კვამლი ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება და მოსახლეობის მოსაწამლად გამოიყენება. სინამდვილეში, თვითმფრინავის გადაადგილებისას, ორთქლის ბილიკი კონდენსაციის გამო, არეალის ტენიანობის ხარისხის მიხედვით წარმოიქმნება და მას „კონტრეილი“ ეწოდება. აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია „ჯეოფაქტსს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (იხ. სტატია 1, 2, 3).

See all posts

IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
IFCN statement on U.S. visa restrictions targeting fact-checkers
Dec 10, 2025
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.