Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: არჩევნებამდე საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები უბნების გახსნამდე ჩაიყარა

დეზინფორმაცია: არჩევნებამდე საარჩევნო ყუთებში ბიულეტენები უბნების გახსნამდე ჩაიყარა

ნოემბერს 8, 2024 · Verified Facts, Elections 2024 · Verdict: Lie

26 ოქტომბერს გავრცელდა პოსტი, რომლის მიხედვით საარჩევნო ყუთებში ხმები არჩევნების დაწყებამდე, საარჩევნო უბნების გახსნამდე, ღამის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩაიყარა (იხილეთ დაარქივებული პოსტი).

„ჩემი ექსპერტული გამოძიებით ხმები ჩაყრილია უბნის გახსნამდე, ღამის განმავლობაში სუს-ის მიერ, მიუხედავად ამისა ხალხმა იმარჯვა“, – აღნიშნულია პოსტში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს, ამ შემთხვევაში, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს, საარჩევნო უბნის გახსნისას, საარჩევნო ყუთებში ჩაყრილი ბიულეტენები უნდა დახვედროდათ.

„ჯეოფაქტს“ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განუცხადა, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა საარჩევნო კოდექსის მიხედვით იხელმძღვანელეს. ეს, მათ შორის, გულისხმობს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, რომელიც ტექნოლოგიების გარეშე ჩატარებულ არჩევნებში ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლების განთავსებას გულისხმობს. ძირითად საარჩევნო ყუთში აღნიშნული საკონტროლო ფურცელი თავსდება უბანზე პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ და მასზე დატანილია პირველი ამომრჩევლის სახელი და გვარი და პირადი ნომერი. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრები, ისე პირველი ამომრჩეველი და ისინი კენჭისყრის ბოლოს ედარება ერთმანეთს.

ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება და საკონტროლო ფურცელი არ გამოიყენება[მუხლი 764], ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლებების მქონე პირების თანდასწრებით ამოწმებს. ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრების მქონე ლუქებით ლუქავს მათ. „საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ბეჭდავს იმის დასტურს, რომ იმ დროისთვის ხმა ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია („ნულოვანი ამონაწერი“) და ამონაბეჭდს შესანახად გადასცემს კომისიის მდივანს“[მუხლი 76​6].

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო უბნები ყველა წესის დაცვით, მათ შორის, შესაბამისი დათვალიერების შემდეგ გაიხსნა. ცესკოს განცხადებითვე, კენჭისყრის გახსნისას, საარჩევნო ყუთებში არსებულ ბიულეტენების შესახებ საჩივარი არ დაწერილა.

დამატებით, ის სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებოდნენ და რომლებმაც არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე არსებულ დარღვევებზე განაცხადეს, არსად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ყუთებში ბიულეტენები არჩევნების დაწყებამდე ღამის განმავლობაში ჩაიყარა.

ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა  (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო ვითარების აღსაწერად რამდენიმე პუნქტი აღნიშნა. მათ შორისაა ფინანსურ რესურსებს შორის არსებულ დისბალანსი; წინასაარჩევნო ატმოსფერო, რომელიც განხეთქილების გაღრმავებისკენ იყო მიმართული და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ, განაცხადა, რომ „არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით“. შეშფოთება დააფიქსირეს უთანასწორო საასპარეზო ველის გამოც, რაც მათი განცხადებით, „ძირს უთხრის შედეგის მიმართ ნდობას და გასაგებს ხდის არჩევნების შედეგებით გამოწვეულ რეაქციებს“. თუმცა აღსანიშნავია, რომ განცხადებაში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები აღნიშნული საერთოდ არაა. მათ შორის, არ არის აღნიშნული არც ის ფაქტი, რომ საერთო სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების არჩევნებამდე ჩაყრის ფაქტების დაფიქსირება შეძლო.

წინასაარჩევნო პერიოდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიამ წინასწარ განცხადებაში, რომელიც 2024 წლის 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ასევე შეაფასა.

მასში წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას აღნიშნულია, რომ „ნათელია, წინასაარჩევნო პერიოდი ვერ აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტურ სტანდარტებს. მთავრობის მიერ კანონმდებლობის მიღებამ, რომელიც სამოქალაქო აქტორებს უცხოურ აგენტებად ასახელებს და კამპანიამ, რომ დააშინოს მმართველი პარტიის პოლიტიკის გამკრიტიკებლები, შექმნა შიშის ატმოსფერო“.  ამავე ანგარიშში აღნიშნულია ფრაგმენტული და პოლიტიზებული მედიაგარემო და ხელისუფლების არაპროპორციული გავლენა ამ ვითარებაზე. წინასწარ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდი რისკის ქვეშ იყო დაყენებული ფართომასშტაბიანი მუქარით, შევიწროებით და ძალადობის შემთხვევებით. ბიულეტენების საარჩევნო ყუთში არჩევნებამდე ჩაყრის ფაქტები არც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წინასწარ განცხადებაშია დაფიქსირებული.

ამაზე მეტყველებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებიც. მაგალითად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შორის აღნიშნავს ამომრჩევლებზე ზეწოლას, დაშინებას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევას, პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებასა და ამომრჩევლების მოსყიდვას, რომელმაც „მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა“. ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ჩაყრის შემთხვევების გამოვლენა „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების დღეს N22 მარნეულის საარჩევნო ოლქის  N69 და N22 უბნებში შეძლო. ამასთან ერთად მათ სხვა ისეთი დარღვევებიც გამოავლინეს, როგორიცაა ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის მოსყიდვა, საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების  გაძევება და ა.შ. თუმცა  ყუთებში ბიულეტენების არჩევნების დაწყებამდე მოთავსებაზე განცხადება არც მათ გაუკეთებიათ.

ამდენად, ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც იმაზე მიუთითებდა, რომ ხმის დათვლის ყუთებში ბიულეტენები არჩევნებამდე მოთავსდა.

See all posts

Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.