Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: სოციალურ ქსელში 28 ოქტომბრის აქციის ამსახველ კადრებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არარეალური კადრები გამოაქვეყნეს

დეზინფორმაცია: სოციალურ ქსელში 28 ოქტომბრის აქციის ამსახველ კადრებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არარეალური კადრები გამოაქვეყნეს

ოქტომბერს 30, 2024 · Verified Facts, Elections 2024 · Verdict: Lie

29 ოქტომბერს სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა Xaxutaishvili Irma გამოაქვეყნა პოსტი (დაარქივებული პოსტი), რომელშიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეო 28 ოქტომბერს ჩატარებული აქციის ამსახველ კადრებადაა წარმოდგენილი, თუმცა ის სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტითაა დამონტაჟებული.

კერძოდ, Facebook-ანგარიში აქვეყნებს ეკრანის ანაბეჭდებს ორი სხვადასხვა ვიდეოდან, რომელთაგან ერთ-ერთი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელს ეკუთვნის,  მისი თქმით, აქციის რეალურ კადრებს ასახავს, მეორე ვიდეო კი, რომელსაც, Facebook-ანგარიშის მიხედვით, აქციის კადრებად წარმოაჩენენ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს/დაამონტაჟეს.

პირველი ბმული, რომელიც პოსტში Facebook-ანგარიშს აქვს მითითებული, საზოგადოებრივი მაუწყებლის „მოამბის“ პირდაპირი ეთერია, რომელიც ნამდვილად 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ  გამართულ საპროტესტო აქციას ასახავდა.

მეორე ბმული კი, რომელსაც Facebook-ანგარიშის მტკიცებით, იმის დამადასტურებლად აქვეყნებენ, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივიდა, ასევე 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

თუმცა სინამდვილეში, ვიდეო 28 ოქტომბრის აქციას არ ასახავს და სავარაუდოდ, აქციაზე მისასვლელად ადამიანების მოტივაციას ისახავს მიზნად. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აქციის დაწყება 28 ოქტომბრის 19:00 საათზე იყო დანიშნული, ხოლო ვიდეო, აქციის დაწყებამდე, 28 ოქტომბრის 17:50 საათზე გამოქვეყნდა Facebook-გვერდზე „Pirveli ambebi • პირველი ამბები“. გამოქვეყნებულ ვიდეოს თან ერთვის აღწერა: „აღსდექ საქართველოვ! ყველა ქართველი ვაზიარებთ“. შესაბამისად, არც ვიდეოს აღწერა ამტკიცებს იმას, რომ ის 28 ოქტომბრის აქციის კადრს ასახავს, არამედ აღწერა მხოლოდ მოწოდებას შეიცავს.

ამდენად, შეუძლებელია, ვიდეო 28 ოქტომბრის აქციის ამსახველი ყოფილიყო ან ასეთი მიზანი ჰქონოდა. შესაბამისად, Facebook-ანგარიშის Xaxutaishvili Irma-ს მიერ გაჟღერებული მტკიცება, რომ ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ 28 ოქტომბრის აქციაზე მყოფ ადამიანთა რაოდენობა აესახათ, ყალბია.

დამატებით, ვიდეოს იგივე ვერსია Tiktok-ზე არჩევნებამდე ორი დღით ადრე ანგარიშმა lukakurshubadze-მ გამოაქვეყნა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნულ კადრებს მოქალაქეების მოტივაციისთვის იყენებდნენ. ამაზე მიუთითებს ვიდეოზე დატანილი აღწერა, რომლის მიხედვით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 დღე იყო დარჩენილი.

დამატებით, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი, ასევე ყალბია.

ვიდეო, რომელიც თითქოს 28 ოქტომბრის ამსახველ კადრებად გამოაქვეყნეს, სინამდვილეში, თბილისში 2022 წლის 20 ივნისს გამართულ აქციას – „შინ ევროპისკენ!“ ასახავს. ამაზე მეტყველებს 2022 წლის 20 ივნისს გადაღებული სხვა კადრები, რომლებიც მსგავსებების ამოცნობას შესაძლებელს ხდის.

კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ეკრანი, ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ხელში ქაღალდები უჭირავთ, მოშორებით საპოლიციო მანქანის ნათება. კადრის დაშორებისას ასევე ჩანს პარლამენტის წინ მდგარი მანქანები და პარლამენტის პირდაპირ ცენტრალურ ნაწილში – ეკრანი.

ფოტო: კადრები 28 ოქტომბრის აქციის დაწყებამდე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან

იგივე მახასიათებლები ჩანს 2022 წლის 20 ივნისს გადაღებულ სხვა კადრებში. კერძოდ, მოძრაობა „სირცხვილიამ“ 2022 წლის 20 ივნისის ფართომასშტაბიანი აქციის კადრები გამოაქვეყნა, სადაც ასევე ჩანს გვერდითა ეკრანი, ხალხი თეთრი ქაღალდებით, თეთრი მანქანები პარლამენტის გასწვრივ, მის მოპირდაპირე ცენტრალურ ნაწილში კი ეკრანი.

ფოტო: კადრი მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 2022 წლის 20 ივნისს საკუთარ Facebook-ანგარიშზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

შესაბამისად, აქციის ამსახველ სხვადასხვა კადრებში მსგავსია როგორც ადამიანთა რაოდენობა, ისე სხვა, მათ შორის ზემოთ აღნიშნული, მახასიათებლები, რაც იმას ადასტურებს, რომ ვიდეოები 2022 წლის 20 ივნისს გამართულ რეალურ აქციას ასახავს და ის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ან რედაქტირებული არაა.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.