Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება

ოქტომბერს 28, 2024 · Verdict: Newspaper article

სოციალურ ქსელში ამომრჩევლთა რაოდენობის შესახებ მანიპულაციური შინაარსის ინფორმაციები ვრცელდება. კერძოდ,  გავრცელდა ქარდი, სადაც აღებულია საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, გამოკლებულია არასრულწლოვანი მოსახლეობა და პირადობის დამადასტურებული დოკუმენტის არმქონე პირების რაოდენობა, დამატებულია საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა და მიღებული მაჩვენებელი შედარებულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასთან (იხილეთ ქარდი). ამით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ცესკოს მონაცემები ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ გადაჭარბებულია და სინამდვილეში, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლები უნდა იყოს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იმაზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობაა.

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია და მოსახლეობის რაოდენობა – ორი სხვადასხვა მონაცემია. საქსტატის მონაცემები მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის შესახებ, ასახავს მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობას. ამომრჩეველთა სია კი აერთიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

გავრცელებულ ქარდში ამომრჩეველთა რაოდენობა იანგარიშება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რაც  უკვე შეცდომაში შემყვანია. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებიდან, მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა გაითვალისწინეს, რაც ასევე მანიპულაციურია. საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, დარეგისტრირდნენ, თუ – არა ისინი უცხოეთში ამომრჩევლად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში არიან. ამასთან, უცხოეთში მყოფი ის ამომრჩევლები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან, რჩებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც, იმის მითითებით, რომ ისინი საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან (ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საარჩევნო კოდექსის მუხლი 31).

ცნობისთვის, გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861,077 პირი. საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის დინამიკის გათვალისწინებით, ეს რიცხვი 2024 წლისთვის მილიონს გადააჭარბებდა. საქსტატის მონაცემებით, 2021-2023 წლებში საქართველო 158,806 ათასით უფრო მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დაბრუნდა (იხილეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მიგრაციის შესახებ მოქალაქეობის მიხედვით ბმულზე).

ასევე მანიპულაციურია მტკიცება, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იმაზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდა, ვიდრე, საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობაა. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ამომრჩეველი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ არის, ამომრჩევლები ხმას აძლევენ რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ, თუ – არა ამ კონკრეტულ მისამართზე. მაგალითად, დედაქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რეგისტრირებულია რეგიონებში და, შესაბამისად, არჩევნებშიც რეგიონებში მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის აღწერისას, ისინი თბილისის მოსახლეობად ითვლებიან, ხოლო საარჩევნო მიზნებისთვის – რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩევლებად.

საარჩევნო უფლების მქონე პირების შესახებ მონაცემებს ცესკოს გადასცემს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, აღნიშნული სიები მუდმივად განახლებადია. აქვე განვმარტავთ, რომ ამომრჩეველთა სია არის სრულად ბიომეტრიული, ფოტოსურათზე დაყრდნობილი. ამომრჩეველთა სიები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. ამასთან, ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამასთან, თუ წინა საარჩევნო წლებს შევადარებთ, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება. მაგალითად, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 526 023-ს შეადგენდა, 2016 წელს საარჩევნო სიაში 3 513 884 ადამიანი იყო, 2012 წელს კი – 3 613 851.

See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.