Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ოლექსი არესტოვიჩის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ოლექსი არესტოვიჩის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ოქტომბერს 21, 2024 · Verified Facts · Verdict: Altered

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „Georgia First NEWS” ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ამბობს: „როდის ჩამოიშლება რუსეთში ძალაუფლება? რუსეთში ძალაუფლება არასდროს ჩამოიშლება. უნდა გვესმოდეს, რომ, მიუხედავად ომისა და სანქციებისა, რუსეთში ახლა ყველანაირი პირობა არსებობს ნორმალურად ცხოვრების. თავისუფლების კუთხითაც კი იქ გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკის სახელობის საკონცენტრაციო ბანაკში. მე რომ რუსი ვყოფილიყავი, პუტინს ხელში ავიტაცებდი, მეტიც, მის დაბადების დღეს ეროვნულ დღესასწაულად გამოვაცხადებდი. ასე რომ, დიახ, ამ სისულელის იმედი არც კი გქონდეთ“. აღსანიშნავია, რომ ვიდეო რუსულენოვან სოციალურ ქსელშიც ვრცელდება. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და შეცვლილია აუდიომასალა, რომელიც ოლექსი არესტოვიჩის ხმასთანაა მიმსგავსებული და შეცდომაში შემყვანია.

„ჯეოფაქტსმა“ YouTube-ზე  ოლექსი არესტოვიჩის რამდენიმე ვიდეო (1, 2, 3) გადაამოწმა, რომლებშიც არესტოვიჩი იმავე ფონზე, იმავე ტანისამოსში იძლევა ინტერვიუს. აღსანიშნავია, რომ არცერთ მათგანში არესტოვიჩი არ ამბობს იმ ციტატას, რომელიც დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა დააგენერირეს. გარდა ამისა, „ჯეოფაქტსი“ დაუკავშირდა საერთაშორისო ორგანიზაცია WITNESS-ის პროგრამის „Deepfakes Rapid Response Force” ექსპერტებს. WITNESS 1992 წელს დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ვიდეოსა და ტექნოლოგიების იმგვარად გამოყენებაში დახმარებას, რომ ადამიანების უფლებები დაცული იქნას. ამ მიზნით ორგანიზაცია აიდენტიფიცირებს და ეხმარება სხვადასხვა ჯგუფს ვიდეოს უსაფრთხო წარმოებისა და კრიტიკული სიტუაციების ამოცნობაში. რაც შეეხება აღნიშნულ პროგრამას, ეს უკანასკნელი ერთმენეთთან აკავშირებს ფაქტების გადამმოწმებელ ჟურნალისტებსა და მედია-ექსპერტებს ე.წ. „Deepfake-ებისა“ და AI გენერირებული პროდუქციის ანალიზში. ექსპერტთა სამმა ჯგუფმა განიხილა ოლექსი არესტოვიჩის ვიდეო და დაადგინა, რომ ვიდეოს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული აუდიომასალა ადევს. უფრო კონკრეტულად, ექსპერტების პირველმა ჯგუფმა (Recod.ai Lab.) გამოიყენა სპეციალური ინსტრუმენტის – Detect-and-Locate, რომელმაც ვიდეოს სამ სხვადასხვა მონაკვეთში  ხელოვნური ინტელექტის გამოყენების 80%-იანი შესაძლებლობა დაადგინა. მეორე ჯგუფმა (TrueMedia.org) ხელოვნური ინტელექტის მიერ მანიპულირებული კადრების აღმოსაჩენად სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა, რომლებმაც ვიდეოს აუდიომასალაში „მანიპულაციის მნიშვნელოვანი მტკიცებულება“ დაადგინა. აღსანიშნავია, რომ, ექსპერტების თქმით, 100%-იანი შედეგის მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, „მნიშვნელოვანი მტკიცებულება“ (Substantial Evidence) ინსტრუმენტის უმაღლესი დონის რწმენას წარმოადგენს აუდიოს მანიპულაციურად გენერირების შესახებ.

რაც შეეხება მესამე ჯგუფის დასკვნას, ექსპერტთა მიხედვით, ვიდეო ვიზუალური მასალის თვალსაზრისითაც მანიპულაციურადაა რედაქტირებული. ვიდეოს 04/05 წამზე ოლექსი არესტოვიჩის ხელის მოძრაობა ცხადყოფს მის ერთგვარ მორფირებას სახის კანთან, რაც AI მანიპულაციის ყველაზე კლასიკური ინდიკატორია.

ექსპერტთა სამივე ჯგუფი აღნიშნავს, რომ არც ერთი ინსტრუმენტი, რომელიც AI მანიპულაციის გამოვლენაზე მუშაობს, სრულად უტყუარი არ არის და შეცდომის არსებობის მცირე შანსი მუდამ არსებობს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტში ვიდეოში გამოთქმული ციტატა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის მხრიდან საკმაოდ სკანდალურ ინფორმაციას შეიცავს, რაც ნებისმიერი მედიისთვის საინტერესო მასალას წარმოადგენს. თუმცა, არც ერთი სანდო მედია-საშუალება არ ციტირებს/არ აშუქებს არესტოვიჩის იმ სიტყვებს, რომელიც ვიდეოშია გამოთქმული. აღნიშნული კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ოლექსი არესტოვიჩის ციტატა რეალობას არ შეესაბამება.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აუდიო და ვიზუალური მასალა ხელოვნური ინტელექტის მიერაა რედაქტირებული და შეცდომაში შემყვანია.

 

 

See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.