Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: დასავლეთის დაფინანსებით თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა, წარწერით: „ნუ გეშინია გამჭვირვალობის და შევიწროვების პრორუსი ხელისუფლებისა და მღვდლების მხრიდან! COMING OUT!“

დეზინფორმაცია: დასავლეთის დაფინანსებით თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა, წარწერით: „ნუ გეშინია გამჭვირვალობის და შევიწროვების პრორუსი ხელისუფლებისა და მღვდლების მხრიდან! COMING OUT!“

ოქტომბერს 18, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ირაკლი ზაქარეიშვილი პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული) და წერს, რომ თბილისის ქუჩებში დასავლეთის დაფინანსებული პლაკატები გამოჩნდა, რომლებზეც დატანილია წარწერა: „ნუ გეშინია გამჭვირვალობის და შევიწროვების პრორუსი ხელისუფლებისა და მღვდლების მხრიდან!.. COMING OUT!..“. Facebook-ანგარიში წერს, რომ პლაკატი ისეთი ორგანიზაციების ავტორობით შეიქმნა, როგორიც არის: „ევროკავშირი საქართველოსთვის; „გაეროს განვითარების პროგრამა“;
„საქართველოს შემეცნებითი ცენტრი“. პლაკატზე დატანილია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის „GrlzWave”-ის ლოგო. ფოტო/ვიდეო მასალა თავდაპირველად რუსულენოვანი ტელეგრამ არხის მიერ გავრცელდა.

რეალურად, აღნიშნული პლაკატები, რომ „ევროკავშირი საქართველოსთვის“, „გაეროს განვითარების პროგრამის“,  „საქართველოს შემეცნებითი ცენტრისა“ და  „GrlzWave”-ის მხარდამჭერით შეიქმნა, არ დასტურდება. როგორც ჩანს, პლაკატები  საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მიზნით, განზრახ შეიქმნა. 

ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ვებგვერდებზე  მსგავსი ფოტო ან პროექტი არ იძებნება და  მხოლოდ აღნიშნულ Facebook და ტელეგრამ არხზეა ხელმისაწვდომი.

დამატებით,  „ჯეოფაქტსი“ „საქართველოს შემეცნებით ცენტრის“, „გაეროს განვითარების პროგრამისა“ (UNDP) და „ევროკავშირი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს  დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პლაკატის ავტორები ან მხარდამჭერები მათი ორგანიზაციები არ არიან. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ჭიჭინაძემ უარყო, რომ  აღნიშნული პლაკატი მათი ორგანიზაციის დაფინანსებით შეიქმნა. 

ამავდროულად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ჯეოფაქტს“ ელფოსტით განუმარტა, რომ „ევროკავშირი არ აფინანსებს არავითარ აქტივობას „ბავშვების „ქამინგაუთის“ დასახმარებლად“ და აღნიშნული პლაკატები ყალბია, შექმნილია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის მიერ მხარდაჭერის დისკრედიტაციისთვის“.

სავარაუდოდ, პლაკატის შაბლონი საქართველოს შემეცნებითი ცენტრის და GrlzWave-ის ერთობლივი პროექტის  „Queer Resilience“-ის ფარგლებში აქტივისტებისთვის გამართული დებატ-აკადემიიდან არის აღებული (იხ. ფოტო).

ნიშანდობლივია ვიზუალური დეტალებიც, კერძოდ,  გაუმართავი ფორმატი, პლაკატი თაბახის ფურცლის მხოლოდ შუა ნაწილშია წარმოდგენილი. ასევე, პრობლემურია თავად წარწერები. გაურკვეველია, თუ რა იგულისხმება პლაკატის ქვედა ნაწილში არსებულ წარწერაში: „11 ოქტომბერს გახადე შენი თავი გსმენია!“.

ამდენად, გავრცელებული პლაკატები ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს არ უკავშირდება და როგორც ჩანს, მათი დისკრედიტაციის მიზნით, განზრახ შეიქმნა.

See all posts

Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.