Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მცდარი კონტექსტით ვრცელდება

ივნისს 11, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის (ბმული 1, 2) თანახმად, საქართველოში, 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, დაგეგმილი საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა გაეროს გეგმის  ნაწილია, რათა „შვაბის და გაეროს გეგმა, თქვენ არაფერი გექნებათ და იქნებით ბედნიერნი“ აღსრულდეს. სინამდვილეში, აღწერა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობისთვის მოსახლეობის შემადგენლობის, სქესის, ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის, მიგრაციის, დასაქმების, განათლების და სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2015 წლის 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ საერთაშორისო და რეგიონული რეკომენდაციების გათვალისწინებით, სულ მცირე ერთი აღწერა უნდა ჩაატარონ. დოკუმენტის თანახმად, „საქართველო, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. „საქართველოს კანონი საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ აწესრიგებს – „აღწერის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთობებს, განსაზღვრავს აღწერის ჩატარების ძირითად საპროგრამო დებულებებსა და მეთოდებს, აღწერაში მოქალაქეთა მონაწილეობასა და აღმწერი პერსონალის უფლება-მოვალეობებს, აღწერის შედეგად მიღებული პერსონალური მონაცემების საიდუმლოების სახელმწიფო გარანტიებს“.

აღწერა საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, 10 წელიწადში ერთხელ, მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად ტარდება. აღნიშნული მონაცემები აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დასადგენად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად, აგრეთვე, საზოგადოების ინფორმირებისათვის.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს მონაცემების შეგროვების, ინდივიდუალური ინფორმაციის დამუშავებისა და აგრეგირებული მონაცემების გავრცელების პროცესს. აღწერის შედეგების ხელმისაწვდომობა გადაწყვეტილების მიმღებთათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა შესაბამისი უწყებებისთვის მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ქვეყნის განვითარებისთვის გეგმებისა და პროგრამების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა.

საქსტატის მიერ აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის აღწერა, ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს მდგრადი განვითარების 2030 წლის მიზნების განხორციელების შესაფასებლად.  „პროგრამა 2030“ გაეროს მსოფლიოს მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბებული პერსპექტივაა და იგი 2015 წლის შემდეგ განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. დოკუმენტის მიხედვით, 2030 წლისთვის კონკრეტული 17 მიზანი უნდა იქნას მიღწეული, მათ შორის, სიღარიბისა და შიმშილობის აღმოფხვრა, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და სხვა. აქედან გამომდინარე, მდგრადი განვითარების მიზნების შესაფასებლად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ფლობდეს ინფორმაციას მოსახლეობის შემადგენლობის, სქესის, ასაკის, ეთნიკურ წარმომავლობის, მიგრაციის, დასაქმების და განათლების შესახებ. ასევე, აღწერის მიმდინარეობისას შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებების დონეზე.

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ტარდება უკანასკნელი კი 2014 წელს ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 პროცენტი, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სწორედ 2014 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან ერთად პირველად ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოანაბეჭდები Facebook-მომხმარებლების აღწერებთან ერთად ქმნის წარმოდგენას, თითქოს საყოველთაო აღწერა, გაეროს დაკვეთით, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისთვის ქონების ჩამორთმევის წინაპირობაა. რეალურად, ღონისძიება საყოველთაო ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული მონაცემების შესაგროვებლად ტარდება.

See all posts

Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ge. All Rights Reserved.