Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: „ოხმატდეტის“ საავადმყოფოდან ექიმის კადრები დადგმულია

დეზინფორმაცია: „ოხმატდეტის“ საავადმყოფოდან ექიმის კადრები დადგმულია

ივლისს 24, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie
Share

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი კონსერვატორი“, რომლიც დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს ხშირად ავრცელებს (1; 2; 3), ფოტოს  შემდეგი აღწერით ავრცელებს: „გამოჩნდა ვიდეო, სადაც პოლიციელი სისხლს ასხამს ექიმის ხალათს ბავშვთა საავადმყოფოდან. ეს უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფო რომ დაიბომბა ის კადრებია“, – ნათქვამია პოსტში.

ვიდეოში, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, ჩანს თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი, რომლის უკანაც პოლიციელი დგას და ხელოვნურ სისხლს ასხამს. აღნიშნული ვიდეოთი დეზინფორმატორები მიანიშნებენ, რომ „ოხმატდეტის“ საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, მათ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო, სადაც ჩანს ექიმი სისხლიანი ტანსაცმლით, დადგმულია.

„ოხმატდეტის“ ბავშვთა საავადმყოფომ 2024 წლის 8 ივლისს Facebook-ზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მიერ დაბომბვის შემდგომ არსებული სიტუაციაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ექიმი, რომელსაც სისხლიანი ტანსაცმელი აცვია.

რეალურად, არა საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ექიმის ფოტო, არამედ დეზინფორმატორების მიერ გავრცელებული ვიდეოა დადგმული, რათა უკრაინელთა დისკრედიტაცია მოახდინოს.

უკრაინულმა ების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „StopFake”-მა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა. ისინი წერენ, რომ ვიდეო რუსების მიერაა დადგმული, თუმცა მათ რამდენიმე დეტალი გამორჩათ, რის გამოც ამ ინფორმაციის სიყალბე დგინდება.

„ოხმატდეტის“ საავადმყოფოს ექიმის მხოლოდ ერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ის ზურგით ჩანს. თუმცა სხვა ფოტოებიც იძებნება. მაგალითად, უკრაინელი ჟურნალისტი კრისტინა ბერდინსკიხ, სოციალურ ქსელში ექიმის ფოტოს სხვა რაკურსითაც აქვეყნებს.

პირველი განსხვავება – რუსების მიერ გავრცელებულ ვიდეოში „ექიმს“ განსხვავებული ფეხსაცმელი აცვია.

– ექიმის ფეხსაცმელი უკრაინელი ჟურნალისტის ფოტოდან

– ექიმის ფეხსაცმელი რუსულენოვანი ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

მეორე განსხვავება – გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოში პიროვნებებს სხვადასხვა ტანსაცმელი აცვიათ. მაგალითად, „ოხმატდეტის“ მიერ გავრცელებულ ფოტოში ექიმის შარვალს უკან ჯიბე აქვს, ხოლო პერანგს ნაკერი. თუმცა ვიდეოში მყოფი „ექიმის“ ტანსაცმელს მსგავსი დეტალები არ აქვს.

– ფოტო „ოხმატდეტის“ Facebook_გვერდიდან

– ფოტოანაბეჭდი ყალბი ვიდეოდან

მესამე დეტალი – პოლიციელი. უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით, რამდენიმე უზუსტობაზე მიუთითებს. პირველ რიგში, „პოლიციელს“ ბათინკები აცვია, მაშინ, როცა უკრაინელი პოლიციელები სპორტულ ფეხსაცმელს იყენებენ. უკრაინული პოლიცია ყურადღებას ამახვილებს, რომ მსახიობს ვიდეოში
„დაავიწყდა“ ქამრის გაკეთებაც, რომელზეც იარაღი, რაცია, აფთიაქი და ა.შ. არის განთავსებული. გარდა ამისა, შევრონი ეროვნული პოლიციის სიმბოლოებით, მან უნიფორმის ტარების წესის დარღვევით დაიმაგრა.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

See all posts

Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.