Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
დეზინფორმაცია: მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა

დეზინფორმაცია: მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა

ივნისს 12, 2024 · Verified Facts · Verdict: Lie

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი პოსტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც „მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა“. სინამდვილეში, გავრცელებული ციტატა ყალბია და საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია (არქივირებული ბმული).

ემანუელ მაკრონის მსგავსი ციტატა ღია წყაროებში, სანდო მედიასაშუალებების და საფრანგეთის ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე არ გვხვდება. განცხადება არც თავად პრეზიდენტ მაკრონის სოციალური მედიის გვერდებზე (1, 2) იძებნება. ამავდროულად, ევროკავშირის დაშლის შესახებ არცერთ გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოს მეთაურს და ევროკავშირის სტრუქტურების თანამდებობის პირებს გაუკეთებიათ. აღსანიშნავია ასევე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ წევრი სახელმწიფოს მეთაურს, ერთპიროვნულად ევროკავშირის დაშლის უფლებამოსილება არ აქვს.

ემანუელ მაკრონის განცხადება, რომელიც აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის იქნა გამოყენებული,  შესაძლოა, 2024 წლის 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებს უკავშირდებოდეს. შედეგების მიხედვით, საფრანგეთში ხმების უმრავლესობა მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა ერთობამ“ მოიპოვა, რის გამოც მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაშალა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. „მე გადავწყვიტე კენჭისყრის გზით დაგიბრუნოთ თქვენი საპარლამენტო მომავლის არჩევის შესაძლებლობა. შესაბამისად, დღეს საღამოს ეროვნულ ასამბლეას ვშლი… ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ნდობის აქტია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა 10 ივნისს.

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ,,მაკრონმა ევროკავშირის დაშლა ოფიციალურად გამოაცხადა“, ყალბია.

ცნობისთვის, საფრანგეთში რიგგარეშე არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს, ხოლო მეორე ტური 7 ივლისს გაიმართა. პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა მარინ ლე პენის პარტია „ეროვნულმა ერთობამ“ მოიპოვა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მეორე ტურის შედეგად, არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი – „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა და საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში 182 ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილი მაკრონის კოალიციამ 168 მანდატით, ხოლო მესამე ადგილი 143 მანდატით მარინ ლე პენის „ეროვნულმა ერთობამ“ დაიკავა.

See all posts

Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Bakar Chitaia: “Over GEL 5 million has been allocated for the rehabilitation of tennis courts in Batumi.”
Jun 21, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.