Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ინფორმაცია უკრაინელი მოდელისა და მომღერლის, დარია ასტაფიევას ორდენით  დაჯილდოების შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში ინფორმაცია უკრაინელი მოდელისა და მომღერლის, დარია ასტაფიევას ორდენით დაჯილდოების შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ნოემბერს 24, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო
Share

მოკლედ საკითხავი

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის ავტორის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა ეროტიული მოდელი დარია ასტაფიევა წმინდა პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა. პოსტი ორდენის გადაცემას ირიბად უკავშირებს ასტაფიევას სამოდელო კარიერას.

ღია წყაროებში საკითხის შესწავლა აჩვენებს, რომ დარია ასტაფიევას არა რელიგიური, არამედ სამოქალაქო ორდენი გადაეცა და ეს კავშირში არ იყო მის სამოდელო კარიერასთან.

ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელდა პოსტი, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა (რომელსაც პოსტის ავტორი "რეპტილიად" მოიხსენიებს) ლავრაში ეროტიკულ მოდელ დარია ასტაფიევას წმინდა პრინცესა ოლგას ორდენი გადასცა (დაარქივებული ბმული). პოსტი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზეც, რომ ორდენის გადაცემის ცერემონია კიევ-პეჩორის ლავრაში გაიმართა. პოსტის ბოლოს, ავტორი აღნიშნავს, რომ "ასტაფიევამ ადრე განაცხადა, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ჟურნალ Playboy-ში გამოჩენაზე და შიშველი პოზირება 16 წლის ასაკში დაიწყო."

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დარია ასტაფიევას პრინცესა ოლგას ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით გავრცელდა, არსად მიუთითებს, რომ ორდენის მინიჭებას რაიმე კავშირი ჰქონდა ასტაფიევას წარსულ ან მიმდინარე სამოდელო კარიერასთან.

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე 2026 წლის 9 ნოემბერს გამოქვეყნებული პრეს-რელიზის მიხედვით, დარია ვიქტორივნა ასტაფიევას, მოხალისეს, მომღერალს, ტელეწამყვანს და წიგნების აპლიკაცია UnderBook-ის დამაარსებელს, გადაეცა პრინცესა ოლგას მესამე ხარისხის ორდენი. პრეზიდენტის საიტზე ასევე აღნიშნულია, რომ ორდენების გადაცემა მოხდა "ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიღწევებისთვის, მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის და სრულიად უკრაინის კულტურის მუშაკთა და ხალხური ხელოვნების ოსტატთა დღესთან დაკავშირებით." ტექსტიდან აშკარაა, რომ ორდენის გადაცემა არ უკავშირდება დარია ასტაფიევას სამოდელო ატივობებს. ასტაფიევა ასევე ცნობილია ბოლო წლების მოხალისეობრივი საქმიანობითაც, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ გააქტიურდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ ფეისბუქ სივრცეში გავრცელებული პოსტის ავტორი ერთმანეთში ურევს უკრაინის პრინცესა ოლგას მესამე ხარისხის ორდენს, რომელიც სამოქალაქო ჯილდოა და წმინდა მოციქულებთან გათანაბრებული პრინცესა ოლგას ორდენს, რომელსაც მხოლოდ ერთი ხარისხი გააჩნია და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ გაიცემა. დარია ასტაფიევას ორდენის სამოქალაქო ვერსია გადაეცა.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ დარია ასტაფიევა ეროტიული ჟურნალის, Playboy-ს მოდელი მრავალი წლის წინ, 2007-2009 წლებში იყო. 2007 წელს ის Playboy-ს უკრაინული გამოცემის წლის მოდელად დასახელდა, ხოლო 2009 წლის იანვარში ამერიკული Playboy-ს თვის მოდელი იყო. ის პირველი უკრაინელი ქალი იყო, რომელიც ამერიკული Playboy-ს გამოცემაში მოხვდა, რაც ზოგიერთი შეფასებით იმ დროს უკრაინული სამოდელო სფეროსთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენდა.

See all posts

The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Disinformation: UN Agenda 2030 and the summit planned in September aim to create a world government
Jun 27, 2024
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.