Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
მცდარია ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის კონგრესში რვა ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

მცდარია ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის კონგრესში რვა ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს

ნოემბერს 13, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტი და რუსულენოვანი ფოტო, რომლის მიხედვით აშშ-ის კონგრესში რვა ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს (არქივირებული ბმული).

ეს ინფორმაცია მცდარი და მანიპულაციურია. რეალურად, 2026 წლის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რვა ტრანსგენდერმა კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი გახდა აშშ-ის კონგრესის წევრი. დანარჩენი შვიდი სხვადასხვა შტატის საკანონმდებლო ორგანოებში აირჩიეს.

აშშ-ის კონგრესის არჩევნებში მხოლოდ სარა მაკბრაიდმა (არქივი) გაიმარჯვა, რომელიც დელავერის შტატს წარმოადგენს. მაკბრაიდი აშშ-ის ისტორიაში პირველი ღიად ტრანსგენდერი კონგრესმენი გახდა, თუმცა არა წლევანდელ არჩევნებში პირველად მაკბრაიდი 2024 წელს აირჩიეს, ხოლო 2026 წლის არჩევნებში მან მანდატი შეინარჩუნა.

დანარჩენი შვიდი კანდიდატი - ლი ფინკე (მინესოტა), ზუი ზეფირი (მონტანა), ელისონ მონტგომერი (ალაბამა), ბენტლი ჰაჯინსი (ჯორჯია), ჯოანა უეილი (მიჩიგანი), ჯეილინ სკოტი (ვაშინგტონი) და დინა ნინა მარტინეს-რეზერფორდი (ვისკონსინი) - შესაბამისი შტატების საკანონმდებლო ორგანოებში აირჩიეს.

აშშ-ის კონგრესი ფედერალური საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატისგან შედგება. შტატებს კი საკუთარი საკანონმდებლო ორგანოები აქვთ, რომელთა უფლებამოსილება შესაბამისი შტატის ტერიტორიაზე ვრცელდება. შესაბამისად, შტატის საკანონმდებლო ორგანოში გამარჯვება კონგრესში არჩევას არ ნიშნავს.

See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Disinformation: Dima Oboladze did not allow Budu Zivzivadze to deliver a speech
Jul 03, 2024
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
A Russian singer projected the Russian flag onto the U.S. Embassy building in Moscow
Jun 26, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.