Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
15-წუთიანი ქალაქები ურბანული დაგეგმარების კონცეფციაა და არა მოსახლეობის კონტროლის მექანიზმი

15-წუთიანი ქალაქები ურბანული დაგეგმარების კონცეფციაა და არა მოსახლეობის კონტროლის მექანიზმი

ნოემბერს 12, 2026 · Verified Facts, Prebunking · Verdict: Newspaper article · Climate change
Share

სოციალურ ქსელში წლებია ვრცელდება კონსპირაციული მტკიცებები (ბმული 1, 2, არქივირებული ბმული 1, 2), თითქოს ე.წ. 15 წუთიანი ქალაქის კონცეფცია საზოგადოების მიზანმიმართულად შეზღუდვის, ქალაქის ნაწილების გეტოებად ქცევის და იქიდან გამოსვლის აკრძალვას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მცდარი მტკიცება სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება და მას ფაქტების გადაამმოწმებელი ავტოტირეტეტული გამოცემები აქამდეც გამოხმაურებიან (ბმული 1, 2, 3, 4).

კონცეფციამ განსაკუთრებული პოპულარობა COVID-19-ის პანდემიის დროს მოიპოვა, როცა გადაადგილების შეზღუდვებმა, დისტანციურმა მუშაობამ და ადგილობრივ სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ აჩვენა ადამიანებისთვის ყოველდღიური საჭიროებების საცხოვრებელთან ახლოს მდებარეობის მნიშვნელობა. 2020 წლიდან პარიზის მერმა ენ იდალგომ კონცეფცია ქალაქის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია, რამაც მის საერთაშორისო პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი (არქივი).

როგორც გაეროს კლიმატის ცვლილებების საკითხზე შექმნილი სპეციალიზირებული სააგენტო UNFCCC აღნიშნავს, 15 წუთიანი ქალაქების კონცეფცია პროფესორმა კარლოს მორენომ შექმნა (არქივი). 15-წუთიანი ქალაქის იდეა გულისხმობს, რომ ყველა აუცილებელი სერვისის, მათ შორის სამსახურის, მაღაზიის, სკოლის, პარკის თუ ყოველდღიური საჭიროების სერვისის, სახლიდან ფეხით ან ველოსიპედით 15 წუთის სავალ მანძილზე ყოფნას. მსგავსი დაგეგმარებით ავტომობილებზე დამოკიდებულება, საცობები და შესაბამისად, გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილების რისკები შემცირდება.

გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამის თანახმად (არქივი), 2020 წლიდან პარიზი აქტიურად ნერგავს „15-წუთიანი ქალაქის“ კონცეფციას, რომელიც ურბანული დაგეგმარების სხვა თანამედროვე მოდელებსაც უკავშირდება, მათ შორის, ბარსელონას „სუპერკვარტლების“ (Superblocks) იდეას. აშშ-ის ქალაქმა პორტლენდმა „20-წუთიანი უბნების“ განვითარებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, ავსტრალიის ქალაქები კი უბნების ერთმანეთთან დაკავშირებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის ხარისხს „30-წუთიანი ქალაქის“ კონცეფციის მიხედვით აფასებენ. არც ერთ ამ ქალაქში მოსახლეობის ჩაკეტვა და მსგავსად დაგეგმარებული უბნების ჩაკეტილ გეტოებად გარდაქმნა არ მომხდარა.

2021 წელს გამოქვეყნებული ანალიტიკური ნაშრომის (არქივი) (Introducing the “15-Minute City”: Sustainability, Resilience and Place Identity in Future Post-Pandemic Cities) თანახმად, 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციის ავტორი, ურბანისტი კარლოს მორენო, ამ მოდელის მიზნად ქალაქის უფრო ხელმისაწვდომად და ადამიანებზე მორგებულად გარდაქმნას მიიჩნევს. მისი მიზანია, მოსახლეობას საცხოვრებელთან ახლოს ჰქონდეს წვდომა ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელ სერვისებზე სამსახურზე, ვაჭრობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და დასვენების სივრცეებზე. ავტორების განმარტებით, ასეთი მიდგომა ამცირებს ავტომობილებზე დამოკიდებულებას, ხელს უწყობს ფეხით და ველოსიპედით გადაადგილებას, აძლიერებს მეზობლებს შორის სოციალურ კავშირებს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად, კონცეფცია ქალაქის იზოლირებულ უბნებად დაყოფას კი არა, უფრო დაკავშირებული, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება.

See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
EFCSN disappointed by end to Meta’s Third Party Fact-Checking Program in the US; Condemns statements linking fact-checking to censorship
Jan 08, 2025
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Disinformation: “The Simpsons” predicted the assassination of Donald Trump
Jul 15, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.