Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
ლევან სამუშიას ვიდეო სოციალურ ქსელში შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება

ლევან სამუშიას ვიდეო სოციალურ ქსელში შეცვლილი კონტექსტით ვრცელდება

ოქტომბერს 22, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics
Share

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს ლევან სამუშიას - „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლის ნაწყვეტს, რომელშიც პოლიტიკოსი ამბობს: „ჩემი პარტიის წევრები, ყოველთვის, ლელო ძლიერი საქართველო, დავდივართ, მოსახლეობას ვხვდებით ხო?! არ უნდათ, ხალხნო, ესა.“ (არქივირებული ბმული).

ვიდეოს მოცემულ მონაკვეთში გაჭრა პოლიტიკოსის გამონათქვამს შინაარსს უცვლის. მოცემული ნაწყვეტის მიხედვით, პოლიტიკოსის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ მისი პარტიის წევრები მოსახლეობას ხვდებიან, ხალხს კი ეს არ უნდა. ამაზე მიანიშნებს პოსტის ავტორის მიერ ვიდეოსთვის თანდართული აღწერაც.

ლევან სამუშია, „ლელოს“ ერთ ერთი ლიდერი 16 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველზე“ გადაცემას „დღის ამბები“ სტუმრობდა. სწორედ მისი ამ ვრცელი სტუმრობიდანაა მოჭრილი პოსტში მოცემული ვიდეო. ვიდეოს ვრცელი (22-წუთიანი) ვერსია ხელმისაწვდომია ტელეკომპანიის „იუთუბ“ არხზე. პოსტში მოყვანილი მონაკვეთი მე-20 წუთიდან იწყება.

რა თქვა სინამდვილეში პოლიტიკოსმა?

თავის სტუმრობისას პოლიტიკოსმა ყურადღება პარტიების აკრძალვის პროცესზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულ სხდომაზე და ხელისუფლების მხრიდან პარტიების აკრძალვის მოტივებზე ისაუბრა. სწორედ ამ კონტექსტში, სრული ფრაზა, რომელიც ლევან სამუშიამ თქვა, ასეთია:

„მას არ აწყობს ოპონენტები ქვეყანაში და რატომ გეუბნებით. მას არ აწყობს ხალხის პრობლემებზე მოსაუბრე ადამიანები და პარტია უფრო სწორად და პარტიები არ აწყობს. ხო არ აწყობს. აი, არ აწყობს „ლელო“, რომელიც საქმიანად, სწორად, სამართლებრივად ვაკრიტიკებთ, ვამხელთ საზოგადოების წინაშე და საზოგადოებას ვეუბნებით რა არის სიმართლე. არ აწყობს ახლა რასაც ვიტყვით, თუნდაც.

უყურეთ პენსია როგორ მოამატეს ჯერ 20 ლარიო 70 წელს ქვევით პენსიონერებს და მერე 25-ს დაგიმატებთო კობახიძემ. უკაცრავად, თვითონ პასუხი არ გაუციათ 17350 ლარმდე, ხაზს ვუსვამ,  17350 ლარამდე ეზდება თუ არა ხელფასი. მინისტრებს ეზრდებათ თუ არა დაახლოებით 14000 ლარმდე? ან 13880 ლარამდე, დაახლოებით, ეზრდებათ თუ არა ხელფასი პარლამენტის წევრებს?!

აქეთ რაზე გვაქვს საუბარი. დევნილებს დახმარება ეზრდება?! არა. სოციალურად დაუცველებს?! შეამცირეს და ისევე ის დაუტოვეს, ხალხნო, ჯერ შეამცირეს ოდენობა სოციალურად დაუცველი [ადამიანების] და ისევ [იგივე] დაუტოვეს დახმარება. შემდეგ - ომის ვეტერანებს ეზრდებათ, თეა?! არ ეზრდებათ. ობლებს?! მარჩენალდაკარგულებს ეზრდება?! არ ეზრდება. მასწავლებლებს ეუბნებიან, საათში 2 ლარს მოგიმატებთო და თვითონ 10000-ებს ზევით აქვთ ხელფასი, ხალხნო და ამ უსამართლობაზე რომ ვსაუბროთ, მე, ჩემი პარტიის წევრები, ყოველთვის, “ლელო ძლიერი საქართველო”, დავდივართ, მოსახლეობას ვხვდებით. ხო, არ უნდათ, ხალხნო, ეს. გვეუბნებიან პირდაპირ, ყველა სფეროს მიადგნენ.”

როგორც სრული მონაკვეთიდან ჩანს, პოლიტიკოსი მაყურებელს უზიარებს თავის მოსაზრებას, თუ რატომ შეიძლება უნდოდეს მმართველ ძალას ოპოზოციური პარტიების აკრძალვა. სწორედ ამ კონტექსტში ის ჩამოთვლის იმ საკითხებს, რაზეც მოქალაქეებთან საუბრობენ „ლელოს“ წევრები და ამბობს, რომ სწორედ ეს არ უნდა ქართულ ოცნებას, ამიტომ უპირებს აკრძალვას და ყურადღებას ამახვილებს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არ ეხება, არამედ ყველა სფეროს მიადგნენ.

ვიდეოში მოჭრილი მონაკვეთი პოლიტიკოსის გამოსვლას კონტექსტს სრულად უცვლის და მაყურებელს აფიქრებინებს, რომ პოლიტიკოსი ამბობს, თითქოს ხალხს არ სურს ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა. მსგავსი კონტექსტით პოლიტიკოსის გამოსვლის გავრცელებას შეცდომაში შეყავს მაყურებელი.

See all posts

Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Nika Gvaramia's video is circulating on social media with the wrong context
Jul 02, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.