Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოციალურ ქსელში ესტონეთის პრემიერის განცხადება დამახინჯებული შინაარსით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ესტონეთის პრემიერის განცხადება დამახინჯებული შინაარსით ვრცელდება

ოქტომბერს 9, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics, საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს პოსტს, რომლის მიხედვითაც ესტონეთის პრემიერი რუსეთის მობილიზაციის შემთხვევაში გამოწვევასთან გამკლავებას „საზღვრის ჩაკეტვით“ აპირებს. პოსტში ვკითხულობთ, თითქოს ესტონეთის პრემიერმა შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა: „თუ რუსეთის ფედერაცია საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს, ესტონეთი დაუყოვნებლივ ჩაკეტავს მასთან საზღვარს და ამით სრულად გამორიცხავს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის შესაძლებლობას“ (არქივირებული ბმული). პოსტის თავდაპირველი ვერსია რუსულენოვანმა ანგარიშებმა გამოაქვეყნეს (ბმული 1, 2).

რა თქვა სინამდვილეში ესტონეთის პრემიერმა?

კრისტენ მიხალმა - ესტონეთის პრემიერმა და მაგნუს ცაჰკნამ - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საზღვრის დაკეტვის ალბათობაზე არა რუსული აგრესიის, არამედ მიგრაციის საფრთხეებთან გამკლავების კონტექსტში ისაუბრეს. პრემიერი ამბობს, რომ საფრთხის შეფასების მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება და, მათ შორის, შესაძლოა საზღვარი დაუყოვნებლივ დაიკეტოს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. “საყოველთაო მობილიზაციამ შეიძლება შეცვალოს საფრთხის ამჟამინდელი შეფასება და ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ იმის მიხედვით, მოხდება თუ არა ეს და რა ფორმით მოხდება”.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, მობილიზაციის საყოველთაოდ გამოცხადება ადამიანთა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფზე გაზრდის რუსეთის შიგნით ტემპერატურას და, შესაძლოა, ომისათვის თავის არიდების მსურველი მოქალაქეების ევროკავშირისკენ მიგრაციის ტალღა გამოიწვიოს. “ეს ჩვენი რუტინული სამუშაოს ნაწილია, განვიხილოთ სხვადასხვა გადაწყვეტილება, შევაფასოთ საფრთხის სურათი და ვიყოთ მომზადებულები. როგორც პრემიერმა თქვა, მაგალითად, სრულად დავკეტოთ საზღვარი, ამ გადაწყვეტილების მიღება მთავრობას ძალიან სწრაფად შეუძლია, საფრთხის შეფასებიდან გამომდინარე”- განმარტავს მარგუს ცაჰკნა. მინისტრი ასევე აფიქსირებს პოზიციას ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით და გაზრდილ რუსულ მიგრაციას საფრთხედ მიიჩნევს.

შესაბამისად, საზღვრის დაკეტვის შესახებ განცხადება ესტონეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში წარმოქმნილ მიგრაციის ტალღასთან გამკლავების კონტექსტში გააკეთეს და არა რუსეთის თავდასხმის მოგერიების კონტექსტში. მოცემულ პოსტში ციტატის შინაარსი დამახინჯებულია და ისეა წარმოჩენილი, თითქოს ესტონეთი რუსული აგრესიისგან “ბალტიური” ქვეყნების დაცვას საზღვრის ჩაკეტვით აპირებს. ასეთი შინაარსის მტკიცება არც პრემიერის და არც საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლებში არ გვხვდება.

See all posts

Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Disinformation: trade between Russia and the U.S. has increased by 20%
Jul 15, 2024
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Disinformation: The Parliamentary Assembly of the OSCE adopted a resolution in which the formulation preferred by Russia regarding the Georgia-Russia conflict is used
Jul 12, 2024
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Disinformation: Footage of a doctor from the “Okhmatdyt” hospital is staged
Jul 24, 2024
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Disinformation: Unusually shaped clouds in Australia represent chemtrails
Jun 11, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.