Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
200 ქართველი მებრძოლის უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ დასტუდება

200 ქართველი მებრძოლის უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ დასტუდება

სექტემბერს 10, 2026 · Verified Facts · Verdict: Lie · საერთაშორისო
Share

სოციალურ ქსელებში კვლავ ვრცელდება მტკიცება, თითქოს ხარკივის მიმართულებაზე ორმა რუსმა მეტყვიამფრქვევემ 200 ქართველი მებრძოლი მოკლა (არქივირებული ბმული). ანალოგიური ინფორმაცია თითქმის იდენტური შინაარსით ასევე ვრცელდებოდა 2024 წელსაც. ორივე შემთხვევაში ფაბულა მსგავსი იყო - თითქოს ორმა რუსმა მეტყვიამფრქვევემ გაანადგურა 200 ქართველი დაქირავებული მებრძოლი და რომ ეს კადრები აღბეჭდილი იყო რუსი ჯარისკაცების მიერ გადაღებულ ვიდოებზე.

როგორც 2024, ისე 2026 წელს გავრცელებული ტექსტი მკითხველს „საშინელ კადრებს“ ჰპირდებოდა და ქართველ მებრძოლებს შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებდა. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში არ გავრცელებულა ვიდეო კადრები და არც რომელიმე მხარეს დაუდასტურებია მსგავსი შეტაკების შესახებ.

ამ ყალბი ამბის ერთ-ერთი პირველი კვალი ჩანს გამოცემა „Лента новостей Харькова“-ს 2024 წლის 4 აგვისტოს პოსტში, რომელშიც ნათქვამია, რომ „НА ХАРЬКОВСКОМ НАПРАВЛЕНИИ ДВА НАШИХ ПУЛЕМЁТЧИКА РАССТРЕЛЯЛИ 200 ГРУЗИНСКИХ НАЁМНИКОВ“. პოსტში ასევე ნახსენებია რუსი სამხედრო კორესპონდენტი სემიონ პეგოვი და მის მიერ თითქოს გავრცელებული კადრები. ეს შემთხვევა მაშინ „მითების დეტექტორმაც“ გადაამოწმა და ვერც მაშინ ვერ მოიძებნა სანდო წყარო, რომელიც ქართველი მებრძოლების დაღუპვას დაადასტუდებდა. დამატებით, "მითების დეტექტორი" ლეგიონის მეთაურს მამუკა მამულაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ცნობები უარყო.

2024 წლის 29 სექტემბერს ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა LiveJournal-შიც, თუმცა იქ შეტაკების ადგილად კურსკი იყო დასახელებული. სათაურის ძირითადი ნაწილი — ორი რუსი მეტყვიამფრქვევის მიერ 200 ქართველი „დაქირავებულის“ დახოცვა - აქაც მეორდებოდა.

2026 წელს გავრცელებული იგივე შინაარსის პოსტები ამჯერად რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში და Telegram არხზე გავრცელდა და იქედან გაზიარდა ფეისბუქზე. ამ მასალებშიც, მსგავსად 2024 წლისა, საუბარია ორი რუსი მეტყვიამფრქვევის მიერ ორასი ქართველი დაქირავებული ჯარისკაცის განადგურებაზე.

2026 წელს გავრცელებულ ყალბ ამბავს ასევე ახლავს აუდიტორიის მოზიდვის მექანიზმი (ქლიქბეითი). გავრცელებულ ბმულებზე გადასვლისას მომხმარებელს ჯერ Telegram-არხში გაწევრიანებას სთხოვენ, ხოლო შესვლის შემდეგ დაპირებული ამბავი აღარ იძებნება. ეს ქლიქბეიტის ტიპური სქემაა: შოკისმომგვრელი სათაური ინტერესს აღძრავს, დაპირებული ვიდეო კი არხზე გადასვლისა და გამოწერის სტიმულირებას ახდენს.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ Google-ით ძიებისას ჩანს, რომ თავად რუსული მედიაც არ წერს აღნიშნულ ამბავზე (მაგ. Ria, Tass). ასევე, Google-ით ძიება რაიმე რელევანტურ და სანდო წყაროს გამოქვეყნებულ მასალებს არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონისა და ქართველი მებრძოლების თითქოს მასობრივი განადგურების შესახებ ცნობები ადრეც გავრცელებულა და უარყოფილა. მაგალითად, StopFake-მა 2022 წლის 7 ივლისს გადაამოწმა ლისიჩანსკთან 14 უცხოელი მებრძოლის, მათ შორის, ქართული ლეგიონის წევრების, დაღუპვის შესახებ გავრცელებული ყალბი მტკიცება.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება 200 ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ არ დასტურდება და ის სავარაუდოდ, აუდიტორიის მოზიდვის მიზნით (ე.წ. ქლიქბეითი) არის. შექმნილი. 

See all posts

The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
The photo circulating on social media does not depict the U.S. Secretary of Transportation
Jul 15, 2024
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Irma Inashvili's forged post is proliferating on social media
Jul 18, 2024
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
The poster insulting the Patriarch serves to discredit the ongoing protests and is altered
Jan 10, 2025
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Disinformation: UEFA urged the captains of football teams participating in EURO-2020 to carry “OneLove” armbands which Cristiano Ronaldo refused to do
Jul 24, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.