Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
სოცილურ ქსელში გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

სოცილურ ქსელში გიორგი ახობაძის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება

აგვისტოს 28, 2026 · Verified Facts · Verdict: Newspaper article · Politics

სოციალურ ქსელში ვრცელდება გიორგი ახობაძის ვიდეოს ნაწყვეტი, რომელშიც გიორგი ახობაძე ამბობს: „ცოტა ხნის წინ ჩვენი ტერიტორიიდანაც რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდა საწვავი“. ვიდეოს თან ახლავს აღწერა: „და ამან საერთოდ რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადა აფხაზეთი“.

სინამდვილეში, მოცემული მონაკვეთი გიორგი ახობაძის უფრო ვრცელი ვიდეოდან მოჭრილ ნაწყვეტს წარმოადგენს. ვიდეოს სრულ ვერსიაში გიორგი ახობაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ არასწორად დაჭრიან და სურს თავად გვითხრას ის, რაც რუსთავი 2-თან კომენტარში თქვა. ახობაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ს მისი პოსტის შესახებ ჰქონდა კითხვები (პოსტი იხილეთ ბმულზე). პოსტში ახობაძე ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთში საწვავის გატარების შემთხვევაში საქართველოს ნავთობტერმინალები თუ მათი სატრანსპორტო საშუალებები უკრაინული სახელმწიფოსთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები ხდება.

სწორედ ამ პოსტის შესახებ უფრო ვრცელ განმარტებას გვთავაზობს თავისი ვიდეოს სრულ ვერსიაში: „დღეს უკრაინელები იმისათვის, რომ რუსული ლოჯისტიკა დააზიანონ, რუსეთის ტერიტორიაზე ყველა ნავთობტერმინალს, გადამამუშავებელ ქარხანას, პორტს, რომელიც ნავთობის იმპორტზე ან ექსპორტზეა პასუხისმგებელი, ამათ ყველაფერს ანადგურებენ იმიტომ, რომ ამ საწვავით მერე ტანკები იქოქება და მიდის და უკრაინელებს კლავს, თვითმფრინავები იქოქება და ა.შ. ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი ტერიტორიიდანაც რუსეთის ტერიტორიაზე მოხვდა საწვავი. ეს საწვავი, რა თქმა უნდა, ესხა ან რკინიგზის ვაგონებში ან ცისტერნებში, ან სადმე ტერმინალში. მუჭში არავის ეჭირებოდა. ამას თუ სისტემატური ხასიათი მიეცემა, ჩვენი ტერიტორია ხდება მეზობელი ქვეყნისთვის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე. ხოდა ამ რისკებს ან შევაფასებთ და ცოტა ჭკუას მოვუხმობთ და გავჩერდებით იმიტომ, რომ ფულის გულისთვის ყველაფერზე წასვლა და კადრება არ შეიძლება და ამ რისკს რომელსაც ვუქმნით ახლა, ამ წუთას, საქართველოს მოქალაქეებს გავაქრობთ. საღი აზრის დონეზე, როცა შენს ქვეყანაში უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ორსულებს, მამაკაცებს ხოცავენ და ამ ომს ვინც აწარმოებს მაგ ტიპს ვიღაცა ამარაგებს საწვავით, ძაან ეჭვი მეპარება, რომ მაგ ვიღაცასთან ან დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნო ან მეგობრული ურთიერთობა. აუცილებლად ეცდები, რომ საფრთხე გაანეტრალო. ხოდა რისკებს გვიქმნის ჩვენი ხელისუფლება.“

საკითს გიორგი ახობაძემ კიდევ ერთი ვიდეო მიუძღვნა. მეორე ვიდეოში გიორგი ახობაძე ამბობს: „აფხაზეთში ყოველთვიურად 12 000-დან 13500 ტონამდე საწვავს მოიხმარენ. ეს 680 ტონა, რაც საქართველოდან გადავიდა, ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ზღვაში წვეთია, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები, ეს არის ტესტი, რომ გაიტესტოს, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, რა რეაქცია ექნება უკრაინას, დასავლეთს, საერთაშორისო სამყაროს და რა რეაქცია გვექნება ჩვენ აქ ქართველებს, რომ საქართველოდან იქ საწვავი შედის. ეს გააპრავეს, ეს ტესტი, იმით, რომ მოგვყიდეს, ვითომ აფხაზებს დაეხმარნენ ჰუმანიტარული მიზნებისთვის და ა.შ გამოდგეს იქ აფხაზეთიდან ვიღაც ტიპი, ენერგეტიკის მინისტრია თუ რაღაც და ბაზრობდა, რომ ცოტა ძვირად არიო საქართველოდანო და ესო ფასებზეც გავლენას მოახდენსო და რაღაცეებს წუწუნებდა.

რეალურად, სოხუმშიც არის ტერმინალები, ოჩამჩირეშიც არის, მაგრამ სოხუმში არის ყველაზე დიდი ტერმინალი, რომელიც როსნეფტის, სანქცირებული კომპანიაა, რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა როსნეფტი, მაგის ტერმინალებია, რომელსაც შეუძლია ათასობით ტონა ნავთობის მიღება, გადამუშავება და გადანაწილება. შესაბამისად, თუ ეს ფანდი გაუვათ და ეს პარტია გაძვრება კარგად, რაც ახლა საღი აზრის დონეზე ვნახეთ, მათი ქცევის თავისებურებიდან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული რომ ვივარაუდოთ, რომ ამას სისტემატური ხასიათი მიეცემა და თუ დღეში 680 ტონის ტრანსპორტირება შეუძლიათ ესე ტესტად, სავარაუდოდ მეტისაც შეუძლიათ, მაგრამ ამდენიც რომ იყოს, თვეში, ყოველ დღე რომ ასეთი პარტია გაუშვან, რაც სავსებით შესაძლებელია, თვეში 20 400 ტონა საწვავი შეუძლიათ შეიტანონ აფხაზეთის ტერიტორიაზე, საიდანაც მერე ის სად მოხვდება ეშმაკმა უწყის. ეს მარტო, რაც ვნახეთ, ტესტი რომ გადავამრავლოთ 1 თვეზე და, სავარაუდოდ, კიდე ერთი ამდენი ტრაილერი რომ დაამატონ სისტემას და გაუშვან, გაორმაგება და გასამმაგება და გახუთმაგება შეუძლიათ უპრობლემოდ. ხოდა, რავი, ყურადღებით უნდა ვიყოთ ძალიან, ჩემი აზრით“.

საბოლოო ჯამში, ვიდეოების სრული ვერსიიდან ცხადია, რომ გიორგი ახობაძე აფხაზეთის ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად არ აცხადებს, არამედ ვიდეოებში ის აცხადებს, რომ მას არ სჯერა, რომ აფხაზეთში შეტანილი საწვავი აფხაზეთისთვისაა განკუთვნილი. მისი ეჭვები მიემართება იმას, რომ საქართველო ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ ახორციელებს და იქ მოხვედრილი საწვავი შემგომ სად მოხვდება, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ამასთან, მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანიებზე და, ერთობლიობაში, სწორედ ამაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოდან რუსეთში საწვავის გატანა აფხაზეთისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით არის შეფუთული.

ამდენად, გიორგი ახობაძის მიერ ამ თემაზე მომზადებული პოსტისა და ვიდეოს ანალიზი აჩვენებს, რომ გიორგი ახობაძის კონკრეტული ფრაზა შეცვლილი კონტექსტითაა მოჭრილი და გავრცელებული ვიდეო, პოსტში დატანილ აღწერასთან ერთად, მცდარ წარმოდგენას უქმნის სოციალური ქსელის მომხმარებლებს.


See all posts

An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
An edited photo with anti-Ukrainian content is circulating on social media
Jul 16, 2024
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Tatia Nikolashvili: “In total, 73% of roads in Ozurgeti are deemed inefficient according to the official data within their own [municipal government] documentation.”
Jun 21, 2024
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Nino Tsilosani: “The Heritage Foundation has ranked Georgia among the best and most progressive countries against bribery, extortion, nepotism, patronage and graft.”
Jun 21, 2024
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Disinformation: The Soviet Friendship Arch of Ukraine was painted in LGBTQ flag colors
Jun 05, 2024
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Disinformation: Like climate change, the “monkeypox” virus is made up
Aug 13, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.