Geo Facts
Submit a fact to check
  • Home
    • About Us
    • Editorial Code
    • Correction Policy
    • Privacy Policy
  • Verdicts
    • True
    • Mostly False
    • Mostly True
    • False
    • Half True
    • Position Not Changed
    • Position Partially Changed
    • Position Change
    • Satire
    • Lie
    • Missing Context
    • Altered
    • Not Fulfilled
  • Newspaper article
  • Verified Facts
    • Prebunking
  • Topic
    • Education
    • Economy
    • Politics
    • Law
    • Healthcare
    • Climate change
  • IFCN Principles
English
ქართული RUSSIAN
you can search by news id
or news title
HAARP ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამაა, რომელსაც ამინდის ცვლილება და სტიქიების გამოწვევა არ შეუძლია

HAARP ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამაა, რომელსაც ამინდის ცვლილება და სტიქიების გამოწვევა არ შეუძლია

აგვისტოს 18, 2026 · Prebunking · Verdict: Newspaper article · Climate change
Share

აშშ-ში მოქმედი HAARP-ს, რომელიც ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას წარმოადგენს, წლებია დეზინფორმაციის სამიზნეა. პროგრამა არა ერთხელ დაუდანაშაულებიათ სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმისა თუ ამიდნის "ხელოვნურად" ცვლილების გამო. მაგალითად, HAARP-ის პროგრამას დაუკავშირეს შოვის სტიქია, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თუ 2024 წელს კახეთში დატრიალებული ქარბობალა, რომელმაც ალავერდის ტაძარი და მისი ტერიტორია დააზიანა. HAARP არა მხოლოდ საქართველოში დატრიალებულ სტიქიურ მოვლენების მიზეზად სახელდება. 2025 წელს ლოს-ანჯელესის ხანძრები თუ ესპანეთში ვალენსიაში 2024 წლის წყალდიდობის გამომწვევ მიზეზადაც ამერიკული კვლევითი პროექტი სახელდებოდა. ამდენად, HAARP-თან დაკავშირებული მცდარი მტკიცებები მთელი მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ ბუნებრივ კატაკლიზმებსა თუ ამინდის უეცარ ცვლილებებს მცდარად უკავშირებენ.

რეალურად კი, HAARP მსოფლიოში ყველაზე ეფექტურ, მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის იონოსფეროს შემსწავლელ პროგრამას წარმოადგენს (არქივი). სამეცნიერო პროგრამის მიზანი იონოსფეროს, ატმოსფეროს ზედა ნაწილის, შესწავლაა. იონოსფერო დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება და 500 კილომეტრს აღწევს.


წყარო: EreborMountain/Shutterstock.com


იონოსფეროში ექსტრემალური ულტრაიისფერი (EUV) და მზის გამოსხივება ატომებსა და მოლეკულებს აიონიზებს, რითაც ელექტრონების ფენას ქმნის. სწორედ იონოსფეროში არის თავისუფალი ელექტრონები და იონები, რომლებთანაც რადიოტალღებს შეუძლიათ ურთიერთქმედება. შესაბამისად, ატმოსფეროს ეს შრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიო გადამცემებისთვის, რადგან რადიო სიხშირეები სწორედ იონოსფეროში აირეკლება, რაც შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა (არქივი).

HAARP-ში კვლევის მიზანია ატმოსფეროს ყველაზე მაღალ ფენებში — თერმოსფეროსა და იონოსფეროში — მიმდინარე ფუნდამენტური ფიზიკური პროცესების შესწავლა. ეს კვლევები ორ კატეგორიად იყოფა: (1) აქტიური კვლევა, რომლისთვისაც იონოსფეროს კვლევის ინსტრუმენტის გამოყენებაა საჭირო, და (2) პასიური კვლევა, რომლის დროსაც მხოლოდ მონიტორინგის ინსტრუმენტები გამოიყენება.

იონოსფერო დაახლოებით 60–80 კმ სიმაღლეზე იწყება და 500 კმ-ზე მაღლა ვრცელდება. იონოსფეროში თავისუფალი ელექტრონები და იონები არსებობს, რომლებთანაც რადიოტალღებს ურთიერთქმედება შეუძლიათ. HAARP-ის რადიოტალღები ელექტრონებს აცხელებს და იონოსფეროში მცირე ცვლილებებს იწვევს, რომლებიც ბუნებაში მიმდინარე მსგავსი პროცესების იმიტაციას წარმოადგენს.

1990-დან 2014 წლამდე HAARP შეერთებული შტატების საჰაერო ძალების (USAF) და საზღვაო ძალების ერთობლივად მართული პროგრამას წარმოადგენდა. მისი მიზანი იყო დედამიწის იონოსფეროს ფიზიკური და ელექტრული თვისებების კვლევა, რომელსაც სამხედრო და სამოქალაქო საკომუნიკაციო, ასევე სანავიგაციო სისტემებზე გავლენის მოხდენა შეეძლო. 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი აშშ-ის საჰაერო ძალებიდან ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.

რეალურად, პროგრამას ამინდზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში – ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში წარმოიქმნება (არქივი). AAP-სთან ინტერვიუში, ნიუკასლის უნივერსიტეტის პროფესორმა და დედამიწის იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროს ექსპერტმა ფრედ მენკმა განაცხადა: "მაღალი სიხშირის (HF) რადიოგადაცემები დაკავშირებულია იონიზებულ ნაწილაკებთან — ელექტრონებთან — იონოსფეროში, დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე. დედამიწის ზედაპირთან არსებული ამინდი განპირობებულია კი გეოფიზიკური ფაქტორებით, უმეტესწილად მზისგან მიღებული სითბოთი, რომელიც მოქმედებს ზედაპირთან გაცილებით ახლოს მდებარე ნეიტრალურ ატმოსფეროზე."

„ამ ტიპის მტკიცებები სრულიად უსაფუძვლოა, სენსაციურია, მაგრამ არც სერიოზული და არც მეცნიერული“,- განუცხადა USA Today-ს ბოსტონის კოლეჯის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა (არქივი). კეიტ გროვზის თქმით, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება შეეძლებოდა. მან დამატებით ისიც აღნიშნა, რომ იონოსფეროში ვერ მოხდება ამინდზე ზემოქმედება, რადგან იონოსფეროში ატმოსფერული წნევა მიწაზე არსებული ატმოსფერული წნევის მემილიონედზე ნაკლებია.

მტკიცება, რომ HAARP-ს ისეთი სტიქიური მოვლენების გამოწვევა შეუძლია, როგორიც მაგალითად ქარიშხალი, ან ტორნადოა, ალოგიკურია, რადგან მსგავსი მოვლენები სპეციფიკურ ატმოსფერულ და გრძელვადიან ამინდის პირობებს საჭიროებს. ჩარლზ კონრადი, აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონული კლიმატის ცენტრის დირექტორი, აღნიშნავს, რომ არავის აქვს შტორმის, ქარიშხლის შექმნის უნარი. „მთავარი ამინდის მოვლენები მოითხოვს წარმოუდგენელ ენერგიას, უბრალოდ, არ არსებობს საშუალება, რომელიც ადამიანებმა შესაძლოა ატმოსფეროში მოათავსონ და ეს მოვლენები გამოიწვიონ“, – განმარტავს კონრადი.

See all posts

The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
The authenticity of the recording of a conversation between Gia Japaridze and Giorgi Botkoveli circulated on social media has not been confirmed
Dec 23, 2025
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Disinformation: Membership of the European Union will oblige Georgia to increase the retirement age and property tax
Jun 04, 2024
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Temur Tsamtsishvili: “The annual rate of natural increase in Imereti amounts to -2,987 with 5,215 births and 8,202 deaths.”
Jun 22, 2024
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Disinformation: Tbilisi Transport Company will raffle a one-year free travel card
Jul 04, 2024
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Teona Akubardia: “Physical entities will be required to provide the Ministry of Justice with personal data.”
Jun 21, 2024

© 2026 Copyrights by Geofacts.ee. All Rights Reserved.